H-779
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-779
რაობა ავგაროზი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი 1849
კეფის რაოდენობა 8 კეფი(აღწერილობაში არ არის მითითებული
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 300X8; I54x8;II 10,7×8; III 40×8; IV40,5×8; V 41×8; VI 40,5×8; VII 40,5×8;VIII 32,4×8;
სტრიქონთა რაოდენობა I r-30, ვ-19;II r-მინიატურა, ვ-9;III r-25, ვ-16; IV r-36, ვ-17;V r-28, ვ-31; VI r-35, ვ-16; VII r- 27, ვ-14;VIIIრ-26,; v-11;
ნაწერის ზომა I43x5,5; II-40,5×5; III 38,5×5,5; IV 38,5×5;V39,5×5,5; VI 39,5×6,5; VII 38×6,5; VIII 31,5×6,5;
არშიების ზომა: I-ზედა 3, ქვედა0,3, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 0,5სმ; II -ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0სმ; მარჯვენა 0სმ;III -ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა0,3სმ; მარჯვენა 0,3სმ; IV ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,3სმ; მარჯვენა 0,3მ;V -ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,3სმ; მარჯვენა 0,3სმ; VI -ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,3სმ; მარჯვენა 0,3სმ; VII-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,2სმ; მარჯვენა 0,2მ;VIII-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 0,3სმ;
მასალა ქაღალდი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოთეთრო, მოყვითალო
სისქე 002
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა მხედრული
მელანი ყავისფერი
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) –
დაკანონვა –
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაწებებული
1.3. გაფორმება
მინიატურა ავგაროზში ჩახატულია ფერადებით, მდარედ შესრულებული გამოსახულებანი: ქრისტესი, დავით და კონსტანტინესი, დიმიტრისა, წმ.გიორგისა (ეს უკანასკნელი დაზიანებულია, დარჩენილია ვეშაპი და მახვილი), ჯვრისა; 1849 წ.;
დეკორი –
საზედაო ასოები –
სათაურის გაფორმება ასომთავრული სინგურით
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი მღვდელი ესტატე;
ანდერძები/მინაწერები – „ჩყმთ წელთა, ივლისს აღიწერა ესე ავგაროზი ხელითა მღვდელი ესტატე“ (უკანასკნელი ორი სიტყვა დაწერილია ასოხვეულით).
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
შემოსულია ალექსანდრე ციციშვილისაგან.
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I–VIII კეფი: გრაგნილი რესტავრირებულია, ფორმატის აღსადგენად გამოყენებულია სარესატვარაციო, ხოლო დაზიანებული და გადაბმის ადგილების გასამაგრებლად მიკალენტის ქაღალდი; ქაღალდი ერთმანეთზე გადაბმულია წებოს გამოყენებით, მცირე ნაწილის (დაახ. 0,5 სმ) ერთმანეთზე გადადების პრინციპით, შთაბეჭდილება რჩება თითქოს გრაგნილის მთელი სიგრძე ერთიანი ფორმატისაა. აღწერილობაში არ არის მითითებული კეფების რაოდენობა, აღნიშნულია, რომ გრაგნილი დაზიანებულია და აქვს მოხეული ადგილები (სავარაუდოდ აღწერილობის შემდეგ გაუკეთდა რესტავრაცია).
ტექსტი წაკითხვა შესაძლებელია, თუმცა ნაწილი გადარეცხილია და არ იკითხება, ნაწერია ყავისფერი მელნით არასიმეტრიულად; v მხარეს ტექსტი რთულად იკითხება.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – რესტავრირებულია.
აღწერილობიდან: ავგაროზი, XIX ს.
გრაგნილი; 300X8; ქაღალდი;დაზიანებული (ნაწილი მოხეული აქვს; ტექსტი v-ზე ძნელად იკითხება); მხედრული (სათაურები ასომთავრული სინგურით); ავგაროზში ჩახატულია ფერადებით, მდარედ შესრულებული გამოსახულებანი: ქრისტესი, დავით და კონსტანტინესი, დიმიტრისა, წმ.გიორგისა (ეს უკანასკნელი დაზიანებულია, დარჩენილია ვეშაპი და მახვილი), ჯვრისა; 1849 წ.; გადამწერი – მღვდელი ესტატე; შემოსულია ალექსანდრე ციციშვილისაგან.
[ავგაროზი]„…ოხითა უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემ ქველისმოქმედ და ვითხოვ შენდობასა …“
შენიშვნა: ავგაროზში ლოცვები და ვედრებანი (ავგაროზის პატრონისა) წმიდათა მიმართ, ეპისტოლე ავგაროზისა ქრისტესა და ქრისტეს პასუხი ავგაროზისადმი წარმოდგენილია შემდეგი თანმიმდევრობით: 1. „ესე არს აღდგომის სახარება, თავი იოანესი პირველი. – პირველითგან იყო სიტყვა …“ 2. „მიწერილი ეპისტოლე ავგაროზ მთავრისაგან, რომელი მისწერა იესო ქრისტესა ესრეთ. – მესმა შენთვის და კურნება შენთათვის …“ 3. „წ˜ი მისწერა ნაცვლად იესუ ქრისტემან ავგაროზ მთავარსა. – ნეტარ ხარ შენ ავგაროზ და ქალაქი შენი …“ 4. ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი მარიამ ესე არს და ვადიდოთ …“ 5. წმიდაო გიორგი (დასახელებულია 43 წ˜ა გ˜ი: კაბადუკიისა, ვლახიისა, ლუდიისა, პალესტინისა …) ყოვლისა სოფლისაო, წმიდაო გიორგი ყოველთა მოწამეთა მთავარო და შვიდგზის უძლეველო დიდო მოწამეო …“ 6. „… ელისაბედ, სუსანა, ქეთევან, ნინა, ივლიტა, გაიანე, რიესიმა, ტ[ასია], ყოველნო წმიდანო, რომე;ნიცა ათორმეტთა თვეთა შინა წმიდანი მოიხსენებით სვინაქსართა შინა, მადლითა და მეოხებითა მქონენი წმიდისა ამის ეპისტოლისა დაიფარე ყოვლისაგან ჟამისა, უჟმურისა, ცივებისა, ცხროსა და ხურვებისაგან, წყალში აყოლილისა, ავის თვალისაგან, მოშურნისა და ყოვლისა ბოროტისაგან …“ 7. „წმიდა თეოდორე არს ესე“ (მიწერილია თეოდორეს გამოსახულების ქვემოთ), მას მოჰყვება ლოცვა – „წმიდაო თეოდორე, ვითარცა იხსენ ერნი ქრისტიანეთა …“ 8. „წ˜ა დიმიტრი არს აქა (მითითებულია გამოსახულება). – „ წმიდა მოწამეო დიმიტრი, ვითარცა შეეწიე მოწამესა ნისტორს და სირცხვილეულ ყავ უსჯულო ლეო, ეგრეთვე შეეწიე მქონებელსა ამა წმიდისა ეპისტოლისასა და დაიფარე ყოვლისა ბოროტისაგან და ყოვლისა ჭირისაგან …“. 9. „წმიდაო მოწამეო, კეთილად მძლენო დავით და კონსტანტინე, ესრეთ გადიდათ ღმერთმა … აწ მქონებელი ამა ეპისტოლისა დაიფარე ყოვლისა ჭირისა და ყოვლისა განსაცდელისაგან …“ 10. „წმიდაო მოწამეო ევატათი, წ˜ო მ˜ო პროკოფი, წ˜ო მ˜ო ერმალო, წ˜ო მ˜ო კვირიკე, წ˜ო მ˜ო ნიკიტა, წ˜ო მ˜ო ვასილი, წ˜ო მ˜ო ონიფანტე, წმიდანო მოწამენო, მა[დლი]თა თქვენითა, რომელნიცა ინე[ტა]რებით, დაიფარენით მქონებელნი ამა ეპისტოლისანი …“
ანდერძი: „ჩყმთ წელთა, ივლისს აღიწერა ესე ავგაროზი ხელითა მღვდელი ესტატე“ (უკანასკნელი ორი სიტყვა დაწერილია ასოხვეულით).
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.II, 1951, გვ.165-166