ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-516
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-516

H-516

H-516

Manuscript2024-03-30T21:55:37+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-516

რაობა (ავტორი)                                           კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XVI

კეფის რაოდენობა                                       5 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  241,5×16; I 50,5×16; II 42,8×16; III 43×16; IV 20,5×15,5; V 4,7×10,5;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-v-45; II r- v-39; III r-v-35; IV-r-v-18; V-r-v-5;

ნაწერის ზომა                                   I 18,7×11; II -40,5×12 ; III 42×13; IV 19×12,5; V 3,5×8;

არშიების ზომა:        I-ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 0-1სმ; მარჯვენა 3სმ ; II -ზედა 0,2, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 2,5სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 1,5, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 2სმ; IV-ზედა 1,5, ქვედა 1, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ ; V-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 0სმ ;

მასალა                                                         ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოთეთრო,

სისქე                                                              005

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი, სინგური

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               V კეფის ტექსტი r-დან v-ზე

გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო V კეფი, გახდება პირველი.

დაუწერელი ფურცლები

დაკანონვა                                                     მკრთალად

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული, (ძაფით ამობლანდული, ამოკემსილი სხვადასხვა ფორმით);

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          სინგურით

სათაურის გაფორმება                                 სინგურით

მარგინალური ნიშნები                              –

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი            (თავბოლონაკლული) „ … და ყ~ვნ მყ~რნი შუჱნიერ˜ბსა სა…ა შის˜ასა: შენ იგინი ნაცვალად ადიდენ. […] ეებრითა ძალითა შენითა ნუ დამიტევ … მოსავთა შენდამო. კ˜ნ გ˜წნ და წისა … წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, ა˜ნ …“.

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

წყდება: „ … ერსა შენსა და … ყოველმან მან ჴმა ყოს. მოხედეთ მა …“

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. ძლიერ დაზიანებული, ფორმატი არა სრული, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე დაზიანებული, ჩატეხილი და ჩახეული; მარჯვენა მხარე ნაკლულია ტექსტთან ერთად მღრღნელებისგან. დაზიანების პროცესი გრძელდება. ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები და ჩახევები, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით.

ძირითადად მელანი კარგ მდგომარეობაშია (ვ-ზე გაფერმკრთალებულია); შემორჩენილი ტექსტი იკითხება. ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია.

მე-2 კეფთან მიკერებულია შუა ნაწილი თანაბარი წყობით, ამობლანდვის მეთოდით. (ეტრატის პირები ერთმანეთზეა მიდებული, მცირე ნაწილით მოკეცილი და ამობლანდული). თუმცა დაზიანებული, მარცხენა მხარე ნაკლულია და აღარ არის მიკერებული, მარჯვენა ჩახსნილია.

II კეფი – ფორმატი არა სრული, ეტრატი გამომშრალი, დაზიანებული, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე დაზიანებული, ჩატეხილი და ჩახეული; მარჯვენა მხარე ნაკლულია ტექსტთან ერთად მღრღნელებისგან. დაზიანების პროცესი გრძელდება. ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები და ჩახევები,, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით.

მელანი კარგ მდგომარეობაშია (ვ-ზე გაფერმკრთალებულია) და შემორჩენილი ტექსტი იკითხება.

მე-3 კეფთან მიკერებულია თანაბარი წყობით, ამობლანდვის მეთოდით. (ეტრატის პირები ერთმანეთზეა მიდებული, მცირე ნაწილით მოკეცილი და ამობლანდული)

კეფის მარჯვენა მხარეს შავი ფერის მელნით დაზიანების გამო მინაწერის ერთი სიტყვაა შემორჩენილი.

III კეფი – ფორმატი არა სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე მღრღნელებისგან დაზიანებული, ჩატეხილი, ჩახეული; ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. კეფის შუაში ძაფის ფრაგმენტია შემორჩენილი, სავარაუდოდ სიგანეზე ჩახეული ადგილის გასამაგრებლად (გახსნილი, ჩახეული ადგილის ორივე მხარეს ნემსის ნახვრეტებია). ეს პროცესი გრძელდება სიგრძეზეც. კეფის ქვედა, მარჯვენა მხარეს მოხეული ნაწილი მცირედიდ არის მიმაგრებული კეფის ძირითად ნაწილს, თითქმის სცილდება;  ვ-ზე მელანი გაფერმკრთალებულია, თუმცა ორივე მხარეს ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.

მე-4 კეფთან მიკერებულია ამობლანდვის მეთოდით, (დაზიანებული, ჩახსნილი).

IV კეფი ფორმატი არა სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, მარცხენა კიდეზე აღინიშნება ჩახევები; მარჯვენა კიზე მთელ სიგრძეზე მღრღნელებისგან არის დაზიანებული, ნაკლულია ტექსტთან ერთად; დაზიანებული ადგილებში შეიმჩნევა ჩახეული, ჩატეხილი და გადაკეცილი ადგილები; ზედაპირზე ბზარები; კეფის ქვედა ნაპირი მოკეცილია და უხეშად არის მიკერებული მე-5 კეფთან, ორივე კეფის ტექსტია მოყოლილი ძაფებში;.

რ-ვ-ზე  მელანი კარგადაა შემორჩენილი და შემორჩენილი ტექსტი იკითხება.

V კეფი –  გრაგნილი ბოლო ნაკლულია; კეფის მცირე ზომის ფრაგმენტი არა სრული ფორმატი, ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული; მარჯვენა, ზედა და ქვედა მხარე მთელ სიგრძე-სიგანეზე მოხეული და ნაკლულია ტექსტთან ერთად; მარცხენა მხარეს კიდე ჩახეული; ქვედა მხარეს შემორჩენილია წითელი ფერის ძაფის ფრაგმენტები;

მელანი კარგ მდგომარეობაში, შემორჩენილი ტექსტი იკითხება; ვ-სო ნაწერია ბეწვის მხარეს, მელანი ოდნავ გადასულია, თუმცა ტექსტის ამოკითხვა შესაძლებელია.

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, მოხდეს ფორმატის აღდგენა;  ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

შენიშვნა: პროექტის ფარგლებში, გრაგნილის რესტავრაციამედე მოხდა კეფებზე, თითქმის მოცილებული ადგილების (დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით) კონსერვაცია.

 

აღწერილობიდან: გრაგნილი  (5 კეფი); 241,5×16; თავ-ბოლონაკლლი; მეტად დაზიანებული (კიდეები მთელ სიგრძეზე ალაგ-ალაგ ღრმად, შემოხეული აქვს); ნუსხური (სათაურები სინგურით) [XVI ს.] .

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა,  ტ, II (2), 1951, გვ. 10

 

ტექსტი

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი