H-2091
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-2091 პალიმფსესტი
რაობა სულთა მატიანე
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI-XVII სს.
კეფის რაოდენობა 7 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 148X23; I26,5×18,5;II 12,5×16,5; III 21,5×15; IV11,7×9; V 22×24,5; VI 22×35; VII 17×16;
სტრიქონთა რაოდენობა I r-27, ვ-20;II r-9, ვ-18;III r-12, ვ-30; IV r-10, v-12;V r-28, v-დაუწერელი; VI r-37, v-21; VII r- 21, ვ-16;
შენიშვნა:v-ზე ქვედა ფენის ტექსტია(ორიგინალი)
ნაწერის ზომა I24,5×16,5; II-14×9; III 18×11,5; IV 9,5×8;V23x15; VI 31,5×19; VII 23,5×13,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0,5, ქვედა1, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0სმ; II -ზედა 1, ქვედა 2, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0,5სმ;III -ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 12სმ; მარჯვენა 2სმ; IV ზედა 2, ქვედა 0, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0მ;V -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 2სმ; VI -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 2სმ; VII-ზედა 2, ქვედა 0,5, მარცხენა 0,5სმ; მარჯვენა 1მ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 002
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი შავი
პაგინაცია v-ზე ანბანური ა-ზ
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა შეიმჩნევა ქვედა ფენის დაკანონვა
კეფების გადაბმის ტექნიკა 3 კეფი გადაკერებულია უხეშად, 4 კეფი დაშლილია
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები –
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N837; შემოხვეული აქვს ქაღალდი „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმი“-ის ბეჭდით
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი (ა) წარმოადგენს პატარა ზომის, ორად მოკეცილი ხელნაწერი წიგნის ორ ფურცელს (14×18,8), არის პალიმფსესტის ფურცელი;თავნაკლულია;გრაგნილის ტექსტისთვის გამოყენებულია ფურცლის (ქვედა ფენის) ვერტიკალური ფორმა. კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიცგაშავებულია. ფურცლის მოკეცვის ადგილას სიგანეზეშემორჩენილია აკინძვისთვის სამი რომბისებური ჭრილი, მოკეცვის ადგილას ზედა და ქვედა მხარეს გახეულია;ორივე ფურცელს აღენიშნება რამდენიმე გაჭიმვისგან წარმოქმნილი ოვალური ხვრელი; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით.
v-ზე შემორჩენილია ორიგინალი (ქვედა ფენის) ტექსტი, ნაწერია ერთ სვეტად, ყავისფერი მელნით კალიგრაფიული ნუსხურით; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია. საზედაო ასოებისთვის გამოყენებულია ტექსტის მელანი;დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით მკვეთრად. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;
1 კეფი მე-2-სთან გადაკერებული ყოფილაძაფით, უხეშად ეტრატის პირისპის მიდების პრინციპით, ნაკერი გახსნილია, შემორჩენილია მხოლოდ ძაფის ფრაგმენტები, ამ ფრაგმენტებითაა ამჟამად ერთმანეთთან გადაბმული.
II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი (ბ), პირველი მსგავსად, წარმოადგენს პატარა ზომის, ხელნაწერი წიგნის ერთპალიმფსესტისფურცელს; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია. უხდეშადაა მიკერებული ზედა კეფი, ძაფი ამოყრილია პირველი სტროფის ქვემოთ მარჯვენა მხარეს. კეფის ქვედა ნაწილში შეიმჩნევა ნემსის ნაჩხვლეტები.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით.
v-ზე შემორჩენილია ორიგინალი ხელნაწერის (ქვედა ფენის) ტექსტი, ნაწერი ერთ სვეტად ყავისფერი მელნით, კალიგრაფიული ნუსხურით. თუმცა მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტისწაკითხვა შეუძლებელია.
მე-3კეფთან გადაკერებულია ძაფით, უხეშად ეტრატის ერთმანეთზე გადადების პრინციპით, ორივე მხრიდან ნაკერი გახსნილია.
III კეფი: მე-3 კეფისთვის (გ) გამოყენებულია ოდნავ დიდი ზომის ხელნაწერი წიგნის ფურცელი; ეტრატი დლიერ აზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია, კიდეები დაზიანებულია ზიგზაგისებურად, ზოგიერთ ადგილას მოხეული და ნაკლულია.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით; შეიმჩნევა ქვედა ფენისთვის გამოყენებული დაკანონვის ხაზები;
კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. კეფის ქვედა მარჯვენა მხარეს გახეული და შუაში ნაკლულია, გადაკეცვის ადგილას შუაში ჩახეულია.მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ქვედა ფენა ნაწერია ორ სვეტად მკვეთრად შეიმჩნევა ასოთა მოხაზულობა და კონტურები.
v-ზე შემორჩენილია ორიგინალი ხელნაწერის (ქვედა ფენის) ტექსტი, დაწერილი ორ სვეტად, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით; შეიმჩნევა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, შუაში საზედაო ასოებისთვის დახაზულიადგილი;
ფურცელი მთლიანად გაშავებულია, ტექსტი რთულად წასაკითხია, დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით მკვეთრად.
IV კეფი:მეოთხე კეფად (დ) შემორჩენილია პატარა ზომის ფრაგმენტი, ზედა მხარეს შემორჩენილი აქვს ნემსის ნახვრეტი. დაზიანებულია; ქვედა და მარჯვენა მხარე ირიბად მოხეულია და ნაკლულია ტექსტთან ერთად.
v-ზე ჩემორჩენილია ორიგინალი ტექსტის ნაწილი, ნაწერი ერთ სვეტად, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით, საზედაო ასოებისთვის გამოყენებულია როგორც სინგური, ასევე ტექსტის მელანი;
V კეფი: გრაგნილის მეხუთე კეფი (ე) ცალკე ფურცელია, არ არის მიკერებული კეფებთან; ზედა და ქვედა ნაწილში შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია, კიდეები დაზიანებულია ზიგზაგისებურად, ზოგიერთ ადგილას მოხეული და ნაკლულია. ზედაპირზე აღენიშნება ბზარები.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა;
v დაუწერელია, ზედა მხარეს შეიმჩნევა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმის “ ბეჭედი.
VI კეფი: გრაგნილის მეექვსე კეფი (ვ), ცალკე ფურცელია, არ არის მიკერებული კეფებთან; ზედა და ქვედა ნაწილში შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები; პალიმფსესტის ფურცელი არის ხელნაწერის ორად მოკეცილი ფურცელი; გადაკეცვის ადგილას აღენიშნება 6 (ექვსი) აკინძვისთვის გამოყენებული ნახვრეტი; ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი და დეფორმირებულია. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია, კიდეები დაზიანებულია ზიგზაგისებურად, ზოგიერთ ადგილას მოხეული და ნაკლულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავალი ბზარი. ორივე მხარეს დაზიანებული და მოხეული ადგილები, ფორმატი შევსებულია ეტრატის ფურლით (მიკერებულია უხეშად ძაფის გამოყენებით;
r-ზე ტექსტი ნაწერია ერთ სვეტად, შავი მელნით, არასიმეტრიულად, არაკალიგრაფიული ნუსხურით; ტექსტი რთულად წასაკითხია;
v-ზე შემორჩენილია ორიგინალი ხელნაწერის (ქვედა ფენის) ტექსტი, დაწერილი ორ სვეტად, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით; შეიმჩნევა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, შუაში საზედაო ასოებისთვის დახაზული ადგილი;
ფურცელი მთლიანად გაშავებული/გაყვითლებულია, ტექსტისწაკითხვა შესაძლებელია, დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით ფრთხილად. საზედაო ასოები შესრულებულია ტექსტის მელანით.
VII კეფი:გრაგნილის მეშვიდე კეფი (ზ) წარმოადგენს პატარა ზომის, ორად მოკეცილი ხელნაწერი წიგნის ორ ფურცელს (13×16), არის პალიმფსესტის ფურცელი; გრაგნილის ტექსტისთვის გამოყენებულია ფურცლის (ქვედა ფენის) ვერტიკალური ფორმა. კეფის ზედა და ქვედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები. ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია. ფურცლის მოკეცვის ადგილას სიგანეზე შემორჩენილია აკინძვისთვის ოთხი ჭრილი, მოკეცვის ადგილას ზედა და ქვედა მხარეს გახეულია; გახეულია ქვედა მხარეს ტექსტის შუაში გახეული და დაზიანებულია. ზედაპირზე აღენიშნება ბზარები, ჩახევები, ჩატეხვები.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, არაკალიგრაფიული ნუსხურით; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით.
v-ზე შემორჩენილია ორიგინალი (ქვედა ფენის) ტექსტი, ნაწერია ერთ სვეტად, ყავისფერი მელნით კალიგრაფიული ნუსხურით; ტექსტისწაკითხვა შესაძლებელია. საზედაო ასოებისთვის გამოყენებულია სინგური და ტექსტის მელანი;დაკანონვა შესრულებულია ფრთხილად. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; კიდეებზე მინაწერებია მხედრულით.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – ძლიერ დაზიანებული, გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით,ჩაუტარდესმინიმალური კონსერვაცია. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: კრებული, XVI-XVII სს.
გრაგნილი, შვიდი (7) კეფი: 148X23; ეტრატი, დაზიანებული; პალიმფსესტი; ნუსხური [XVI-XVII ს.], მეორე კეფის მეორე გვერდი არ იკითხება, მე-5 კეფის v დაუწერელია, რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N837;
1.[სულთა მატიანე] „უფალო, აშენე და აკურთხე სახლ-საყოფელი მირზას ჩარკჳსა …“
წყდება: „სულსა დიაკონის გ[ი]ტოს შეუნდოს ღმერთმან, ამინ. უფალო“. (პირველი გვერდები 7-ივე კეფის).
- [დავითნი, ნაწყვეტი] „არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ კუჱრთხმან შენმან და არგანმან შენმან …“ 24,ვ.
წყდება: „[ხ]ილვად ჩემდა შვენიერებაჲ უფლისა …“ 26, 4.
შენიშვნა: მიწერილია ტექსტის ბოლოს იმავე ხელით: „განგარინოს შენ და განაბნინოს ყოველნი ფარისეველნი“.
- [სახარების ნაწყვეტი]: „ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა ფუცუად ყოვლადვე, ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღთ˜ისაჲ …“ მთ, 5, 34.
წყდება: „უკეთუ გიყვარდენ მოყვარენი ხოლო თქვენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს, რამეთუ მეზვერენიცა და ცოდვილნი ამა … “ მთ, 5, 34.
- [სახარების ნაწყვეტი]: „… გინა დაშავებად, არამედ იყავნ სიტყვაჲ თქუჱნი ჰე ჰე და არა არა …“ მთ, 5, 37.
წყდება: „და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად …“ მთ, 6, 4 (მე-6-ე კეფის მეორე გვერდი).
- [დაბადების ნაწყვეტი]: „რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო“.
წყდება: „და თაყუანისცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუჱდა ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას …“
შენიშვნა: მეშვიდე კეფის v აშიებზე არის მხედრული მინაწერი.
შეუნდვენ ღმერთმან სულსა თამარს. შეუნდვენ ღმერთმან სულსა ქობექის. შეუნდვენ ღმერთმან…“
შენიშვნა: პირველი კეფის ტექსტი გაუმართავია, იგივე ტექსტი უფრო გამართულად დაუცავს მეორე კეფს …“
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.V, 1949, გვ.56