H-518
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-518
რაობა კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI
კეფის რაოდენობა 3(აღწერილობით), 4 კეფი (რეალურად)
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 280×20; I44x19; II90x19,5; III92,5×20; IV 65×20
სტრიქონთა რაოდენობა I r-48, v-48 (კეფის ზედა ნაწილი დათვლილია დაკანონვის ხაზების მიხედვით) ; IIr-105; v-103; III r-106 , v-105; IV r-72, v- 73;
ნაწერის ზომა: I39,5×10; II89x10; III90,5x;10,5; IV 61×10;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ; II-ზედა 0, ქვედა 0,5, მარცხენა 5,5სმ; მარჯვენა 4 სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 0,7, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 1,5-2,5 სმ; IV -ზედა 0, ქვედა 4,2, მარცხენა 5სმ; მარჯვენა 4,5-5სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 006
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) III კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო III კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები –
დაკანონვა მკვეთრად შესრულებული
ჰორიზონტალური ხაზები
კეფების გადაბმის ტექნიკა წებოს გამოყენებით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგური
სათაურის გაფორმება სათაურები და აბზაცების დასაწყისი ასოები სინგურით;
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შენიშვნა: პირველი კეფის არშიებზე მიწერილია მოსახსენებლები (რიცხვითი 14, მათი უმრავლესობა არ იკითხება):
ა.„მაისურაძესა შახბიასა (?) და მეუღლესა მისსა მამარდესა (>) შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი, ა˜ნ უფალო.
ბ. „ღმერთო შეიწყალე სული ლომინასჲ ჩიტაჰძისა. მეუღლესა მის შეუნდოს ღმერთმან, ა˜ნ უფალო“.
გ. „ნასყიდასა … შეუნდოს ღერთმან. მეუღლესა მ˜ისჲ [შეუნდოს] ღმერთმან, ა˜ნ უფალო“.
დ. მოსახსენებელი, მიწერილი მდივანმწიგნობრულით მეორე კეფზე, გადაშლილია, არ იკითხება.
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) [კონდაკი] „…დიაკონმან თქუას: მოიჴსენენ უფალო ყ˜ნი ქრისტეანენი მართლმადიდებელნი მონანი შენნი და განუსუჱნე მათ … (მე-9 სტრიქონიდან) „მ˜ღდელმან ლოცვაჲ პირუჱლი. – უფალო ღმერთო ჩ˜ნო, რომელმან ზეცისა პური საზრდელი ყ˜ისა სოფლისაჲ უფალი და ღმერთი ჩ˜ნი მოავლინე მაცხოვრად და მჴსნელად…“.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: „……“.
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი:გრაგნილი თავნაკლულია;ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული,კეფი მთლიანად გაშავებული (ჭვარტლი, სანთელი, ლამფა); კიდეები გაუხეშებული და ჩახეული; აღენიშნება მრავლობითი ბზარები. მკვეთრად გაკეთებული დაკანონვის ხაზები ჩატეხილია, არის გახსნის საშიშრობა, დაზიანების პროცესი დაწყებულია. ეტრატი გამომშრალი და გაუხეშებულია, ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი. შეიმჩნევა ახლად გაკეთებული ბზარები.კეფის ზედა ნაწილი მოხეულია და ნაკლულია ტექსტთან ერთად, r -ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კეფის გაშავების გამო რთულად წასაკითხია, ზედა ნაწილში კი ტექსტის წაკითხვა სეუზლებელია.v- ზე მთლიან კეფზე მიუხედავად იმისა რომ ასოების მოხაზულობა შესამჩნევა, ტექსტის ამოკითხა შეუძლებელია.
მე-2 კეფთან გადაბმულია წებოს გამოყენებით. კეფების ნაპირები ერთმანეთთად გადადებულია 1 სმ-ით. მარჯვენა მხარეს ეტრატი მოცილებულია ერთმანეთს. წებოს გადაბმის ადგილები გაუხეშებულია.
IIკეფი – ფორმატი სრული, ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, ეტრატიგამომშრალი, გაუხეშებული; კეფი მთლიანად გაშავებული (ჭვარტლი, სანთელი, ლამფა); კიდეებს, მთელ სიგრძეზე, ორივე მხარეს გაუხეშებულია და ჩახეულია, კეფის მარცხენა მხარეს ეტრატს სიმტკიცე დაკარგული აქვს, მომჩვარულია,ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი (სიგრძე-სიგანით). მკვეთრად გაკეთებული დაკანონვის ხაზები ჩატეხილია, არის გახსნის საშიშრობა, დაზიანების პროცესი დაწყებულია.შეიმჩნევა პატარა ამომწვარი/ამოგლეჯილი ადგილები. r -v- ზე მელანი კარგ არის შემორჩენილი, თუმცა კეფის გაშავების გამო რთულად წასაკითხია.
მე-2 კეფთან გადაბმულია წებოს გამოყენებით. კეფების ნაპირები ერთმანეთთად გადაებულია 1სმ-ით. მარჯვენა მხარეს ეტრატი მოცილებულია ერთმანეთს. წებოს გადაბმის ადგილები გაუხეშებულია.
III კეფი – ფორმატი სრული, ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, ეტრატი გამომშრალი, გაუხეშებული, ზედაპირზე აღენიშნება მრავალი ბზარი(სიგრძე-სიგანით), ზოგიერთ ადგილას უკვე გახეულია როგორც კიდეებზე, ისე კეფის შუა ნაწილში, ზიანდება ნაწერიც. დაზიანების პროცესი დაწყებულია; კეფი მთლიანად გაშავებული (ჭვარტლი, სანთელი, ლამფა); კიდეები მთელ სიგრძეზე,ორივე მხარეს გაუხეშებული, გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული; მკვეთრად გაკეთებული დაკანონვის ხაზები ჩატეხილია, არის გახსნის საშიშრობა, დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის ქვედა ნაწილში გახეული ადგილი დამაგრებული/გაკერილი ყოფილა ძაფით, შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები, დღევანდელი მდგომარეობით ძაფის მხოლოდ ფრაგმენტითაა დამაგრებული ეს ორი დაზიანებული ნაწილი, ტექსტთან ერთად; r – v- ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კეფის გაშავების გამო ტექსტი რთულად წასაკითხია.
მე-4 კეფთან გადაბმულია წებოს გამოყენებით. კეფების ნაპირები ერთმანეთზე გადაებმულია 1სმ-ით. მარცხენა მხარეს ეტრატი მოცილებულია ერთმანეთს. წებოს გადაბმის ადგილები გაუხეშებულია.
IV კეფი – ფორმატი სრული, ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, ეტრატი გამომშრალი, გაუხეშებული, ზედაპირზე აღენიშნება მრავალი ბზარი (სიგრძე-სიგანით), ზოგიერთი ადგილი უკვე გახეულია როგორც კიდეებზე, ისე კეფის შუა ნაწილში, ზიანდება ნაწერიც. დაზიანების პროცესი დაწყებულია; კეფი მთლიანად გაშავებულია (ჭვარტლი, სანთელი, ლამფა); კიდეები მთელ სიგრძეზე, ორივე მხარეს გაუხეშებული, გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული; მკვეთრად გაკეთებული დაკანონვის ხაზები ჩატეხილია, არის გახსნის საშიშრობა, დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის ზედა მარცხენა მხარეს ნაკლული ადგილი შევსებულია სხვა ფაქტურის ეტრატით, თუმცა ნაწილი მოცილებულია ზედა კეფს ჩახეულია ორიგინალი და დაზიანებულია ტექსტთან ერთად. კეფის ქვედა ნაწილში, შუაში, ვ-დან სამკუთხედად ამოჭრილი ადგილი შევსებულია ასევე სხვა ფაქტურის ეტრატით და ზედ ტექსტია დაწერილი, დაცულია წერის სიმეტრია, ხელი და მელანი იგივე; ეტრატის ბოლოში შეიმჩნევა წებოს და ნემსის ნახვრეტების კვალი.
r-v- ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტის წაკითხვა, რთულად, მაგრამ შესაძლებელია.
კეფი დახვეულია წვრილად ხის ჯოხზე, კონდაკზე; კეფი დღეისათვის მოცილებულია ჯოხს; სავარაუდოდ დამაგებული იყო ჯოხზე, როგორც ძაფის (ჯოხზეც და კეფის ბოლოში შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები), ასევე წებოს გამოყენებით.
კონდაკი – კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე მიმაგრებულია სოკოსებრი ფორმის ასევე კარგად დამუშავებული თავები; ორივე თავი დაზიანებულია, ერთი გახლეჩილია/გადამსკდარია, ხოლო მეორის მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, კეფების ჩახსნილი ადგილები გამაგრდება წებოს გამოყენებით. მოხდება მათი მხოლოდ მინიმალურად კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 3 კეფი, 280×20; ეტრატი; თავბოლონაკლული; დაზიანებული (შუა ნაწილი ერთგან ამოგლეჯილია, მეორეგან – დაკერებული; ეტრატის გაშავების გამო დასაწყისი ძნელად იკითხება, დასასრული კი – სულ არა); ნუსხური (სათაურები და აბზაცების დასაწყისი ასოები სინგურით); [XVIს.];
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II, 1951 (2), გვ.10