Q-1380
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი Q-1380
რაობა ავგაროზი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი 1854
კეფის რაოდენობა 9 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 339X8,5; I22x8,5;II10,4×8,5; III 43,4×8,5;IV 42,3×8,5;V 44×8,8; VI 43×8,8; VII 42×8,5; VIII 43,5×8,5; IX 42,5×8,5;
სტრიქონთა რაოდენობა I r-5, v-1;II r-ქრისტეს ილუსტრაცია, v-3; III r-35, v-17; IVr-31, v-7; V r-34, v-26; VI r-32, v-24; VII r-28, v-15; VIII r-21, v-15; IX r-,7 v-8;
ნაწერის ზომა I4x5;II9x6; III 41,5×7;IV 35×7,5;V 41,5×8; VI 41×8; VII 41×7;; VIII 29×8; IX 15×8;
არშიების ზომა: I-ზედა3, ქვედა0,5 მარცხენა0,5სმ; მარჯვენა0,5სმ;II -ზედა0, ქვედა0, მარცხენა0სმ; მარჯვენა0სმ;III-ზედა0, ქვედა0, მარცხენა0/0,3სმ; მარჯვენა0/0,5სმ; IV-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0სმ; მარჯვენა 0სმ;V-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0სმ; მარჯვენა0/0,5სმ;VI-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0სმ; მარჯვენა0სმ;VII-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0; მარჯვენა0/0,5სმ;VIII-ზედა0, ქვედა0, მარცხენა0; მარჯვენა0სმ;IX-ზედა1, ქვედა1, მარცხენა0,3; მარჯვენა0,3სმ;
მასალა ქაღალდი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 001
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა მხედრული
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა –
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაბმულია წებოს გამოყენებით
1.3. გაფორმება
მინიატურა წმინდანთა გამოსახულებები – ქრისტე (2r); ღვთისმშობელი ყრმით (8r); ნოეს მტრედი (9r); წმ.გიორგი (9v); წმ.თეოდორე (4v); წმ.დიმიტრი (4v); წმ მოწამენი დავით და კონსტანტინე (3v)
დეკორი ორნამენტები
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება –
მარგინალური ნიშნები –
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი მღვდელ-მონაზონი ისაკ (2v)
ანდერძები/მინაწერები 1. „აღიწერა ჩვენ მიერ. მღდელმონაზონი ისაკისითა“. ჩყნდ წელთა დეკემ[ბ]რის დ“. (1854 წ. 4 დეკემბერი). (2v). მხედრული, ხელრთვა ძნელი გასარჩევია, იკითხება: ისაკ[ისი]თა.
- „ნიკოლოზ ერისთავს“ (1v) [გვიანდელი მხედრული, განსხვავებუი, მომწვანო ფერის მელანი].
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
შეძენილია პ.წერეთლისგან 1966 წელს.
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I-IX კეფი:გრაგნილი კეფების ფორმატი სრულია;მოკეცილია პატარ-პატარა ნალილებით, რაც იწვევს მოკეცილი ადგილების დაზიანებას.დაკეცვა იწყება 1 კეფიდან, შესაბამისად გრაგნილის იხსნება მე-9 კეფით (არასწორადაა მოკეცილი)
კეფები ერთმანეთზე გადაბმულია წებოს გამოყენებით, ერთმანეთზე, დაახლოებით 1 სმ.-ით გადაერთებული. საწერი მასალა წინასწარ არის დამზადებული. გადაბმის/გადაწებების ადგილებში ზოგან ნაწერია.
ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად, გაკრული ხელით, ტექსტი კარგად იკითხება.
ხელნაწერი მოთავსებულია ტილოს პატარა ქისაში (11×10,5).
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი სარესტავრაციოა. გადაკეცილი და დაზიანებული ადგილები გამაგრდეს საკონსერვაციო ქაღალდით. დაიხვეს და მოთავსდეს მისთვის დამზადებულ საქაღალდეში. ტილოს ქისა თან დაერთოს და მოთავსდეს საქარალდეში.
აღწერილობიდან: ავგაროზი, 1854
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექციაQ), კატალოგი, შემოსულობათა N 286, 10.12. 1966 წ.
*******
1380
ავგაროზი. 1854
339×9; ხელნაწერი გრაგნილს წარმოადგენს, შედგება 9 გადაწებებული
კეფისაგან; ქაღალდი გაყვითლებული; შავი (გახუნებული) მელანი; გრაგნილის
ფორმის ხელნაწერი ჩადებულია ტილოსგან შეკერილ ქისაში; გადაწერის თარიღი
– 1854 წ.; გადამწერი – მღვდელ-მონაზონი ისაკ (II კეფის ვ); ავგაროზი გაფორმებულია, გვხვდება როგორც წმინდანთა გამოსახულებები, ისე სხვადასხვა სახისსტილიზებული ორნამენტები (ტიპური XIX ს-თვის დამახასიათებელი მხატვრობა. ძირითადად გამოყენებულია გაფერადებული გრავიურები): ქრისტე, ყოვლის
შემძლე „პანტოკრატორია„ გამოსახული II კეფის r-ზე; ღვთისმშობელი ყრმით –
VIII კეფის r-ზე; ნოეს მტრედი (გრაფიკული ჩანახატი) – IX კეფის r-ზე; წმ. გიორგი
– IX კეფის ვ-ზე (გრავიურა გადაკეთებულია, დამატებულია გველეშაპის დეტალი); წმ. თეოდორე – IV კეფის r-ზე; წმ. დიმიტრი – IV კეფის r-ზე; წმ. მოწამენი
დავითი და კონსტანტინე – III კეფის v-ზე; შეძენილია პ. წერეთლისგან 1966 წელს.
- [ავგაროზი]]. – „იესჳ ქრისტე. ესე არს ღმერთი ჩუენ[ი] შემოქმედი ცათა და
ქუეყანისა იესო ქრისტე.
სახარებაი იოანესი, თავი პირველი არს აღდგომის წირვისა: პირველითგან
იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი“… (იოანე,
თავი 1, 1-17), I, II, III, IV კეფის r.
შენიშვნა: ავგაროზთან დაკავშირებით იხ. ნ. ჩხიკვაძე, „ავგაროზის ეპისტოლის“ ძველი ქართული რედაქციები, 2007, გვ. 154.
- „ყოველნო წმიდანო ზეცისა და ქუყანისნო, წმიდანო ანგელოსნო და მთავარანგელოსნო მიხაილ და გაბრიელ“… V კეფის რ.
შენიშვნა: მოხსენებულნი არიან იოანე ნათლისმცემელი, მოციქულები,
მღვდელთმთავრები (ჩამოთვლილია).
- „ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო, ჩვენო მწყემსნო და მოძღვარნო
ყოვლისა სოფლისანო: ანტონი, ეფთვიმი, ონოფრე, მაკარი, საბა, ტარასი, ხარიტონ, ხარლამპი“… VI კეფის r.
- „წმიდანო ქალწულმოწამენო და ღირსნო დედანო: თეკლა, ანასტასია, მარინა, ირინა, ბარბარა, თებრონია“… VI კეფის r.
- „ათორმეტთა თუ[ე]თა შინა მოხსენებულნო წმიდანო, ანგელოსნო და მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, მღვდელთმოძღვარნო და ღირსნო მამანო და
მოწამენო ყოველთა ვედრებით მქონებელნი ამა ეპისტოლისანი, დაიფარეთ ყოვლისა ძლიერისა სენისა, ციებისა ცხრისა ჟამისა, უჟმურისა ავი ზნისა და ყოვლისა
ძლიერისაგან, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. VII კეფის r.
- „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულისა, ღმერთსა ყოვლად ძლიერსა,
განუყოფელსა, ქველისმოქმედსა, ყოველთა შემოქმედსა ანგელოსთა და კაცთაგან
თაყვანისცემულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. VII კეფის r.
- „ყოვლად წმიდა. დედა მღვთისა მოწყალისა, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი
მარიამ ვადიდოთ ყ[ოველ]თა, ამენ“… VII, VIII კეფის r.
- „ესე ტრედი არის. ნოეს კიდობნის ტრედი არის, მოაქვს რტო ზეთის ხილისა.
მომასწავებელად წყლის დაცხრომისათვის. ადამისითგან იყო წელი ნოეს წყლის
რღვნამდე ორიათასი ორასი ორმოცდაათი“. IX კეფის r.
- „წმიდა გიორგი“. „წმიდაო გიორგი, მთავარ მოწამეო, მეოხ გვეყავნ. ჩუ[ე]ნ
ცოდვილთა, ამინ“. IX კეფის v
შენიშვნა: წმ. გიორგის მინიატიურას მოსდევს გეოგრაფიულ ადგილთა ჩამონათვალი, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები და ხატები იმყოფებოდა. IX-VI კეფის ვ. ჩამონათვალს მოსდევს ვედრება წმინდა გიორგისადმი:
„ჰო, ყოველთა მოწამეთა მთავარო, დიდო მოწამეო გიორგი, ზღვათა და ხმელთა
ურიცხვისა სასწაულისა აღმსრულებელო, ღვთისაგან პატივცემულო, ანგელოსთაგან ქებულო“… VI-V კეფის v.
- „წმიდაო მოწამეო მერკვირი, წმიდაო მოწამეო პროკოპი, წმიდაო მოწამეო
არტემი“… V კეფის v.
- „წმიდა თეოდორე“. „დიდო მოწამეო თეოდორე, მეოხ გუყავნ, ამინ“. V კეფის v.
შენიშვნა: მოსდევს წმინდანის გამოსახულება IV კეფის ვ-ზე..
- „წმიდა დიმიტრი“. „დიდო მოწამეო დიმიტრი, მეოხ გუყავნ ჩუენ ცოდვილთა, ამინ“. IV კეფის v.
შენიშვნა: მოსდევს წმინდა დიმიტრის გამოსახულება IV კეფის v-ზე.
- „დავით, კ[ონ]სტან[ტინ]ე არის“. „კეთილად მძლენო მოწამენო დავით და
კონსტანტინე, მეოხ გუეყავნ, გევედრებით“. III კეფის v.
შენიშვნა: მოსდევს ორი მეომარი წმინდანის გამოსახულება – დავითისა და
კონსტანტინესი. III კეფის v-ზე აქვეა ვედრება ამ ორი წმინდანისადმი: „თქუენ,
კეთილად მძლენო მოწამენო, დავით და კონსტანტინე, მადლითა თქუენითა
მქონებელნი, აღმომკითხველნი, მსასოებელნი და მავედრებელნი დაიფარეთ ყოვლისა ძლიერისა სენისა“… III კეფის v.
მინაწერები: 1. „აღიწერა ჩვენ მიერ. მღდელმონაზონი ისაკისითა“. ჩყნდ
წელთა დეკემ[ბ]რის დ“. (1854 წ. 4 დეკემბერი). II კეფის v. მხედრული, ხელრთვა
ძნელი გასარჩევია, იკითხება: ისაკ[ისი]თა.
- „ნიკოლოზ ერისთავს“. I კეფის v. [გვიანდელი მხედრული, განსხვავებული, მომწვანო ფერის მელანი]