Q-1068
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი Q-1068
რაობა ჟამის წირვა
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XV-XVI ს.
კეფის რაოდენობა 4 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 219X14,5; I46,5×14;II 74,5×14,5; III 68×14; IV30x13,5
სტრიქონთა რაოდენობა I r-65, v-61;II r-97, v-98;III r-93, v-91; IV r-41, v-40;
ნაწერის ზომა I45,5×9; II-72,5×9; III 66,5×14; IV 26×9,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა0,3, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 2,5სმ; II -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 2,5სმ;III -ზედა 0,5, ქვედა 0,2, მარცხენა2,5სმ; მარჯვენა 2სმ; IV ზედა 0,5, ქვედა 3, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2,5მ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 002
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა შესამჩნევი
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული/გამაგრებულიუხეშად სხვადასხვაფერის ძაფით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგური
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
გრაგნილი ეტრატზე ნაწერი ნუსხა-ხუცურად, გამოღებული ჩანს საეკლ. მუზ-ის სიგელ-გუჯრების კატალოგიდან N23 (იხ. Тбифл. Церк. Древнехранилище)
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული(თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილის პირველი კეფითავნაკლულია;ნაკლულია ტექსტთან ერთად; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული.კეფის ზედა ნაწილი ჩახეულია ჰორიზონტალურად და ოდნავ (პატარა ადგილით) არის მიმაგრებული; რამდენიმე ადგილას ეტრატი ამოგლეჯილია (ან ამოჭმული) ოვალურად, ტექსტთან ერთად; ჩახეული ადგილებით დაზიანებულია ტექსტის ნაწილიც; კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებულია. ზედაპირზე აღენიშნება ბზარები.შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები, დაკანონვის ადგილებში ბზარებია (არ არის გახსნილი). შემორჩენილი ნაწილის ფორმატი სრულია.
r-ზეტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით წვრილი ასოებით,კალიგრაფიული ნუსხურით; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია; ორივე კიდეზე შეიმჩნევა მინაწერები ნუსხურად და მხედრულად; მინაწერების მელანი ზოგიერთ ადგილას გაცრეცილია და ტექსტის წაკითხვა რთულია.
v-ზე ანალოგიური დაზიანებებია; ეტრატი მუქი ფერისაა, მელანი ზოგიერთ ადგილას გაცრეცილია; ტექსტი რთულად წასაკითხია; ოვალურად დაზიანებული ადგილების კიდეები გაცვეთილია, ზიანდება ტექსტი.
1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია სხვადასხვა ფერისძაფით, უხეშად ეტრატის პირისპის მიდების(ზევით აწევის)პრინციპით, ნაკერი გახსნილია, შემორჩენილია ძაფის ფრაგმენტები, ამ ფრაგმენტებითაა ამჟამად ერთმანეთთან გადაბმული. თავდაპირველი ნაკერი წითელი ფერის ძაფით, შემორჩენილია მხოლოდ პირველ კეფზე, მთლიანად მოცილებულია მე-2 კეფიდან, გვიან გამაგრებული/მიკერებული ღია ფერის ძაფი ამჟამად გახსნილი და დაზიანებულია.
II კეფი: გრაგნილის მეორე კეფის ფორმატი სრულია,ეტრატს აღენიშნება მინიმალურიდაზიანებები;დაკანონვის ადგილებში შეიმჩნევა ბზარები;
r-ზეტექსტი ნაწერია მუქი ყავისფერი მელნით, წვრილი ასოებით,კალიგრაფიული ნუსხურით; ნაწერი კარგად იკითხება; ორივე კიდეზე მინაწერებია, ნუსხურად და მხედრულად;
v-ზე შემორჩენილი ტექსტი კარგად იკითხება; ნაწერიამუქი ყავისფერი მელნით, წვრილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით.მარჯვენა მხარეს მინაწერებია;
მე-3კეფთან გადაკერებულია ძაფით, უხეშად ეტრატის კიდეების მიდებით (ზევით აწევით) პრინციპით, ორივე მხრიდან და შუაში ნაკერი გახსნილია. შემორჩენილია თავდაპირველი წითელი ფერის ძაფი.
III კეფი:გრაგნილის მე-3 კეფის ფორმატი სრულია, ეტრატს აღენიშნება მინიმალური დაზიანებები;დაკანონვის ადგილებში შეიმჩნევა ბზარები;
r-ზეტექსტი ნაწერია მუქი ყავისფერი მელნით, წვრილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით; ნაწერი კარგად იკითხება;
v-ზე შემორჩენილი ტექსტი კარგად იკითხება; ნაწერია მუქი ყავისფერი მელნით, წვრი;ლი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით.
მე-4 კეფთან გადაკერებულია ძაფით, უხეშად ეტრატის კიდეების მიდებით (ზევით აწევით) პრინციპით. ნაკერი მყარია შემორჩენილია გვიანდელი/ღია ფერის ძაფით ნაკერი.
IV კეფი:გრაგნილის მე-4 კეფის ფორმატი სრულია, ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული; დეფორმაციით (დაზბორილი/დაკლაკნილი ადგილებით) ზიანდება ტექსტი/ნაწერი; კეფის ქვედა ნაწილი ჩახეულია ვერტიკალრად, დაზიანებულია ნაწერიც, ჩახეულ ადგილას შეიმჩნევა გადაკერვის კვალი – ნემსის ნაჩხვლეტი და ძაფის ფრაგმენტი; კიდეებზე აღენიშნება პატარ-პატარა ჩახევები, ჩაკეცვები. ზედაპირზე აღენიშნება ბზარები.
r-ზეტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით წვრილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია;
v-ზე შემორჩენილი ტექსტი კარგად იკითხება; ნაწერია მუქი ყავისფერი მელნით, წვრილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით.
კონდაკი: გრაგნილი დახვეულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე, (ეტრატის არ არის დამაგრებული კონდაკზე); ჯოხს აქვს სამი (3) ნახვრეტი, რომელშიც მოყრილი და დახვეულია მოთეთრო ფერის ძაფი, დაახლოებით 6-ჯერ (სავარაუდოდ ამ ძაფით იყო მიმაგრებული ეტრატი ჯოხთან); ჯოხის ორივე მხარეს ამშვენებს კარგად დამუშავებული, სხვადასხვა ფორმის თავი; ერთი – პირამიდისებური ფორმისა, (9-ჯერ ჩათლილი), ხოლო მე-2 მრგვალ სადგამზე დასმული … (ვერ მივამსგავსე ვერაფერს)
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – ძლიერ დაზიანებული, გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან:
„ჟამის წირვა“, XVI ს.
გრაგნილი ეტრატზე ნაწერი ნუსხა-ხუცურად, გამოღებული ჩანს საეკლ. მუზ-ის სიგელ-გუჯრების კატალოგიდან N23 (იხ. Тбифл. Церк. Древнехранилище)
ბიბლიოგრაფია
Q ფონდის კატალოგი (501-)