H-514
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-514
რაობა კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI
კეფის რაოდენობა 3 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 212×19,5; I62,5×19;II 91×19; III80,5×19; სტრიქონთა რაოდენობა I r-84 , v-80 (სავარაუდო, კეფის ზედა ნაწილი გადაშლილია);II r-125, v-123; IIIr-110; v-111
ნაწერის ზომა I 60,5×12; II-89×11,5; III70x11,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა 0,5, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 3სმ; II -ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 3,5სმ;III-ზედა 0,3, ქვედა 0,3, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 3,5 სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 005
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) III კეფის ტექსტი r-დან v-ზე
გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო III კეფი, გახდება პირველი.
დაუწერელი ფურცლები –
დაკანონვა მკვეთრად შესრულებული
ჰორიზონტალური ხაზები
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული (ძაფით ამობლანდული,
ამოკემსილი), სხვადასხვა ფორმით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სათაურები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული) [კონდაკი] „… დააწყუნეს ესრეთ: საშუვალი საუფლო ზემოჲთა ყ˜დ წ˜ისა მარჯენით (!), წმიდაჲ – მარცხენით სულისა ქვეშით, მოიღოს ზედაშე, ასხემდეს, რაჲ იტყოდეს: ერთმან მჴედართაგანმან ლახურითა უგმისა გვერდსა მისსა და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი …“ 1 r (ზემოდან მე-15 სტრ.).
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
წყდება: „… მღვდელმან მოიდრიკა თავი და … ლოცვა სადიაკუნესა შინა …“ (ქვემოთ ტექსტი სრულად არ იკითხება).
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია. ძლიერ დაზიანებული,დეფორმირებული, გაშავებული, მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია. კიდეები ნაკლული, ჩახეული და ჩატეხილია. აღენიშნება მრავლობითი ბზარები. მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზები გადატეხილია, რომლის, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, კიდეები ჩახსნილია და დაზიანების პროცესიადაწყებული. ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით.
კეფზე 7 ადგილას ნესტის კვალია (დახვეული გრაგნილის ერთი და იგივე ადგილია), ამ ადგილებში ასოები რთულად გაირჩევა. კეფის ბოლოს შუა ნაწილში ეტრატი ჩახეულია სიგრძით, ასევე ამოხეული ადგილი ნაკლულია ტექსტთან ერთად. შავი ფერის მელნით, ვერტიკალურად მინაწერებია
კეფის ნაწილის v მხარე მთლიანად შავია, ზოგიერთადგილას შესაძლებელიატექსტის ამოკითხვა.
მე-2 კეფთან გადაკერებულია სხვადასხვანაირად, ადრეული გადაკერვის დაზიანების, გახსნის გამო, შეიმჩნევა გვიანდელიც, უხეშად ამოკემსვის (ამობლანდვის) ფორმაც. თუმცა მარჯვენა მხარეს გადაკერვის ადგილი გახსნილია, შემორჩენილია ძაფის ფრაგმენტები.
IIკეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული,დაზიანებული, გაშავებული, მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია. მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზები გადატეხილია, რომლის, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, კიდეები ნაკლული, ჩახეული, ჩატეხილია,ჩახსნილია და დაზიანების პროცესია დაწყებული. ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით.
კეფზე 12 ადგილას ნესტის კვალია (დახვეული გრაგნილის ერთიდაიგივე ადგილია), ამ ადგილებში ასოები რთულად გაირჩევა. კეფის კიდეზე რამდენიმე ადილას ამოგლეჯილი (ამოხეული) ადგილია. შავი და ტექსტის (ყავისფერი) მელნით, ვერტიკალურად მინაწერებია.
კეფის v მხარე მუქი ფერისაა,ნესტისგან დაზიანებულ ადგილებში ტექსტის წაკთხვა შეუძლებელია. ზოგიერთ, გაღიავებულ ადგილებში შესაძლებელია ტექსტის ამოკითხვა.
მე-3 კეფთან, გადაკერებულიაუხეშად ამოკემსვის (ამობლანდვის) ფორმით მცირე ნაწილიწითელი ძაფით; გადაკერვის დაზიანებისგამო, კეფი გახსნილია; მარჯვენა მხარეს შემორჩენილია ადრეული ძაფის ფრაგმენტი, რომლითაც ორი კეფის კიდეებია ერთმანეთზე მიმაგრებული
III კეფი – ფორმატი სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული;ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მრავალი ბზარი, რაც გამოწვეულია ეტრატის სიმშრალით. მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზები გადატეხილია, შეიმჩნევა ჩახევები, დაზიანების პროცესი დაწყებულია. კეფზე 14 ადგილას ნესტის კვალია (დახვეული გრაგნილის ერთიდაიგივე ადგილია). კეფის ზედა ნაწილის კიდეზე შეიმჩნევა სიმხურვალით (სანთელი, ლამფა) დაზიანებული, გაუხეშებული და მკვეთრად დეფორმირებული ადგილები.
გრაგნილი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე.
კონდაკი და მასზე დამგრებული ორივე, ოთხწახნაგოვანი თავები კარგად დამუშავებული და დაუზინებელია (მარცხენა თავი სიგანეზე გახსნილია). კონდაკზე შემოხვეულია დაზიანებული და ჭუჭყიანი ეტრატის პატარა ფრაგმენტი, რომელიც ჯოხზე დამაგრებულია კიდეების ერთმანეთთან ძაფის მიკერებით, რომელიც თავისთავად ჯოხზეა მიმაგრებული (ნემსი ამოტარებულია ხის ჯოხზე).
კეფის ქვედა კიდე უხეშად არის სხვადასხვა ფერის ძაფით დამაგრებული ხის ჯოხზე შემოხვეულ ეტრატის ფრაგმენტზე (ქვედა კიდეები თანადროული ძაფით, ხოლო შავი ფერის ძაფით უხეშად ამობლანდული).
კეფზე გვიანდელი მინაწერია შავი მელნით.
კეფის v-ზე ნესტის ადგილებში მელანი გადასულია, ტექსტის გარჩევა რთულია; ნაწერია ბეწვის მხარეს. დაუზიანებელ ადგილებში მელანი გაფერმკრთალებულია, თუმცა ტექსტის და ასოების ამოკითხვა შესაძლებელია. ერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, კეფებზე შემორჩენილი გადაკერვის დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), ხოლო ჩახსნილი ადგილები გადაგრდება (გაიკერება) ძაფით. მოხდება მათი მხოლოდ მინიმალურად კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: გრაგნილი 3 კეფი, 212×19,5; ეტრატი, მეტად დაზიანებული (დასაწყისი და ბოლო მოხეული აქვს. ყოველი 7 სტრიქონის შემდეგ ტექსტი ზოლებად ამოხუნებულია და ძნელად იკითხება);ნუსხური (სათაურები სინგურით; [XVIს.];
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, ტ, II, 1951, გვ.9
ტექსტი