ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-511
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-511

H-511

H-511

Manuscript2024-03-30T21:51:42+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      H-511

რაობა                                                             კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XVI ს.

კეფის რაოდენობა                                       5 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  295X21,4;  I44x20,5;II73x21; III 78×21;IV 71,5×22;V34,5×21;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-44, v-50;II r- 94, v-93; III r-99, v-99; IVr-89, v-89;V r-38, v-38;

ნაწერის ზომა                                   I32x9; II71x9,5; III 75×10; IV-69,5×11; V28,5×11;

არშიების ზომა:        I-ზედა0, ქვედა1, მარცხენა6სმ; მარჯვენა5სმ;II -ზედა , ქვედა, მარცხენასმ; მარჯვენასმ;III-ზედა , ქვედა, მარცხენასმ; მარჯვენასმ; IV-ზედა 1, ქვედა 0,5, მარცხენა 7სმ; მარჯვენა 6სმ;V-ზედა 1, ქვედა 5, მარცხენა 6,5სმ; მარჯვენა 5სმ.

მასალა                                                     ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              003

ფორმატი (სრული,არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული– გადაცემულია სარესტავრაციოდ

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი, სინგური

პაგინაცია                                          –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)

დაკანონვა                                                     ფრთხილად შესრულებული

კეფების გადაბმის ტექნიკა            ბოლო 2 კეფი გადაკერებულია უხეშად,                                                            სხვადასხვა დროს, ამოკერვის სხვადასხვა ტექნიკით (პრინციპით), სხვადასხვა ფერის ძაფით (წითელი, მოთეთრო)

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   აქვს

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          დიდი ზომის ინიციალები

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები                              ერთ-ერთ მათგანში იხსენიება მამია გურიელი და მეუღლე მისი პუპია: „ მამ[ი]ა გურ[იელ]სა ბანა რე (ძე?)სა და მეუღლესა მისსა პუპიას შეუნდოს ღმერთმან ცოდვანი მათნი“.

 

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

 

1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი თავნაკლულია; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული, ფორმატი არასრული; კეფის ზედანაწილი მოხეულია და ნაკლულია მინიატიურასთან ერთად (შემორჩენილია მინიატიურის ქვედა ნაწილი);კიდეები, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე დაზიანებული ადგილები და ფორმატი შევსებულია სარესატვრაციო ქაღალდით. ტექსტის დასაწყისში სახლის სახურავის ფორმის  (პირამიდისებური) ორნამენტია, ქვემოთ სინგურით სათაური;

r-ზე ტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით.  მარჯვენა მხარეს მინაწერია, კიდეზე გასმულია ლურჯი ფერის ფანქარი; მარცხენა მხარეს დიდი ზომის, მხატვრულად გაფორმებული ინიციალებია. ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია;

v-ზე შემორჩენილი ტექსტის წაკითხვა რთულია, დასაწყისი საერთოდ არ იკითხევა, ეტრატის გაშავების გამო;

1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია ძაფით ამოკემსვის პრინციპით.

II კეფი:გრაგნილი მეორე კეფის ნაკლული ფორმატის შესავსებად გამოყენებულია იაპონური სარესტვარაციო ქაღალდი; ტექსტში დაზიანებული ადგილების გასამაგრებლად იაპონური საკონსერვაციო ქაღალდი; კეფის დიაგონალურად, ასიმეტრიულად გადახეული ზედა ნაწილი გაუკერიათ ძაფით, სადაც მოყოლილია ასოები (ასოებზეა ნემსის ნახვრეტი). მარცხენა მხარეს დიდი ზომის მხატვრულად გაფორმებული ინიციალებია და დიდი ზომის მინიატიურები.

მე-3 კეფთან მოგვიანებით გაუკერიათ ამობლანდვის პრინციპით ძაფით(გამაგრების მიზნით), შემორჩენილია თავდაპირველი წითელი ფერის ძაფის უმნიშვნელო ფრაგმენტები.

III კეფი: გრაგნილის მესამე კეფის ფორმატი სრულია, დაზიანებული და გაშავებულია კიდეები; მარცხენა მხარეს დიდი ზომის მხატვრულად გაფორმებული ინიციალებია, გვიანდელი, შავი მელნით მინაწერი და დიდი ზომის მინიატიურაა (ორი პიროვნება)

მე-4 კეფთან გადაკერებული არ არის. აღენიშნება ნემსის ნახვრეტები და გადაბმისთვის გამოყენებული წითელი ფერის ძაფის ფრაგმენტები.

IV კეფი: გრაგნილის მეორე კეფის ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული.  კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებულია.  კეფის ზედა მხარეს აღენიშნება ზედა კეფის მიკერების კვალი, ნემსის ნაჩხვლეტები, შემორჩენილი აქვს უმნიშვნელო წითელი ფერის ძაფის ბოჩკო;ეტრატის ზედაპირს აღენიშნება მრავალი ბზარი, კიდეები ჩატეხილი გაბზარული და ჩახეულია; რამდენიმე ადგილას ეტრატი ამოგლეჯილია

r-ზეტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით, სიმეტრიულად; მარცხენა მხარეს დიდი ზომის, მხატვრულად გაფორმებული ინიციალებია „ს“, „მ“, ტექსტში გამოყენებულია სინგური; თითოეული ინიციალის ქვედა მხარეს დიდი ზომის მინიატიურაა;

v-ზე ანალოგიური დაზიანებებია, მარცხენა მხარეს ოთხი დიდი ზომის ინიციალია, სამი მხატვრულად გაფორმებული; საზედაო ასოებისთვის გამოყენებეულია როგორც სინგური, ასევე ტექსტის ყავისფერი მელანი;

მე-3 კეფთან გადაბმულიასხვადასხვა დროს და სხვადასხვა ამოკერვის პრინციპით წითელი და მოთეთრო ფერის ძაფით, უხეშად.

V კეფი: მე-3 კეფისთვის გამოყენებულია პატარა ზომის ეტრატის ფურცელი; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული.  ეტრატის ზედაპირს აღენიშნება მრავალი ბზარი, კიდეები ჩატეხილი, გაბზარული და ჩახეულია;

r-ზე ტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით, სიმეტრიულად; ტექსტში უხვადაა გამოყენებული სინგური; მარცხენა მხარეს დიდი ზომის მინიარიურააა გამოსახული;

v-ზე ანალოგიური დაზიანებებია, მარცხენა მხარეს ერთი მხატვრულად გაფორმებული  დიდი ზომის ინიციალია;

 

კონდაკი: გრაგნილი დახვეულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე, რომელსაც ორივე მხარეს აქვს სხვადასხვა ფორმის, ასევე დამუშავებული თავები; ერთ მხარეს 8 წახნაგია, ოდნავ დაზიანებული, ხოლო მეორე მხარეს მრგვალი ფორმის.

 

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გადაცემულია სარესტავრაციო.

 

აღწერილობიდან: კონდაკი, XVI ს.

გრაგნილი, ხუთი (5) კეფი: 295X21,4; ეტრატი, დაზიანებული; (კიდეებშემოხეული); უკანასკნელი კეფის v ძნელად იკითხება ეტრატის გამუქების გამო; IV კეფი შუაზე გახეულია და გაკერილი); ნუსხური (სათაურები სინგურით); კონდაკი შემკულია ლამაზად გაფორმებული საზედაო ასოებით და თავკაზმულობით; მოიპოვება მდარედ შესრულებული წმინდანთა ილუსტრაციებიც [XVI ს.].

 

„სა˜ღთო ჟამისწირვა წ˜ჲ იოანე ოქროპირისა, – შერავიდეს დიაკონი სადიაკნესა შინა, შეიმოსოს სტიხარი და იტყოდეს მღდელი …“

შენიშვნა: აშიებზე მოიპოვება მოგვიანო მინაწერები, რომლებიც კიდეების დაზიანების გამო ძნელად იკითხება. ერთ-ერთ მათგანში იხსენიება მამია გურიელი და მეუღლე მისი პუპია: „ მამ[ი]ა გურ[იელ]სა ბანა რე (ძე?)სა და მეუღლესა მისსა პუპიას შეუნდოს ღმერთმან ცოდვანი მათნი“.

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.II, 1951, გვ.8.

 

 

ტექსტი

 

 

 

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი