H-515
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-515
რაობა (ავტორი) კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI
კეფის რაოდენობა 4 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 255×23,5; I 59,5×23,5; II 43×22,5; III 50×22,5; IV 45×22,5;
სტრიქონთა რაოდენობა I r-53 , v-74; II r-60, v-52; III r-52, v-52; IV-r-44, v-45;
ნაწერის ზომა I 58×17 ; II -40,5×16; III 47,5×16,5; IV 40×17; არშიების ზომა: I-ზედა 0,7, ქვედა 0,5, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ ; II -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 2სმ; III-ზედა 1, ქვედა 0,3, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ; IV-ზედა 1, ქვედა 3, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3სმ ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი თეთრი
სისქე 004
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) IX კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო IX კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა ჰორიზონტალური და ვერტიკალური
კეფების გადაბმის ტექნიკა უხეშად გადაკერებული (წითელი ძაფით
ამობლანდული, ამოკემსილი),გვიანდელი,
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება სათაურები სინგურით
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) „… [ა]დიდენ ღთეებრითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩ˜ნ მოსავთა შენდა. დ˜კნ: შგ˜წინ ყ˜დ წ˜ისა უხრწნელისა [უ]მეტეს კურთხეულისა დედოფლისა ჩ˜ნისა ღ[თ˜ისმშობე]ლისა, მარადის ქალწულისა მარიამის …“.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: „… და მომჴსე[ნ]ებელნი გლახაკთანი თ˜სთა და მეგობართა და ჩ˜ნ ყ˜თა ზედა მოწყალებანი შენნი გარდ …“
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია წითელი ფერის ძაფით ამოკერილი ეტრატის პატარა ფრაგმენტი ტექსტის გარეშე (მხოლოდ ერთი, სინგურით შესრულებული ასო); გრაგნილი ეს კეფი მთლიანად მოხეულია; ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული, ნესტისგან მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ასეთ ადგილებში ტექსტი რთულად წასაკითხია. ეტრატის მთლიანი ზედაპირი დაცხრილულია (ასოები ჩავარდნილი/ჩახვენილი). კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებული, ნაკლული, ჩახეული და ჩატეხილია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები. ზოგიერთ ადგილას ეტრატი ამოგლეჯილი/ამოხეულია ტექსტთან ერთად; ზედა ნაწილში მარცხნა მხრიდან დიდ მანძილზე ჩახეულია (დაზიანებულია ტექსტის ნაწილი); კეფის ქვედა მარცხენა მხარეს ირიბად გამაგრებულია ჩახეული ადგილი წითელი ძაფით (ტექსტიც მოყოლილი და დაზიანებულია); შეიმჩნევა დაკანონვისთვის შესრულებული ხაზები, რომლის კიდეები ჩახსნილია და დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია, ტექსტი რთულად წასაკითხი.
1 კეფის მე-2-სთან გადაკერებულია იმავე წითელი ძაფით; (ვ-ზე დაკვირვებით: კეფების გადაბმა მარჯვენა მხრიდან ნახევარი იყო გახსნილი. ერთიანი ფორმით არის ამოკერილი და გადაბმული როგორც ჩახსნილი, ასევე მოხეული მარცხენა ნაწილი.
II კეფი – ფორმატი არასრული, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული, დაზიანებული. მარჯვენა მხარეს, მთელ სიგრძეზე აღენიშნება ჩახეული, ჩატეხილი, გახეული და ჩაკეცილი ადგილები; მარცხენა მხარეს ანალოგიური დაზიანებები, თუმცა კეფის გარკვეული ნაწილი ბასრი საგნის არის მოჭრილი(მოყოლილია საზედაო ასოები); მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზები და მთლიანი ზედაპირი ჩასესრილი, ჩახეული და მრავობთი ბზარებით ძლიერ დაზიანებულია. მელანი გადასულია, ტექსტი ზოგან საერთოდ არ იკითხება, ზოგან კი რთულად, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი და ასოების გარჩევა შეუძლებელია. ტექსტის ქვედა მხარე გაცხოველებულია შავი მელნით; სინგურით შესრულებული ასოები კარგად არის შემონახული;
ვ-ზე ანალოგიურად ტექსტი რთულად წასაკითხია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი და ასოების გარჩევა შეუძლებელია.
მე-3 კეფთან გადაკერებულია მოყვითალო ფერის ძაფით, თანაბრად ამოკემსილი ფორმით. მარჯვენა მხარეს ნემსის ორ ნახვრეტში შემორჩენილია წითელი ფერის ძაფის ფრაგმენტი.
III კეფი – ფორმატი სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ჩატეხილი, ჩახეული; ეტრატის ზედაპრზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. მარცხენა კიდეზე ჩეიმჩნევა სხვადასხვა დაზიანებები, ზედა მხარეს ეტრატი მოჭიმული და გაუხეშებულია სიმხურვალით/სითბოთი (სანთელი, ლამფა); მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზების დაზიანების პროცესი დაწყებულია, რის შედეგად ნაწერი, მელანი დაზიანებულია; ტექსტის ნაპირებზე მელანი გადასულია, ტექსტი არ იკითხება, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი. ტექსტის შუა ნაწილის წაკითხვა რთულად, მაგრამ შესაძლებელია. ნესტისგან დაზიანებული ადგილები დახვეული გრაგნილი ერთიდაიმავე ადგილას ფიქსირდება.
ვ-ზე მელანი უკეთესადაა ჩემორჩენილი და ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.
მე-4 კეფთან მიკერებულია წითელი ძაფით კეფების მხოლოდ შუა ნაწილი.
IV კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, დეფორმირებული, გაუხეშებულია, კიდეებზე აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები და ბზარები. მელანი ზოგიერთ ადგილას მუქია, კიდეებზე კი გადასულია, თუმცა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია. შეიმჩნევა მკვეთღად შესრულებული დაკანონვის ხაზები. სავარაუდოდ, გრაგნილის წვრილად დახვევის გამო, დაკანონვის ხაზები გადატეხვის პროცესი დაწყებულია; ზოგიერთ ადგილას უკვე დაზიანებულია ნაწერიც და მელანიც გადასულია; კეფის ბოლოში ორ ადგილას გახეული ადგილები გამაგრებულია ძაფით (სავარაუდოდ ადრეული).
ვ-სო შესრულებულია ბეწვის მხრიდად (შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა ფორები[1]. შეიმჩნევა წვრილად დახვევით გამოწვეული ხაზები, გადატეხვის საშიშროებით.
გრაგნილის ბოლო კეფი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე. კეფის ბოლო შემოხვეულია და წებოს გამოყენებით არის დამაგრებული (სავარაუდოდ გვიანდელი). როგორც ნაპირზე, ასევე ჯოხზე შემოხვეულ ეტრატზე შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები, სავარაუდოდ კონდაკზე ძაფის გამოყენებით უნდა ყოფილიყო მიკერებული.
კონდაკი – კარგად დამუშავებული და დაუზიანებელია; ორივე მხარეს, თავები დამუშავებულია 7-8 წახნაგების ლამაზად გამოყვანილი ფორმებით
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 255×23,5; ეტრატი; თავ-ბოლონაკლული; მეტად დაზიანებული (ტექსტი ადგილ-ადგილ ამოგლეჯილი და გადაშლილია); ნუსხური (სათაურები სინგურით); [XVI ს.]
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II, 1951 (2), გვ.9
ტექსტი
[1] ფორი (ფორისა) [ბერძ. poros გასავალი, ხვრელი] ანატ. პაწაწა ნასვრეტი, რომლითაც საოფლე ჯირკვლები კანის ზედაპირზე გამოდის.