ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • Q-1355
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • Q-1355

Q-1355

Q-1355

Manuscript2024-03-30T21:53:29+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      Q-1355

რაობა                         ავგაროზი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XVII-XVIII

კეფის რაოდენობა                                       9 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  X;  I20,5×11;II38,8×11; III 40,5×11,6;IV 40,5×11,5;V 42,5×11,5; VI 40×11,5; VII 38,5×11,5; VIII 41,4×11; IX 41,8×11,5;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-მოხატული;II r-მოხატული; III r-33; IVr-30; V r-34; VI r-31, v-16; VII r-31, v-31; VIII r-35, v-28; IX r-35, v-31;

I,II,III,IV,V კეფის v- დაუწერელია

ნაწერის ზომა                                   Ix;II x; III 37,5×10;IV 39×9,5;V 40×9,5; VI 38,5×10; VII 37×10; VIII 40×9,5; IX 40×10;

არშიების ზომა:        I-ზედა0, ქვედა0, მარცხენა0სმ; მარჯვენა0სმ;II -ზედა0, ქვედა0, მარცხენა0სმ; მარჯვენა0სმ;III-ზედა0, ქვედა0, მარცხენა0,5სმ; მარჯვენა0,5სმ; IV-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 0,5სმ;V-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა0,5მ;VI-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა0,5სმ;VII-ზედა0, ქვედა 0, მარცხენა 0,5; მარჯვენა0,5სმ;VIII-ზედა0, ქვედა0, მარცხენა0,5; მარჯვენა0,5სმ;IX-ზედა0, ქვედა0,5, მარცხენა0,5; მარჯვენა0,5სმ;

 

მასალა                                                     ქაღალდი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              001

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  მხედრული

მელანი                                              ყავისფერი, სინგური

პაგინაცია                                          –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)

დაკანონვა                                                     –

კეფების გადაბმის ტექნიკა            გადაბმულია წებოს გამოყენებით

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   ილუსტრაციები

დეკორი                                                         ორნამენტები

საზედაო ასოები                                          სინგური

სათაურის გაფორმება                                 –

მარგინალური ნიშნები                              –

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

 

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

 

1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I-IX კეფი:სარესტავრაციო; გრაგნილი კეფების ფორმატი სრულია;დახვეულია ვიწროთ და მოთავსებულია ტილოსგან შეკერის ვიწრო, გრძელ ბუდეში(23×5,3).კეფები ერთმანეთზე გადაბმული წებოს გამოყენებით, ერთმანეთზე, დაახლოებით 1 სმ.-ით გადაერთებული. საწერი მასალა წინასწარ არის დამზადებული. გადაბმის/გადაწებების ადგილებში ზოგან ნაწერია.განსაკითრებით დაზიანრბულია პირველი კეფი, ფორმატიც ნაკლულია, მოხეულია ზედა და მარჯვენა ნაწილი. შეიმჩნევა ქაღალდის ჩატეხილი, ჩაკეცილი ადგილები, რომლის მოცილების/მოძრობის საშიშროებაა.   ზედაპირზე აღენიშნება მუქი ფერი ლაქები.გრაგნილის ზოგიერთ კეფზე კიდეები არასწორად/უსწორმასწოროდაა ჩამოჭრილი, ზოგიერთ კეფზე კი, კიდეები ორივე მხარეს,გაშავებული და დაზიანებულია, აღენიშნებასხვადასხვა ზომის ჩახეული ადგილები, რამდენიმე ადგილას ჭიისგან მიყენებული დაზიანებაა (4r-v), მე-3 კეფის მარჯველა მხარეს ჩახეული ადგილი ძაფითა გაუმაგრებიათ, თუმცა ამ დროისთვის გახსნილია, შემორჩენილია მოყვითალო ფერის ძაფის ფრაგმენტები.

ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად, გაკრული ხელით, ტექსტი კარგად იკითხება.

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერისარესტავრაციოა.გადაკეცილი და დაზიანებული ადგილები გამაგრდეს საკონსერვაციო ქაღალდით.  დაიხვეს და მოთავსდეს მისთვის დამზადებულ საქაღალდეში.  ტილოს ბუდე თან დაერთოს და  მოთავსდეს საქაღალდეში.

 

აღწერილობიდან: ავგაროზი, XVIII-XIX, 4.II. 1966 წ.

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექციაQ), კატალოგი, შემოსულობათა 04.02. 1966 წ.

 

 

**********

1355

ავგაროზი. XVII-XVIII

ქაღალდის გრაგნილი, ჩადებული ყავისფერ, უხეში ტილოს ბუდეში (23X5,3);

შედგება ერთმანეთზე მიწებებული 9 კეფისაგან. სიგანე 11,6 სმ. კეფების სიგრძე

სხვადასხვაა (I კეფი – 31,2; II – 39,5; III – 41; IV – 41; V – 43; VI – 41; VII – 39,5; VIII

– 41,6; IX – 42,5); გრაგნილის შიდა გვერდი სრულადაა დაწერილი, მეორე გვერდი

– ნაწილობრივ; ტექსტს წინ უძღვის რამდენიმე პრიმიტიული მინიატურა, შესრულებული ყავისფერი კონტურებით, ზოგიერთი არე კი ვარდისფერი საღებავითაა

შეფერადებული. მინიატურების თემატიკა გაურკვეველია: 1. ხელგანპყრობილი

დედაკაცი (შუაში), მის ორივე მხარეს კი – მცირე ზომის ხელგანპყრობილი ფიგურები. 2. ორი ფიგურა, შეერთებული ხელებით; თავისუფალი არეები სხვადასხვა

ზომის ჯვრებითაა შევსებული (მსგავსი ჯვრები სხვაგანაც მეორდება). 3. მამაკაცის ფიგურა, ხელგანპყრობით. 4. ჩარჩოში ჩასმული ხატი ღვთისმშობლისა

(ყრმით), მის ირგვლივ – ორი ფიგურა, ხელგანპყრობით. 5. ჩარჩოში ჩასმული ორი

ფიგურა. 6. დედაკაცის ფიგურა და მის ორივე მხარეს – თითო მომცრო ფიგურა,

სამივე ხელგანპყრობილი. 7. მოზრდილი ფიგურა, ბოლოსაკენ შევიწროებული

სამოსლით. მის გვერდით – ხელგანპყრობილი ფიგურა. 8. ნავში(?) მდგომარე

540

ფიგურა, ხელგანპყრობილი, მის ქვემოთ – დედაკაცი, ხელდაშვებული. ტექსტი

უწიგნური მხედრულითაა ნაწერი. ტექსტის ნაწილები ორმაგი ხაზებითაა გამოყოფილი. [XVII-XVIII].

  1. „სახარება იოვანე (სიც.): პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველიდგან ღთისთანა (სიც.). და

ყოველივე მის მიერ შეიქნა, და თვინიერი მისი არც ერთი არ იქნა, აროდენ არც

იქნა. მასთან ცხოვრება იგი იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელი იგი მისცთა (სიც.), და

ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მასა ვერ ეწია“…

შენიშვნა: სახარების საკითხავი (იოანე 1,1-17) ძალზე უწიგნურადაა დაწერილი. იგივე ითქმის ხელნაწერის სხვა ნაწილებზეც.

  1. [ლოცვა]]. – „ღმერთო და ოთხო თავნო სახარება მათე, მარკოზ, ლუკა,

იოვანე, შემეწიე და მიხსენი ყოვლის ამის საქმისაგან მონდ(!) მოსავი თქვენი, სახელითა“…

შენიშვნა: „ლოცვის“ შემდეგ დასმულია ექვსი ჯვარი და პრიმიტიული ორნამენტი.

  1. [თხრობა ავგაროზის შესახებ]. – „… ელთ ქათნა(?) წილი იგი იყო სახე

უფლის მისისა. წარმოიღო და ხელი შეახო მან გან[…] მოვიდა იგი განღვე[…]

თენდეოზი(!) მოციქული, ავგაროზი გთავრ… წინაშე მოიღო […] იგი წმინდ და პატიოსან, რომელსა ზედან გაიგო სახელ ხაზი(?) უფლისა ჩვენისა იოსე ქრისტესი.

ანგელოზი […] განგკურნა იგიცა განღვეული“…

  1. [ლოცვა]. – „… მცველო, კაცთა ფარველო, ჭირისა მქარვებელო, იხსენი დღისით ფათარაკისაგან, ღამით მოჩვენებისაგან სახელით მხთისითა, მამისა, ძისითა,

სულისა წმინდითა. ჭირისა მქარვებელო, ესენი წმინდა არიან, მცველი კაცთანი.

სენისა სნებისა ქატისა(?), ქარისა ახურვებისაგან… მონასა შენსა (სახელით) დეიხსენი ჭირისაგან სენის სნებისა“.

  1. [ლოცვა]]. – „წმინდაო ზეცისა მთავარმოწამეო, ანგელოზო მიქელ გაბრიელ,

მთავარ ცხრა დასნო: ურიელ, სურიელ, რაფიელ, რაშთილ, წმინდათ სერაბინ-ქერობინ; იხსენი მოსავი თქვენი და“…

  1. [ლოცვა]]. – „იოვანე წმინდაო ნათლისმცემელო, წმიდანო თავნო მოციქულო, პეტრე, პავლე, ანდრია და ათორმეტი მოციქულო, წმინდაო უქთამოთ მQუეწნელ (მკურნალ) კოზმან და ადამიანო(!), წმინდაო უძლევო მხნეო მხედვარო(!)

გიორგი და დევდორე(!), პეტრე, მერკვილე და სხვანო წმინდაო; წმინდაო ელია და

ზაქარია, წმინდაო მისრიელ(?), წმინდაო მეკარე, წმინ… ანთსე(?) და ანტონ; ქალწულთა მოწამეო თეკლე, ირინე, მარინე, ბარბალე, ქსენია… იხსენი მონა თქვენი

სენისა, სნებისა, ცხროსა და ხურვებისგან“…

ბოლო: ,,…კაცი ესე წარდგომილი(!,) წმინდაო შვიდნო, წერილთა სამთსამებაო,

გალობითა ცხოვრება. მადლით მოსეს კვერთხითა სოლომონის ბეჭდითა დაბეჭდული  კაცი, ვისაც ესე ებისტოლი ეტ[ვ]ირთოს“.

  1. „ლოცვა ყუგარისა ბუგრისა(?). – სახელითა მხთისითა იოვანე ღამისაო,

მამავალი მწუხრისო, და მცველო და მფარველო სულისა და ხორცისაო, მიგიგდე

გვერდი ჩემი, სახელი ჩემი, ჯვარს ვსწერსა ვსწერდი ჯვარითა ცხრათა ანგელოზითა დაბეჭდულ“…

ბოლო: …ცხრა ხატი, ცხრა ჯვარი ჩემს გარასკენაო(?).

  1. [ლოცვა]]. – „ღმერთო, ზეცით იწოდენ კვირთა ცხოველითა, წმინდაო ორმოცდა ღვაწლით ძლეო გიორგი“…

ბოლო: …დამხსნელო იხსენი ყოვლის ჭირისაგან, ფათრაკისაგან, ჟამის ყუგურისგან(?), სენისა, სნებისაგან, ცხროსად ხურვებისაგან, ყოვლის საეშმაკოსაგან

მონსა გინა მდომილისა(?) სახელით თქვენი.

  1. [ლოცვა]]. – „წმინდაო მხთისმეტყველო, გიშრიტის(?) მხთისმშობელო, ხახულისა მხთისმშობელო, ცისის მთავარმოწამენო, მიჭნიტისა(?) მხთისმშობელო,

ხონის მთავარმოწამენო, ხვამლის მთავარმოწამენო… მოქვის მთავარმოწამენო,

ულუნბისა მთავარმოწამენო, გომის მთავარმოწამენო, ციხის მთავარმოწამენო, ჭაბუკისა მთავარმოწამენო, სადგერისა მთავარმოწამენო, აწრის მთავარმოწამენო“…

ბოლო: …დღისით ფათარაკისაგან, ღამით მოჩვენებისაგან, გონს თქვენს სახელით.

შენიშვნა: სალოცავების ჩამოთვლას მოსდევს წმიდათა მოხსენიება: ღვთისმეტყველისა, იოანე ნათლისმცემლისა, წმ. მოციქულებისა – პეტრე, პავლე,

ანდრია და პილიპესი (სიც.); გრიგოლისა, ნიკოლოზისა, თეკლესი, ეკატერინესი,

ირინესი, მთავარანგელოზთა (ურიელ, სურიელ, რაფიელ) და სხვ.

  1. [ლოცვა]]. – „აწერის ხატო მხთისმშობელო, გიჭრიტისა მხთისმშობელო,

ამადრის(?) მხთისმშობელო, ხახულისა ხთისმშობელო, (ვ) გიორგი დოდორქისო“…

ბოლო: …ხატო პატიოსანო ოქონისაო… ფერსათისო, რუსეთისო, გორის მთავარმოწამენო… თქვენ უხსენი მონ[ა]სა თქვენსა სახელი შენი.

შენიშვნები: 1. ეს ლოცვა იწყება გრაგნილის წინა მხარის ბოლოში და გრძელდება უკანა მხარეს.

  1. ღვთისმშობლის პატიოსანი (ე. ი. პატივდებული) ხატების შემდეგ ლოცვაში

ჩამოთვლილია წმ. გიორგის ხატები: სადგერისა, სვერისა, ზეგარდისა, ზღუდისა

(ზღუდრისა?), ქაშვეთისა, ბოჭორმისა, წყაროთვლისა, ჭოლევისა (ჭულევისა?),

სვიმონეთისა, გამოჩინებულისა, სუჯუნისა და მრავალი სხვა.

  1. [შელოცვა]]. – „ლოცვა ტეხის ლომთას ლილის

არისა წყალი გოდის ლილის.

გაფრინვე მფრინველ ლილისა

შედან ხესა ლილისასა.

მოვიდა დედაკაცი ცოფათ გცინრი,

სვა წყალი იგი, ლილის ეტყოდა:

უფალო, შემიწყალე და ასონი ჩემნი და[ა]ტკბენი“…

  1. „ლოცვა ქაჯის დევნის: წარივლინი კაცნი წარ[ვ]ლასა გზასა კლდოვანსა,

ადგილსა დასხდენ, იცინოდენ, იღეროდენ ჩანგს, ცეკვას იქმოდენ“…

  1. [მრწამსი]]. – „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მყრობელი, შამოქმენდი

ცათა ქვეყნითა, ხილულთა ყოველთა არ ხილულთა“…

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი