H-519
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-519
რაობა (ავტორი) კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XV
კეფის რაოდენობა 3
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 95×18,5; I 21,5×18; II 43×18; III 35×18;
სტრიქონთა რაოდენობა I r- 30, v-;31 II r-55, v-59; III r-44, v-45;
ნაწერის ზომა I 21×11,5; II -41×11,5 ; III 31,5×11,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა 3, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ ; II -ზედა 0,5, ქვედა 0,7, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 3სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 2,5, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 004
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი შავი (ძალიან მუქი ყავისფერი), სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) III კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო II კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა შეუმჩნეველი, მკვეთრად შესამჩნევია
მხოლოდ ვერტიკალური ხაზები
კეფების გადაბმის ტექნიკა სხვადასხვა ფერი ძაფით სხვადასხვა მეთოდით (ამობლანდული, ამოკემსილი) გადაკერებული
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება სინგურით
მარგინალური ნიშნები –
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) [კონდაკი] „… რათა ღმერთმან იგინი შეიწყალნეს და ასწაოს მათ სიტყ˜ჲ იგი ჭეშმარიტებისა და გამოუცხადოს მათ სახარეჲ იგი სიმართლისა და შეაერთოს იგი წ˜ა მისსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა …“ 1 r-v.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: … „ მ˜ღნ ლოცვჲ კათაკმეველთ პ˜ლ წმიდისა შე˜სწ. – უფალო ღმერთო ჩ˜ნო, რომეი მაღალთა შინა დამკვიდრებელ ხარ …“
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. კეფის შემორჩენილი ნაწილის ფორმატი სრული; დაზიანებული, დეფორმირებული; მოყვითალო ფერის ეტრატის ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი (სხვადასხვა ზომის სიგრძე-სიგანით) ბზარები, ჭუჭყი ნადები. კეფის ზედა ნაწილი და მარცხენა მხარეს კიდე მოხეულია, ფორმატი ნაკლულია ტექსტთან ერთად. დაკანონვის ხაზები შეუმჩნეველი; კეფის r-v მხარე მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება, ტექსტი ოდნავ ირიბადაა ნაწერი; კიდეებზე ორ ადგილას ეტრატი ამოჭრილი/ამოგლეჯილია;
მე-2 კეფთან გადაკერებულია სხვადასხვა ფერის ძაფით, გადაკერვის წყობა და ფორმა სხვადასხვაგვარია. გადაკერილია მხოლოდ შუა ნაწილი, ორივე ნაპირი გახსნილია;
II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დაზიანებული, დეფორმირებული. ეტრატის ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ჩატეხილი ადგილები და ჩახევები; დაკანონვის ხაზები შეუმჩნეველი; მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. ტექსტის შუა ნაწილში ამოჭრილია ეტრატი, სავარაუდოდ საზედაო ასო; კეფის r-v -ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება, ტექსტი ნაწერია ოდნავ ირიბი მიმართულებით;
მე-3 კეფთან გადაკერებული/ამობლანდულია (სავადაუდოდ გვიანდელი) სხვა ფერის ძაფით, მარცხება ნაპირი გახსნილია; გადაკერვის ადგილას შეიმჩნევა წითელი ფერის ძაფის ფრაგმენტის კვალი (ადრეული). თუმცა ძნელი სათქმელია რომელიმე არის თუა არა თანადროული.
III კეფი – ფორმატი სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს ეტრატის მცირე ნაწილი ჩაკეცილი/ჩატეხილია; ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. აღენიშნება ჭუჭყის ნადები. კეფის ბოლოდან მე-5 სტრიქონზე ბუნებრივად წარმოქმნილი ოვალური ჭრილია;
კეფის r-v -ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება, ტექსტი ნაწერია ოდნავ ირიბი მიმართულებით;
კეფის ბოლო ნაწილი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე; დამაგრებულია ძაფით მხოლოდ ეტრატის მარცხენა ნაწილი; მარჯვენა კიდე ჩახსნილია, ეტრატზე შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები;
კონდაკი დაუზიანებელია, ორივე მხრიდან შენარჩუნებულია კარგად დამუშავებული სოკოსებრი, მომრგვალებული ფორმის თავები;
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 95×18,5; ეტრატი; ნუსხური; თავბოლონაკლლი; (სათაურები სინგურით) [XVIს.]
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II (2), 1951, გვ. 11
ტექსტი