ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • S-4981
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • S-4981

S-4981

S-4981

Manuscript2025-03-30T20:12:36+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     S-4981

რაობა                                                             კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XIV-XV სს.

კეფის რაოდენობა                                       5 კეფი;

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  250X19;  I 44×19; II 43×19,5; III 43,5×19,5; IV 49×19,5; V 72×19,5

სტრიქონთა რაოდენობა                I r-44, v-გადაფხეკილია; II r-48, v-22; III r-48, v-48; IV r-54, v-54;  V r-81, v-80;

ნაწერის ზომა                                   I 42×14; II r-41,5×14,5, v-18×14,5; III r-42×14,5, v-42,5×14,5; IV r-46,5×14,5, v-47×14,5; V r-71×15, v-71×14,5;

არშიების ზომა:        I-ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2,3სმ ; II -ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2,5სმ; III -ზედა 1, ქვედა 0,3, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2სმ; IV -ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2სმ; V -ზედა 1, ქვედა 0, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2სმ;

 

მასალა                                                      ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              003

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი

პაგინაცია                                          კეფების მარცხენა მხარეს, ზედა კიდეში ფანქრით, ანბანით (ა,ბ,გ,დ).

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)

დაკანონვა                                                     –

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული გვირისტის პრინციპით

 

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          სინგურით

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

შეძენილია პ. კარბელაშვილისგან;

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული.  კიდეები, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე ნაკლულია ტექსტთან ერთად. ზედაპირზე აღენიშნება ბზარები, ჩახეული და ჩატეხილი ადგილები, ასევე შუაში ტექსტის ადგილას  ამოგლეჯილი და დაზიანებულია;  ფორმატი ნაკლულია;

r-ზე ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, ნუსხურად; ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია, ასოების გარჩევა შეუძლებელია; თუმცა ძირითადი ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია;  შეიმჩნევა დაკანონვისხაზები;

v-ზე ტექსტი მთლიანად გადასულია, ზოგიერთ ადგილას შეიმჩნევა მხოლოდ ასოთა კონტური.

1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია  ძაფით ეტრატის პირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით (გვირისტი), ორივე მხრიდან ნაკერი გახსნილია.

II კეფი : გრაგნილის მეორე კეფი, ფორმაფი სრულია; ეტრატი დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული.  კიდეებზე და ზედაპირზე აღენიშნება ბზარები, ჩახევები და ჩატეხილი ადგილები;  აღენიშნება ლაქები, კიდეები გაშავებულია;

r-ზე ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით ნუსხურად; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია; შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები;

v-ზე ტექსტი ნაწერია ნახევარ კეფზე; რთულად წასაკითხი; ფურცელი გაშავებულია, ზოგიერთ ადგილას აქერცლილია; კეფის დაუწერელ ადგილებში ოთხი ბეჭედია დასმული 1. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1970 წ.; 2. კ.ქ. წერა- კითხვის გ. საზოგადოება, წიგნთ-საცავი; 3. Грамотности Среди Грузинскаго населен 4. ანალოგიური რუსულ ენაზე

მე-3კეფთან გადაკერებულია წითელი ძაფით გვირისტის პრინციპით, ერთი მხრიდან ნაკერის გახსნა დაწყებულია.

III კეფი: მე-3 კეფის ფორმატი სრულია; r-ზე ეტრატი უმნიშვნელო დაზიანებებით,  გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  გაშავებულია. ზედაპირზე აღენიშნება ლაქები;  v-ზე კიდეები გაშავებულია ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია, რამდენიმე ადგილას აქერცლილია, ზოგიერთ ადგილას მხოლოტ ტექსტის კონტურებია შემორჩენილი.

r-ზე ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით ნუსხურად; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია

კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. ნუსხურით, ყავისფერი მელნით, ტექსტის წაკითხვა შესაძლეელია.

მე-4 კეფთან  გადაბმულია გვირისტის ( ლამაზი წყობით).

IV კეფი: მე-4 კეფის ფორმატი სრულია; თითქმის დაზიანებულია, ზედაპირზე აღენიშნება  ბზარები; ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, ნუსხურით, ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია და შემორჩენილია მხოლოდ კონტურები; ტექსტის წაკითხვა შესაზლებელია;

v-ზე კიდეები გაშავებულია, მარცხენა და მარჯვენა (ნაწილი) მხარეს მთელ სიგრძეზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია, ჩანს მხოლოდ ასოების კონტურები. ტექსტის შუა ნაწილის წაკითხვა შესაძლებელია.

მე-5 კეფთან გადაბმულიაანალოგიურად, ძაფი დაზიანებულია და ორივე მხარეს გახსნილია;

V კეფი: მე-5 კეფის ფორმატი სრულია; თითქმის დაზიანებულია, ზედაპირზე აღენიშნება  ბზარები; ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, ნუსხურით, ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია და შემორჩენილია მხოლოდ კონტურები; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია;

v-ზე კიდეები გაშავებულია, მარცხენა და მარჯვენა (ნაწილი) მხარეს მთელ სიგრძეზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია, ჩანს მხოლოდ ასოების კონტურები. ტექსტის შუა ნაწილის წაკითხვა შესაძლებელია. ზოგიერთი ადგილი აქერცლილია

 

მე-5 კეფზე გვირისტის პრინციპიტ მიკერებულია ეტრატის ფრაგმენტი, სავარაუდოდ მასზე ჯოხი იყო დახვეული, რომელიც დაკარგულია.

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

 

აღწერილობიდან: კონდაკი, XIV-XV სს.

გრაგნილი, ხუთი (5) კეფი: 250X20; ეტრატი (უხეში); თავნაკლული, დაზიანებული; (პირველ კეფს კიდეები ღრმად აქვს შემოხვეული; ნაწერი გადასულია და ტექსტი ძნელი გასარჩევია, ზოგან სრულიად არ იკითხება); ნუსხური [XIV-XV სს.]; შეძენილია პ. კარბელაშვილისგან;

[კონდაკი] „… კეთილმსახურისა და ღთ˜ივ დაცულისა მეფისა ჩნ˜ისა და ყოვლისა პალატისა და მეოჴად მათ ყრმებისა მათისათჳს უ˜ო …“ (მეოცე სტრიქონიდან.

შენიშვნა: პირველი კეფის v-ზე ნაწერი გადაფხეკილია

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია S), ტ.VI, 1969, გვ.293

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი