ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-521
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-521

H-521

H-521

Manuscript2024-03-30T21:54:42+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-521

რაობა (ავტორი)                                           კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XVI

კეფის რაოდენობა                                       4 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  210×20; I 28×20; II 73,5×20,5; III 76×20,5; IV 23,5×20;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-40, v-40; II r-107, v-107; III r-111, v-110; IV-r-28, v-28;

ნაწერის ზომა                                   I 26×11,5; II -70,5×12; III 73×12; IV 18,5×10,5;

არშიების ზომა:        I-ზედა 0, ქვედა 2, მარცხენა 3,5-5სმ; მარჯვენა 3,5სმ ; II -ზედა 1,5, ქვედა 1,5, მარცხენა 4-5სმ; მარჯვენა 3,5სმ; III-ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 5სმ; მარჯვენა 3,5-4სმ; IV-ზედა 1,5, ქვედა 3, მარცხენა 5სმ; მარჯვენა 4სმ ;

მასალა                                                         ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              004

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი, სინგური

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               IV კეფის ტექსტი r-დან v-ზე

გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო IV კეფი, გახდება პირველი.

დაუწერელი ფურცლები

დაკანონვა

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული ძაფით (უხეშად ამობლანდული, ამოკემსილი)

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                             მხატვრულად გაფორმებული საზედაო ასოები

საზედაო ასოები                                          სინგურით

სათაურის გაფორმება                                 სინგურით

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

(ტექსტის ხელით): ა. „ლებანიძესა შიოს და მეუღლესა მისა მ[ა]რგალიტს შეუნდვნს ღ˜ნ ცოდვანი მათნი, ა˜ნ უ˜“

ბ. „მჲმაგულს კურეშიძესა და მეუღლესა მისა შ˜ნეს ღ˜ნ, ა˜ნ“.

გ. მინაწერები შესრულებულია როგორც მხედრული ასევე თანადროული ნაწერით, შავი მელნით

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი            (თავბოლონაკლული)        [საღვთო ჟამისწირვა ი. ოქროპირისა] „… მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრო… ჴსენებად ჩ~ნდა ყოვლისაგან ჭირისა და რისხვისა … და ყოველთათჳს, რომელნი ითხოვენ ღ~თისაგან შეწე[ვნასა] …“ (22-ე სტრიქონიდან)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

წყდება: … …“

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. შემორჩენილი კეფის ფორმატი სრულია; დაზიანებული, დეფორმირებული, გაუხეშებული;  ზედაპირზე მრავალი ბზარია, არის საშიშროებია მისი ჩატეხვის/გახსნის. ეტრატის ზედაპირი გადქექილი/გადაფხეკილია, და დაზიანებულია ტექსტთან ერთად. შემორჩენილი კეფის ზედა ნაწილში ტექსტი წაკითხვა შეუძლებელია.  მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია. კეფი ირიბად აჭრილია, მარცხენა მხარეს მხტვრულად გაფორმებული, დიდი ზომის საზედაო ასოებია, რომლის კიდეები ზღვარზეა ჭამოჭრილი. შეიმჩნევა ნესტის, ჭუჭყის ნადები; დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის v-ზე ზედა ნაწილი გადაფხეკილია, ასოების მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი, ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. ქვედა ნაწილზე,  ეტრატის ზედაპირი გაშავებულია და  ტექსტის წაკითხვა რთულია.

მე-2 კეფთან, ეტრატის პირების ერთმანეთთან მიდებით,  უხეშად არის მიკერებული/დაბლანდული სხვადასხვა ფერის ძაფით.

II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დაზიანებული, დეფორმირებული. კიდეები გაშავებული, აღენიშნება ბზარები და ჩახევები; ეტრატის ზედაპირზე მრავალი  ბზარია, დაზიანების პროცესი დაწყებულია; r-ზე მარცხენა მხარეს დიდი ზომის, მხატვრულად გაფორმებული საზედაო ასოები და ადამიანის ფიგურებია გამოსახული; მინაწერებია როგორც ტექსტის მელნით და ხელით, ასევე მხედრულად გვიანდელი; r-ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. v-ზე ზედა ნაწილში ეტრატის ზედაპირი გაშავებული/გადაქექილია სავარაუდოდ ჭვარტლისგან, ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია, ქვედა მხარეს კარგ მდგომარეობაშია; ტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, წვრილი ასოებით;

მე-3 კეფთან უხეშად მიკერილია/ამოკერილი სხვადასხვა ფერის ძაფით. ძაფები დაზიანებული/გაწყვეტილია და ორივე კიდე გახსნილია;

III კეფი – ფორმატი სრული, უმნიშვნელოდ დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს, განსაკუთრებით v-სო გაშავებული; ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები, ჭუჭყის ნადები; v-ზე ეტრატის ზედაპირი გაშავებულია ჭვარტლისგან და ჭუჭყისგან, თუმცა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია;

მე-4 კეფთან მიკერებულია ეტრატის პირების ერთმანეთზე მიდებით, შემორჩენილია, ადრეული, გადაბმისთვის გამოყენებული წითელი ფერის ძაფის უმნიშვნელო ფრაგმენტები.

IV კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, კეფი დეფორმირებული, კიდეებ გაშავებული, აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები და მრავალი ბზარი. r-ზე; v-ზე ეტრატის ზედაპირი გაშავებული/გადაქექილია, ტექსტი რთულად წასაკითხია. კეფის ბოლო, მარჯვენა მხარე ძლიერ დეფორმირებული, ჩახეულია და მოცილებულია ხის ჯოხს.

კეფები ძალიან ჭუჭყიანია.

გრაგნილი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე; ბოლო კეფის ეტრატის ნაწილი შემოხვეულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე; მარცხენა მხარეს ამოხვეული/ამობლადულია, ხოლო მარჯვენა მხარე იმავე ძაფით ჯვარედინი ნაკერით; ხის ჯოხზე  ჩამაგრებულია ლურსმანი[1], რომელმაც დააზიანა ეტრატი.

კონდაკი დაუზიანებელია, ორივე მხრიდან აქვს კარგად დამუშავებული (ზოლებიანი) ფორმის თავები; ორივე თავი გახსნილია (აქვს თითო ბზარი).

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია /ან შენარჩუნდება იგივე მდგომარეობით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

ხის ჯოხის შუაში დამაგებული რკინა აუცილებლად უნდა მოცილდეს.

 

აღწერილობიდან: გრაგნილი, 4 კეფი სხვადასხვა ზომის; 210×20; ეტრატი თავნაკლული; დაზიანებული (დასაწყისი და დასასრული სრულიად არ იკითხება, ძნელად გასარჩევია ვ-ს ბოლო ნაწილი ეტრატის გამოქების გამო); ნუსხური (სათაურები სინგურით); საზედაო ასოები მხატვრულადაა გაფორმებული [XVIს.]

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა,  ტ, II(2), 1951, გვ. 11-12

 

ტექსტი

 

 

 

[1] ლურსმან-ი ლითონის (რკინის, ფოლადის…) თავბრტყელი და ბოლოწვეტიანი ღერო; იხმარება რისამე დასაჭედებლად, დასამაგრებლად.

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი