ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • N409 ფ.N1446
  • გრაგნილი ხელნაწერები, საქართველოს ეროვნული არქივი
  • N409 ფ.N1446

N409 ფ.N1446

N409 ფ.N1446

Manuscript2024-03-30T21:59:55+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      N409   ფ.N1446

რაობა                                                 მირონის შემზადების და კურთხევის წესი

დაცულობის ადგილი/კოლექცია/წარმომავლობა საქართველოს ეროვული არქივი

თარიღი                                                         XVIII ს. (ხელის მიხედვით)

კეფის რაოდენობა                                       11 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)528,8,5X32,3; I კეფი – 46X32; II კეფი – 50X32; III კეფი-47X32; IV კეფი – 50X32; Vკეფი – 48X32; VI კეფი – 47X32; VII კეფი-49X32; VIII კეფი – 47X32; IX კეფი – 48,5X32; X კეფი-50X32; XI კეფი – 38,5X32;

აშიების ზომა; მარჯვენა: 4,7; მარცხენა: 4,7; ზედა; 1,2 სმ; ზედა: 1,5;

ნაწერის ზომა                                               24,5 სმ.

მასალა                                               ქაღალდი

ფორმატი (სრული, არასრული)

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                                          ნუსხური

მელანი                                                                      სინგური

პაგინაცია

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) ნაწერია ცალ გვერდზე, მხოლოდ r-ზე

დაუწერელი ფურცლები  v-,ანუ ქვედა მხარე დაუწერელია

კეფების გადაბმის ტექნიკა: კეფები გადაწერბებულია ერთმანეთზე

1.3. გაფორმება                                                       სადა

დეკორი

საზედაო ასოები                                                      დასაწყისი ასოები ასომთავრული

სათაურის გაფორმება                                             სათაურები სინგურით

 

შემოწირულობის თარიღი : 1924 წ.

1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი                        „შემზადებაჲ წმიდისა და ღმერთმყოფელისა მირონისა, ვითარ იგი სრულ იქმნების წმინდასა შინა და დიდსა ღთისა ეკლესიასა, წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა, სვეტსა ცხოველსა შინა, შესწავებაჲ საჴმარ არს, რამეთუ ესრეთ გვისწავიეს წმიდისა სოფიის ეკკლესიისაგან, ზედა მიწევნით გამოძიებული, გამოწულილვით გამოკვლეული, თვით ხელით მსახურთაგან და მოძღვართა ამისისა შეზავებისა და სრულობისათა“.

„სათანადო არს ცნობად, ვითარმედ მეოთხესა შვიდეულსა წმიდათა მარხვათასა, რომელ არს სუა მარხვისა, რა ჟამს იგი თაყვანისცემად წინამდებარე იყო ცხოველსმყოფელი ნიჭი საუფლოსა ჯუარისა, დაიწყების შემზადებაჲ ნარდსა მირონისასა“.

  1. დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

ქაღალდის კეფები ერთმანეთზე გადაწებებულია. მასალა მომზადებულია წინასწარ გადასაწერად; გადაბმულ ადგილებზე ტექსტია დაწერილი; კეფებზე აღინიშნება მცირე რაოდენობის მექანიკური დაზიანებები და უმნიშვნელოლაქები;

v-ზე ტექსტი არ არის; ქაღალდი გაპრიალებულია, ტექსტი თანაბრად ნაწრია, ერთი ხელით, ერთი მელნით. მნიშვნელოვანი ადგილები გამოყოფილია სინგურით.

წებოდ, სავარაუდოდ გამოყენებულია შავი ხორბლის ფქვილი, შეიმჩნევა პატარა ნაწილაკები და წებოს ლაქები (ნესტის, სისველის); 1 კეფის მარცხენა მხარეს მოხეულია კიდე.

 

ბიბლიოგრაფია

  1. საქართველოს სახელმწიფო არქივი, თბ., 1949, გვ. 134

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი