Q-1263
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი Q-1263
რაობა (ავტორი) ავგაროზი (პალიმფსესტი)
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI
კეფის რაოდენობა 9 კეფი (აღწერილობით)- 10 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) x; I 19,5×11; II 23,4(24)[1]x9,5(10,5); III x; IV x; V x; VI x; VII x; VIII x; IX x; X-x;
სტრიქონთა რაოდენობა I r- 21, v-დაუწერელი; II r-29, v-30; III r-v-; IV-r-, v-; V-r-, v-; VI-r-, v- ; VII r-, v-; VIII-r-, v- ; IX- ; X-r-, v-;
ნაწერის ზომა I 18,5×7,5 ; II -6,5×22; III x; IV x; V x; VI x; VII x; VIII x; IX x; X-x;
არშიების ზომა: I-ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 1სმ ; II -ზედა 0-0,3, ქვედა 1, მარცხენა სმ; მარჯვენა 1სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 1,5, მარცხენა 2,2სმ; მარჯვენა სმ; IV-ზედა 1,5, ქვედა 1, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ ; V-ზედა 1,5, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 1სმ ; VI-ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0,5-1სმ; VII-ზედა 1, ქვედა 0,5, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; VIII-ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0,5სმ; IX -ზედა 0,5, ქვედა 1სმ, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0,7სმ ; X-ზედა 0,5, ქვედა 3,5, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0,2-1 სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი r-მოთეთრო, v-მოყვითალო
სისქე 005
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური (ქვედა ფენა X ს-ის ასომთავრულით
მელანი შავი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) IX კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო IX კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა ჰორიზონტალური ხაზები ქვედა ფენის
ტექსტისთვის (ვერტიკალური)
კეფების გადაბმის ტექნიკა თანაბარი წყობით (ძაფით ამობლანდული,
ამოკემსილი) გადაკერებული
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები დასაწყისები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები \
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შეიცავს ლოცვებს: „ლოცვაჲ წ~ისა კჳპრიანეს, ყოველთა სენთა და სნეულებისა მჴსნელი და წამალი …“ 1r. „ლოცვაჲ ი~ნე ოქროპირისაჲ …“ 1v.
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) „… ზეცით და იქმ ღ~მთისა ვითართა საკჳრველებათა ანუ … ღ~ისა მოქმედ: … ვითარცა შრომაჲ მოსლვად ჩ~მდა მომართ და ვნებაჲ ესე, რომელი არს ჩ~მდა …“ 1 r-v.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: … „გარდაჴდა ზეცით სიტყ~ჲ ღ~ჲ თაყვანისცემელისა და უხრწნელისაგან განჴორციელებათა …“
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
ეტრატზე შესრულებული გრაგნილი ფორმის ხელნაწერისთვის პალიმფსესტის ფურცელებია გამოყენებული. ხელნაწერი წიგნი დაახლოებით უნდა ყოფილიყო 20 სმ-ის სიგანის. ფურცელზე აკინძვისთვის რომბისებური ჭრილის კვალი შემორჩენილია III, VIII, IX კეფებზე. აღწერილობის (ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, IV, 1950, გვ. 160) მიხედვით ის შედგება 9 კეფისგან. რეალურად არის გრაგნილის 10 კეფი. კეფები ერთმანეთზე გადაბმულია ერთნარი ფორმის გადაკერვის ფორმით (ამოკერვის, ამობლანდვის) – მარცხნიდან მარჯვნივ. გრაგნილიs r მხარე არის ხელნაწერი ფურცლის გარეთა, ხორცის მხარე. v კი ბეწვის მხარეა. რომელიც უფრო მუქი და მოყვითალოა. v-ზე ზოგიერთ კეფზე მელანი მუქია, ზოგან გადასული, ასოების კონტურებია შემორჩენილი და რთულია ტექსტის ამოკითხვა. v-ზე კიდეები დამწვარია. გრაგნილის კეფებს წინასწარ მომზადებული, თანაბრად დაჭრილი, ერთიანი ფორმა აქვს მიცემული. კეფებზე შეიმჩნევა დაკანონვის ვერტიკალური ხაზები, რომელიც ქვედა ფენის ტექსტისთვისაა გაკეთებული. ბოლო კეფი დახვეული-დამაგრებულია ხის პატარა ჯოხზე, კონდაკზე ჯვარედინი ნაკერით, ძაფით; კონდაკი დაუზიანებელია, აქვს ორივე მხრიდან დამუშავებული 7-8 წახნაგიანი, წაკვეთილი კონუსის ფორმის კიდეები; IX კეფის ტექსტი r-დან v-ზე გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო IX კეფი, გახდება პირველი.
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. ძლიერ დაზიანებული, გაშავებული მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია. კიდეები ნაკლული, ჩახეული და ჩატეხილია. აღენიშნება მრავლობითი ბზარები. ზედა მხარეს შუაში აკინძვისთვის დამახასიათებელი ჭრილია. შეიმჩნევა დაკანონვის მკვეთრად შესრულებული ხაზები, რომლის კიდეები ჩახსნილია და დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის ნაწილის v მხარე მთლიანად შავია, ტექსტი არ იკითხება.
II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დაზიანებული, დეფორმირებული. ხელნაწერი წიგნის (პალიმფსესტი) ფურცელის აქვს მოკეცვის (ფურცლის გაკეცვის) ხაზი, რომელიც ჩახეულია მარჯვენა მხარეს (ამ ადგილას ქიმიური მელნით მიწერილია შიფრი) და შუაში. კეფის ზედა ნაწილი მოხეულია. კიდეები გაშავებული, აღენიშნება ბზარები და ჩახევები, ძირითად ნაწილზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. მოხეულ, ზედა ნაწილზე მელანი გადასულია და ტექსტი რთულად წასაკითხია. მოხეულ ზედა ნაწილზე მიკერებულია ძლიერ დაზიანებული სხვა კეფი.
III კეფი – ფორმატი სრული, პალიმფსესტის ფურცელი, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული; შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. მარჯვენა კიდე მთელ სიგრძეზე უხეშად ძაფის გამოყენებით არის გამაგრებული. კეფის ქვედა ნაწილში, ტექსტზე დაახლოებით 2 სმ.-ზე ოვალური ფორმის ეტარტის ნაწილია გადაებული, რომელზეც ტექსტია ნაწერი. ეს ორი ნაწილი ერთმანეთზე ასევე ძაფით, უხეში გადაკერვითაა მიმაგრებული (ან უხეშადაა გადაკერებული).
IV კეფი ფორმატი სრული, დაუზიანებელი, დეფორმირებული, კიდეებზე აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები და ბზარები. მელანი ზოგიერთ ადგილას მუქია, ზოგან კი გადასულია, თუმცა ტექსტი კარგად იკითხება. პალიმფსესტის ფურცელზე შეიმჩნევა ქვედა ფენის ტექსტისთვის დაკანონვის ჰორიზონტალური ხაზები. კეფს აქვს, ხელნაწერი წიგნის ფურცლის გადაკეცვის ადგილი (ფურცლის ზომა: ქვედა ნაწილი 20სმ, ზედა-9,5 სმ., სადაც აქვს აკინძვისთვის რომბისებური ჭრილი, გადაკეცვის ადგილას, დაზიანების გამო r მხრიდან დაკრულია წებოს გამოყენებით ეტრატის 10,3×1,5სმ ზომის ფრაგმენტი, რომელიც პალიმფსესტის ფურცლის ნაწილია, მასზე ნაწერი გადაფხეკილია და ტექსტი არ იკითხება, შემორჩენილია მხოლოდ კონტურები.
V კეფი ფორმატი სრული, დაუზიანებელი, მარჯვენა მხარეს მცირედ ჩახეული; დეფორმირებული, მელანი კარგ მდგომარეობაში, ტექსტი იკითხება; ტექსტის შუა ნაწილში 3 სტრიქონი სინგურით ნაწერი, ასევე კარგ მდგომარეობაში. მე-5 კეფთან მყარად არის გადაკერილი; შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვის ჰორიზონტალური ხაზები.
VI კეფი ფორმატი სრული; მცირედ დეფორმირებული, კეფის მარცხენა ზედა ნაწილი დაზიანებულია, აღენიშნება ჩატეხილი და ჩახეული ადგილები. მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხებ, კეფის ქვედა მხარეს მელანი ოდნავ გადასულია, ასოების კონტურებია შემორჩენილი, თუმცა ტექსტი გარჩევა შესაძლებელია.
VII კეფი ფორმატი სრული; პალიმფსესტის ფურცელზე შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვისთვის ჰორიზონტალური ხაზები (გრაგნილის ტექსტი ნაწერია ქვედა ფენის საპირისპიროდ (ანუ ქვედა ფენის ტექსტი ვერტიკალურია). მცირედ დეფორმირებული, კეფის მარცხენა ზედა ნაწილი დაზიანებულია, აღენიშნება ჩატეხილი და ჩახეული ადგილები. მარცხენა მხარეს ირიბად ჩახეული ადგილი გამაგრებული ძაფით, გაკერილია ჯვარედინი ხერხით.
VIII კეფი პალიმფსესტის ფურცელი, შეიმჩნევა ქვედა ფენისთვის დაკანონვის ხაზები, გრაგნილისთვის ეს ხაზენი ჰორიზონტალურია; კეფის ფორმატი სრულია, აღენიშნბა მცირე ზომის ჩახევები; მე-8 კეფთან მყარად არის გადაკერებული ამოკემსვის (ამობლანდვის) ხერხით;
IX კეფის ფორმატი სრულია, მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება; კეფი დეფორმირებულია; ვინაიდან, კეფი წარმოადგენს პალიმფსესტის ფურცელს, ის არის ხელნაწერი წიგნის ჰორიზონდატურად დაჭრილი ფურცელი (ხელნაწერი წიგნის ფურცელი სავარაუდოდ 18-18,5 სმ-ია), რომელსაც შუაში აღენიშნება ფურცლის ჰორიზონტალურად გადაკეცვის კვალი და აკინძვისთვის აუცილებელი ერთი ჭრილი. გადაკეცვის ადგილას მარცხენა მხარე ჩახეულია; რამდენიმე ადგილას მცირე ზომის მექანიკური დაზიანებებია; ნაწერია ხორცის მხარეს; მე-8 კეფი მე-90სთან მიკერებულია ამობლანდვის (ამოკემსვის) ხერხით.
X კეფის ბოლო ნაწილი მიმაგრებულია ხის ჯოხზე, კონდაკზე ჯვარედინი ნაკერით, ძაფით; კონდაკი დაუზიანებელია, აქვს ორივე მხრიდან დამუშავებული 7-8 წახნაგიანი, წაკვეთილი კონუსის ფორმის კიდეები; ფორმატი სრულია, დაუზიანებელი, მელანი კარგადაა შემორჩენილი და ტექსტი კარგად იკითხება; კეფი დეფორმირებულია; ვინაიდან, კეფი წარმოადგენს პალიმფსესტის ფურცელს, ის არის ხელნაწერი წიგნის ჰორიზონდატურად დაჭრილი ფურცელი (ხელნაწერი წიგნის ფურცელი სავარაუდოდ 19 სმ-ია), რომელსაც შუაში აღენიშნება ფურცლის ჰორიზონტალურად გადაკეცვის კვალი და აკინძვისთვის აუცილებელი ორი ჭრილი. ნაწერია ხორცის მხარეს;
v-ზე კეფის ბოლოში მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას ტექსტის გარჩევა რთულია; ნაწერია ბეწვის მხარეს.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, 1-ლი კეფის მოხეული ნაწილი მიუერთდეს. ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 243×10,5; ეტრატი 9 გადაკერებული ნაჭერი; პირველი ნაჭერი დახეული და გაშავებულია; ნუსხური, დასაწყისები სინგურით; პალიმფსესტი. ძველი მე-10 საუკუნის ასომთავრულით დაწერილი ტქსტი საკმაოდ კარგად იკითხება. ეტრატის I ნაჭერი და II ნაჭერის ნაწილი დაზიანების გამო ძნელად იკითხება; თავბოლონაკლლი; [XVI-XVII სს.]
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, IV, 1950, გვ. 160
ტექსტი
[1] ფრჩხილებში მითითებული ზომა არის სარესტავრაციო ქაღალდის ჩათვლით