N137 ფ.N1446
გრაგნილის აღწერილობის სქემა
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი N137 ფ.N1446
რაობა ფურცელაძის ქრონიკა
დაცულობის ადგილი/კოლექცია/წარმომავლობასაქართველოს ეროვნული არქივი
თარიღი XVIII-XIX ს-ნის (ხელის მიხედვით)
კეფის რაოდენობა 3 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) I კეფი – 43X117; II კეფი – 43X17; III კეფი – 43X16;
ნაწერის ზომა Iკეფი – X; II კეფი – X;
მასალა ეტრატი
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა მხედრული
მელანი შავი
1.3. გაფორმება სადა
მინიატურა
დეკორი
საზედაო ასოები
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი : ისაია ფურცელაძისაგან (სოფ. მერეთა, ქართლი).
შემოსულია 1924 წ.
1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი 1-ლი კეფი „ქორონიკონს ტით (417), როსტომ მეფეს.
ქორონიკონს ტლე, შაჰაბაზ ყაენმა ყანდაარი დაიჭირა“.
მე-2 კეფი:„… ქორონიკონს ტიჱ, ქ. მირიან მეფის ნათლის ღება და გარდაცვალება ტმბ“.
ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)
1-ლი კეფი „ფურცელაძე ავთანდილის ასულმა სოფიამ იქორწინა იანვრის … წელსა ჩყკე-სა დღესა სამშაბათსა, ღმერთმან ბედნიერ ყოს, მთვარესა ერთსა“.
მე-2 კეფი„[წელსა] ჩყთ, ქ. ანტონი ქათალიკოზის რუსეთს წაყვანა გიორგობისთვის ი“.
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
სარესტავრაციო ქაღალდის გამოყენებით სამივე კეფის ფორმატი გათანაბრებულია, თუმცა კიდეები დაზიანებული არ არის;
I კეფი – კეფი რესტავრირებულია ყვითელი ქაღალდით,
II კეფი – ნაწერია ერთ მხარეს r-ზე; კეფი ძლიერ დაზიანებულია, ნაკლულია ტექსტთან ერთად, მარჯვენა მხარეს კიდეები მთელ სიგრძეზე ნაკლულია; ტექსტი ზოგიერთი ადგილას შეიმჭნევა ჭიით მიყენებული უფორმო დაზიანებები; კეფი რესტავრირებულია, აღდგენილია ფორმატი ყვითელი უხეში ქაღალდით; v-ზე მთლიანად გადაკრულია სქელი კონდესატორის ქაღალდი;
III კეფი – კეფის მარჯვენა მხარეს კიდეები დაზიანებულია, ნაკლულია ტექსტთან ერთად. საბუთი რესტავრირებულია უხეში, მოყვითალო სარესტავრაციო ქაღალდით. ფორმატი აღდგენილია, ნაწერია ორივე მხარეს მხედრულით, სხვადასხვა ხელით
ბიბლიოგრაფია
1.საქართველოს სახელმწიფო არქივები, სამეცნიერო-საცნობარო სახელმძღვანელოები თბ., 1949, გვ. 138.