Q-1660
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი Q-1660
რაობა კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XIV-XV სს.
კეფის რაოდენობა 2 კეფი;
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 147×19; I 73×19; II 75,5×19
სტრიქონთა რაოდენობა I r-98, v- არ ჩანს; II r-112; v-112
ნაწერის ზომა I 69,5×13; II -72,5×13;
არშიების ზომა: I-ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ;
II -ზედა 0,5, ქვედა 0, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3,5სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი გაშავებული
სისქე 003
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა არ შეიმჩნევა
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაბმულია წებოს გამოყენებით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი თავნაკლულია; შეიმჩნევა ზედა კეფის მიბმის კვალი, წებოს ნარჩენის სახით. ეტრატი მთლიანად გაშავებულია (ჭვარტლი, კვამლი), ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული. აღენიშნება მრავლობითი ბზარი (მთლიანად დაბზარულია), მარჯვენა მხარეს კიდეზე შეიმჩნევა ცეცხლისგან მიყენებული დაზიანება (მომწვარი).
r-ზე ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად, წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით; არ შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები; შეიმჩნევა ასოთა მოხაზულობა და ზოგიერთ ადგილას კონტურები. ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. რამდენიმე ადგილას ასოები გაცხოველებულია.
v-ზე ტექსტია ნაწერი, თუმცა შეუძლებელია სტრიქონთა რაოდენობისა და ტექსტის წაკითხვა.
1 და მე-2 კეფის ნაპირები თრმანეთზეა გადადებულია 2 სმ-ით. გადაბმული და გამაგრებულია წებოს გამოყენებით.
II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი, პირველი მსგავსად, ბოლონაკლულია, მოხეულია კეფის ნაწილი; არ არის დამაგრებული ხის ჯოხზე; ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გაშავებულია, გამომშრალი, დეფორმირებულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი.
r-ზე ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად, ნუსხურად; წვრილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. მარცხენა მხარეს ორი ლამაზად გაფორმებული, ასომთავრულით ნაწერი ინიციალია: „ზ“, „გ“; ზოგიერთ ადგილას ასოები გაცხოველებულია. მელანი გადაცრეცილია, ტექსტი რთული წასაკითხია. მარცხენა მხარეს ჰორიზონტალურად მინაწერებია.
v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; მელანი გადასული/გადაცრეცილია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ალაგ-ალაგ ასოები გაცხოველებულია; ტექსტი რთულად წასაკითხი ან საერთოდ არ იკითხება. მარცხენა მხარეს ჰორიზონტალურად მინაწერებია.
კონდაკი: გრაგნილი დახვეულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე, რომელსაც აქვს ძაფის ამოსაყრელი სამი (3) ნახრეტი, რითაც მაგრდება კეფი, ამ შემთხვევაში კეფი არ არის დამაგრებული. ჯოხზე შეიმჩნევა წებოს გამოყენების კვალი; ჯოხს ორივე მხარეს აქვს ლამაზად დამუშავებული და გამოყვანილი თავები, დაბალი გუმბათის ფორმის;
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, აუცილებელია მისი პრევენციული კონსერვაცია, გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: კონდაკი, XIV-XV სს. (კატალოგი)
ბიბლიოგრაფია
Q ფონდის კატალოგი (501-)