ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-2092 ა-ბ
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-2092 ა-ბ

H-2092 ა-ბ

H-2092 ა-ბ

Manuscript2025-03-30T20:24:16+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      H-2092 ა-ბ პალიმფსესტი

რაობა                                                             სულთა მატიანე,

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XV-XVIსს.

კეფის რაოდენობა                                       5 კეფი;

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  90X23;  I16x23;II 17,5×23; III 19×23,5; IV18,5×22,5;V 22×17,5

სტრიქონთა რაოდენობა                I r-28, v-14;II r-12, v-არ არის ტექსი;III r-20, v-არ არის ტექსი; IV r-13, v-28;V r-13,v-18;

ნაწერის ზომა                                   Ir-19,5×5,5, v-18,5×13,5; II–r-16,5×10,5; III r-21,5×17; IV r-15,5×20, v-x; V r-19,5×13,5, v-11,5×9

არშიების ზომა:        I-ზედა 1,5, ქვედა1,5, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1,5სმ; II -ზედა 2,5, ქვედა 4, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ;III -ზედა 0,5, ქვედა 0,3, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 0,5სმ; IV -ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 1სმ; V-ზედა 2, ქვედა 2, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 1,5სმ;

მასალა                                                     ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              004

ფორმატი (სრული,არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი

პაგინაცია                                          –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               –

დაკანონვა                                                     –

კეფების გადაბმის ტექნიკა                        დაშლილი

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          –

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N838;

 

1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

შენიშვნა: გრაგნილის ტექსტისთვის გამოყენებულია სხვა ხელნაწერის ფურცლები, სადაც 2 კეფის  v გადაფხეკილია, ხოლო 3 კეფზე შემორჩენილია სხვადასხვა ფორმატისა და სხვადასხვა ხელნაწერის ტექსტი. დაშლილია (არ არის გადაბმული), თუმცა აღწერილობაში აღნიშნულია, რომ გადაბმული იყო წითელი ძაფით.

პაგინაცია სავარაუდოა(ზომების ასაღებად, შესწორდება ტექსტის წაკითხვის შემდეგ).

I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი (ა)r-ზე წარმოადგენს პატარა ზომის, ხელნაწერი წიგნის ერთ ფურცელს, არის პალიმფსესტის ფურცელი;თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ზედა კეფის მიკერების ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ტექსტის ნაწილიცგაშავებულია. ზედაპირზე აღინიშნება ბზარები, ჩახეული და ჩატეხილი ადგილები. ტექსტი ნაწერია ჰოტიზონტალურად (ქვედა ფერის), შავი მელნით, არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით (მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვის ხაზები, ნაწერის კონტურები და ასოთა მოხაზულობანაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით). ქვედა მარცხენა კიდეზე შემორჩენილია ძაფის კვანძი.

v-ზე შემორჩენილია ტექსტი ორ სვეტად, ტექსტის ქვედა და ზედა ნაწილში რთულად წასაკითხია (ეს ტექსტი არ არის გრაგნილის ნაწილი, არ დაჭირდათ და არ გადაფხიკეს).

II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი (ბ)(სავარაუდო პაგინაცია), წარმოადგენს პატარა ზომის ფურცელს; კეფის ზედა და ქვედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები და ძაფით მიკერების კვალი. ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, გაუხეშებული და დეფორმირებულია.  ფურცელი,ტექსტთან ერთად გაშავებულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი. კეფის ზედა მარჯვენა მხარეს ნაკლულია. კიდეები უმნიშვნელოდ ზიგზაგისებურად დაზიანებულია.

r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, არაკალიგრაფიულინუსხურით.

v-ზე ტექსტი გადაფხეკილია.

III კეფი:გრაგნილის მესამე (ბ) (სავარაუდო პაგინაცია) კეფის ზედა და ქვედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები და ძაფით მიკერების კვალი. ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, გაუხეშებული და დეფორმირებულია.  ფურცელი, ტექსტთან ერთად გაშავებულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი, მარცხენა მხარეს გადატეხილია და შეიმჩნევა ახალი ბზარები.

r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით არაკალიგრაფიული ნუსხურით.

v-ზე ტექსტი გადაფხეკილია.

IV კეფი:გრაგნილის მეოთხე კეფი (ბ) წარმოადგენს ხელნაწერი წიგნის ერთ ფურცელს, არის პალიმფსესტის ფურცელი; კეფის ზედა და ქვედა ნაწილში შემორჩენილია კეფის მიკერებისთვის ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია. ზედაპირზე აღინიშნება ბზარები, ჩახეული და ჩატეხილი ადგილები, კიდეები დაზიანებულია ზიგზაგისებურად. ტექსტი ნაწერია ჰოტიზონტალურად (ქვედა ფერის), შავი მელნით, არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით (მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვის ხაზები, ნაწერის კონტურები და ასოთა მოხაზულობანაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით).

v-ზე შემორჩენილია ტექსტი ორ სვეტად, ტექსტის ქვედა და ზედა ნაწილში რთულად წასაკითხია (ეს ტექსტი არ არის გრაგნილის ნაწილი, არ დაჭირდათ და არ გადაფხიკეს). ორივე სვეტზე 28 სტრიქონია, ტექსტის მელნით შესრულებულია საზედაო ასოები.

V კეფი: გრაგნილის მეხუთე კეფი (ბ) წარმოადგენს პატარა ზომის, ხელნაწერი წიგნისპალიმფსესტის ორ ფურცელს; მოკეცვის ადგილას შეიმჩნევა აკინძვის ორი რომბისებური ჭრილი. კეფის ზედა და ქვედა ნაწილში შემორჩენილია კეფის მიკერების ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია. ზედაპირზე აღინიშნება ბზარები, ჩახეული და ჩატეხილი ადგილები. ფურცლის შუაში ამოგლეჯილია ტექსტთან ერთად, კიდეები ზიგზაგისებურად დაზიანებულია; შეიმჩნევა ახალი ბზარები.ტექსტი ნაწერია ჰოტიზონტალურად (ქვედა ფერის), შავი მელნით, არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით. გამოყენებულია სინგურიც(მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვის ხაზები, ნაწერის კონტურები და ასოთა მოხაზულობანაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით).

v-ზე შემორჩენილია ტექსტი ერთ სვეტად, ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით; საზედაო ასოებისთვის გამოყენებულია სინგური და ტექსტის მელანი; ფურცლის კიდეებზე ტექსტის ნაწილიგაშავებულია, რთულად წასაკითხი ან საერთოდ არ იკითხება. (ეს ტექსტი არ არის გრაგნილის ნაწილი, არ დაჭირდათ და არ გადაფხიკეს).ტექსტი ნაწერია

 

რეკომენდაცია: ეტრატის ფურცლები – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით;ჩაუტარდესმინიმალური  კონსერვაცია. დაცალკევებულიგრაგნილის კეფები გასწორებულ მდგომარეობაში მოთავსდეს მისი ზომის საქაღალდეში.

 

აღწერილობიდან: სულთა მატიანე, XV-XVI სს.

გრაგნილი, ხუთი (5) კეფი: 90X23; ეტრატი, წითელი ძაფით მიკერებული, დაზიანებული; ნუსხური [XV-XVI ს.], რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N838;

„უფალო, აშენე, აკურთხე…“

წყდება: „სულსა თამარის შეუნდოს ღმერთმან. სულსა მამუკესასა შეუნდოს ღმერთმან…“

შენიშვნა: 1. პირველი კეფი წარმოადგენს „სულთა მატიანეს“,ნაწერია გაურკვეველი ულამაზო ხელით.

  1. კეფის v-სშემოუნახავს გაურკვეველი ტექსტის ნაწყვეტები.

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.V, 1949, გვ.57

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი