H-520
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-520 (პალიმფსესტი)
რაობა (ავტორი) აპოკრიფული წიგნი ქრისტესი მცნებათა დაცვის შესახებ
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XV-XVI
კეფის რაოდენობა 5 (აღწერილობით), 6 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 150×15,5; I 14×15,5; II 17×15,5; III 21,5×15,5; IV 29,5×15,5; V 31×15,5; VI 31×15,5;
სტრიქონთა რაოდენობა I r-17, v-18; II r-16, v-21; III r-25, v-24; IV-r-37, v-24; V-r-36, v-36; VI-r-33, v-34;
ნაწერის ზომა I 13×11,5; II -13,511x ; III 19×11; IV 27,5×12; V 28×12; VI 27,5×11,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა 1, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 2სმ ; II -ზედა 1, ქვედა 2, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 2სმ; III-ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 2სმ; IV-ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 2სმ ; V-ზედა 1, ქვედა 1,5, მარცხენა 1-2სმ; მარჯვენა 2სმ ; VI-ზედა 1,5, ქვედა 2, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 2სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოთეთრო
სისქე 003
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური (ქვედა ფენა-ნუსხური)
მელანი შავი
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) V კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო V კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები –
დაკანონვა შეუმჩნეველი
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული ძაფით (ამობლანდული,
ამოკემსილი) სხვადასხვა ფორმით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები –
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი დავითა გოგიდიანი (ნაწილის)
ანდერძები/მინაწერები
„უფალო ღმერთო შეუნდვენა ცოდვანი მისნი სულსა დავითა გოგიდიანსა. ვინაცა ჩემი შენდობაჲ ყავთა, თ~ქნცა შეგინდოსა ღმერთმან ყოველი ცოდვანი, ამინ“. ( )
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) „ … გნახუნეთ. სამარენი მკუდართა … ტირილითა და მწუხარებითა … ჵ საუკუნოთაგან დაძინებულნო … უდარნო, დაგუმალენითა და შე[…]წყალენით. რომელნი ვეღარა გავს… ებთ, რისხვასა ღ~თისასა და ხელი … ასა ჴურცთა ჩ~ნთასა შეშინდითა და მიქცითა …“
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: … „ …“
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
შენიშვნა: ხელნაწერი წარმოადგენს პალიმფსესტს. ძველი დაწერილობაც ნუსხურია.
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. შემორჩენილი კეფის ფორმატი არასრული; ძლიერ დაზიანებული, ძლიერ დეფორმირებული, ზედა ნაწილი გადატეხილი/მოხეულია და ნაკლულია ტექსტთან ერთად; კიდეები ნაკლული, ჩახეული და ჩატეხილია. ეტრატის ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები და დეფორმაცია, დაზიანებულია ტექსტიც. არ შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები; კეფის, ბოლოდან მე-4 სტრიქონი გადატეხილია, ჩახსნილია ტექსტის ნაწილი; კიდეები გაშავებულია, ნაკლულია ტექსტთან ერთად დეფორმირებულია, ჩატეხილი/ჩახეულია დაზიანების პროცესი გრძელდება. რამდენიმე ადგილას ეტრატი ამოგლეჯილია; მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება. კეფის v მხარეზე მელანი გადასული/გაღიავებულია, თუმცა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია. შეიმჩნევა ჭუჭლის ნადები.
მე-2 კეფთან მიკერებულია ძაფით.
II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, ძლიერ დაზიანებული, ძლიერ დეფორმირებული. კიდეები გაშავებული, აღენიშნება ბზარები, ჩახევები, ჩატეხვები; მარჯვენა კიდეზე ეტრატი მრგვალად მოხეულია, მარცხენა მხარე, მთელ სიგრძეზე ძლიერ დაზიანებულია; ორ ადგილას ძაფის გამოყენებით გაუმაგრებიათ ჩახეული ადგილები. მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. კეფის v მხარეზე მელანი გადასული/გაღიავებულია, თუმცა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია. შეიმჩნევა ჭუჭლის ნადები.
მე-3 კეფთან უხეშად მიკერებულია ძაფით. ეტრატის პირები ერთმანეთთად არის მიდებული და ოდნად გადაკეცილი.
III კეფი – ფორმატი სრული, ძლიერ დაზიანებული და დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული, ჩაკეცილი, ნაკლული; შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. ზედაპირი დეფორმირებულია, ზიანდება ნაწერი; მარცხენა კიდეზე, ჩახეული ადგილი უხეშად ძაფის გამოყენებით არის გამაგრებული.
კეფის v მხარეზე მელანი გადასული/გაღიავებულია, დეფორმაციის გამო ნაწერი დაზიანებულია და ტექსტის წაკითხვა რთულია. შეიმჩნევა ჭუჭლის ნადები.
მე-4 კეფთან მიკერებულია ძაფით. ამ შემთხვევაში თითქოს მიკერების სხვა ფორმაა გამოყენებული.
IV კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, დეფორმირებული (ზიანდება ნაწერიც), კიდეები გაშავებული, აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები, ზედაპირზე ბზარები. კეფის r-v -ზე, მიუხედავად დეფორმაციისა მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება. R-ზე კეფის ბოლოდან მე-4 სტრიქონზე ბუნებრივი, პატარა ზომის ოვალური ჭრილია, რომელიც ამოვსებულია ეტრატით (სავარაუდოდ თანადროული) და ზედ ნაწერია. ამ ადგილის v-სო მხარეს ზედა ფენა არ არის ნაწერი, შეიმჩნევა ქვედა ფენის ძალიან წვრილად ნაწერი ტექსტი, მხოლოდ ასოების კონტურები. ასევე ქვედა ფენისთვის გაკეთებული დაკანონვის ხაზები და საზედაო ასოები.
მხარეზე მელანი შეიმჩნევა ჭუჭლის ნადები.
მე-5 კეფთან მიკერებულია ძაფით. ერთმანეთზე გადადებულია ეტრატის ნაპირები.
V კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, დეფორმირებული, კეფის შუა ნაწილი ჩატეხილია, ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს და გაიხსნას; ეტრატის ზედაპირზე მრავლი ბზარია; კეფის ბოლოს მარჯვენა მხარეს ჩახეული ადგილი გაკერილია; r-v-ზე მელანი კარგ მდგომარეობაში, ტექსტი იკითხება;
მე-6 კეფთან მყარად, თანაბარი, ოდნავ ირიბი ფორმით არის მიკერილი ;
VI კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, დეფორმირებული (ზიანდება ნაწერიც), კიდეები გაშავებული, აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები, ზედაპირზე ბზარები. კეფის r-v -ზე, მიუხედავად დეფორმაციისა მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება. v-სო მხარეს შეიმჩნევა ქვედა ფენისთვის გაკეთებული დაკანონვის ხაზები.
კეფზე შეიმჩნევა ნესტის ლაქები და ჭუჭლის ნადები. ქვედა მხარეს მელანი გადღაბნილია.
კეფის ბოლო ნაწილი უხეშად მიკერებულია ეტრატის პატარა ფრაგმენტზე, რომელიც დახვეული და მიმაგრებულია ხის ჯოხზე, კონდაკზე უხეშად, სხვადასხვა ფერის ძაფით, ორივე ძლიერ დეფორმირებულია; კეფის ქვედა ნაპირზე შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები, რომელთაც სავარაუდოდ მომდევნო კეფი იყო მიკერებული.
კონდაკი ნაწილობრივ დაზიანებელია, აქვს ორივე მხრიდან დამუშავებული სხვადასხვა ფორმის თავები; ერთ მხარეს წაწვეტებული ფორმა აქვს,რომლის წვერი დაზიანებულია, მეორეს კი ბრტყლად დამუშავებული ორი მხარე.
შენიშვნა: პალიმფსესტის ქვედა ფენისთვის დაკანონვის ხაზები და წვრილად, კალიგრაფიული ნუსხურით ნაწერი მხოლოდ ვ-ზე შეიმჩნევა. ნაწერია ყავისფერი მელნით.
ზედა ტექსტი ნაწერია არაკალიგრაფიულად და არასიმეტრიულად.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, 1-ლი კეფის მოხეული ნაწილი მიუერთდეს. ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 150×15,5; ეტრატი 5 კეფი; დაზიანებული (კიდეები შემოხეული აქვს); თავბოლონაკლლი; ნუსხური; [XV-XVI სს.]; გადამწერი (ნაწილისა) – დავითა გოგიდიანი.
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II (2), 1951, გვ. 11
ჩემთვის, არ ვიცი გამოდგება თუ არა
მე-6 შუა ნაწილში ორივე კიდეზე შეიმჩნევა აკინძვისთვის დამახასიათებელი ნახვრეტი და ამ ადგილას გადაკეცვის/მოკეცვის კვალი; მოკეცვის კვალია მე-5 კეფზეც. ორივე კეფის მოკეცილი ადგილები ზომა ემთხვევა ერთმანეთს – 15,5 სმ. ხომ არ ჩეიზლება ვივარაუდოთ რომ ხელნაწერ იყო ამ დაახლოებით ამ ზომის????
ტექსტი