H-517
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-517
რაობა (ავტორი) კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI
კეფის რაოდენობა 3 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 197×16,3; I 58,5×16,3; II 63×16; III 66×14,5-16;
სტრიქონთა რაოდენობა I r-78, v-78; II r-82; v-82; III r-87, v-87;
ნაწერის ზომა I 57×10,5; II 61,5×10,5; III 64,5×10,5-11;
არშიების ზომა: I-ზედა 1, ქვედა 0,5, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 2,5სმ; II-ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 3 სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 0,7, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 1,5-2,5 სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 003
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) III კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო III კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები –
დაკანონვა მკრთალად შესრულებული(შეუმჩნეველი)
ჰორიზონტალური ხაზები
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული ძაფით, ამობლანდული,
ამოკემსილი, წვრილად თანაბრად, ოდნავ ირიბი(დახრილი) ფორმით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურიღ
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) [კონდაკი] „… [თ]ყ˜ნისცემისა და დ˜ბის მეტყუჱლებისა შეწირვად შენდა. შენ მეუფეო შეიწირე პირთაგანცა ჩ˜ნ ცოდვილთაჲსა სამ წ˜ჲ გალობჲ და მომხედენ ჩ˜ნ სიტკბოებითა შენითა მოგჳტევენ ჩ˜ნ ყოველნი ცთომანი ჩნ˜ნი ნეფსითნი და უნებლიეთნი …“.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: „… და ღირს ყვენ დაუშ … ელად მიღებად უხრწნელთა მათ და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა მისატევებლად ცოდვათა …“.
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია; ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები მთელ სიგრძეზე გაშავებული, ნაკლული, ჩახეული და ჩატეხილია. აღენიშნება მრავლობითი ბზარები. კიდეები ჩახსნილია და დაზიანების პროცესია დაწყებული. ეტრატი გამომშრალი და გაუხეშებულია, ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი. კეფის ზედა მარჯვენა მხარე (5 სტრიქონი) მოხეულია და ნაკლულია ტექსტთან ერთად, ხოლო მარჯვენა მხარეს შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები და ძაფის ძალიან პატარა ფრაგმენტი, რომლზეც მიკერებული იყო ზედა კეფი; კეფის შუაში ამოგლეჯილია/ამოხეულია (ამომწვარია) ეტრატი, ნაკლულია ტექსტთან ერთად; კეფის ბოლოში (ბოლოდან მე-9 სტრიქონთან) სიგანეზე, ოვალური ფორმით არის ეტრატი გახეული/ გადამსკდარი;
კეფი დახვეულია v, ბეწვის მხრიდან, მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. r ნაწერია ხორცის მხრიდან, მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი და რთულად წასაკითხია. ნესტისგან დაზიანებულ ადგილებში ტექსტის წაკთხვა შეუძლებელია. ზოგიერთ, გაღიავებულ ადგილებში შესაძლებელია ასოების ამოკითხვა.
აღენიშნება ჭუჭყის და ნესტის ლაქები.
მე-2 კეფთან მიკერებულია/ამობლანდულია ძაფით კეფის მცირე ნაწილი, დანარჩენი მხარე გახსნილია.
II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული, დაზიანებული, გაუხეშებული; კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებული, ჩახეული, ჩატეხილია, ჩახსნილია და დაზიანების პროცესია დაწყებული. ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. აღენიშნება ჭუჭყის და ნესტის ლაქები;
კეფის v მხარე მუქი ფერის, ბეწვის მხარეს; r-v-ზე მელანი კარგაგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხევა;
მე-3 კეფთან, გადაკერებულია ამოკემსვის (ამობლანდვის) ფორმით; კეფის პირები ერთმანეთთანაა მიდებული და ოდნავ გადაკეცილი; მცირე ნაწილი გახსნილია;
III კეფი – ფორმატი სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული; ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის კიდეებზე და ქვედა ნაწილზე შეიმჩნევა სიმხურვალით (ჭვარტლი, სანთელი, ლამფა) დაზიანებული, გაუხეშებული და მკვეთრად დეფორმირებული ადგილები. კეფის ქვედა მხარე ვიწროვდება, პატარავდება და მთლიანად გაშავებულია. ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია; მხოლოდ ასოების მოხაზულობა შეიმჩნევა; აღენიშნება ახალი მიმდინარე დაზიანებები/ჩახეული ადგილები;
კეფი ბოლონაკლულია; ქვედა ნაწილში მარცხენა მხარე მოხეულია, მარჯვენაზე შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები;
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, კეფებზე შემორჩენილი გადაკერვის დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), ხოლო ჩახსნილი ადგილები გადაგრდება (გაიკერება) ძაფით. მოხდება მათი მხოლოდ მინიმალურად კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 3 კეფი, 197×16,3; ეტრატი; თავ-ბოლონაკლული; დაზიანებული (ერთი კეფი მოხეულია, ტყავის გახუნების გამო უკანასკნელი კეფის ვ ძნელად იკითხება); ნუსხური; [XVIს.];
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II, 1951 (2), გვ.10
ტექსტი