H-2090
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-2090 პალიმფსესტი
რაობა სულთა მატიანე,
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVI-XVII სს.
კეფის რაოდენობა 4 კეფი;
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 56X2,5; I12,2×17,5;II 12,2×1,5; III 27×20; IV6x21;
სტრიქონთა რაოდენობა I r-10;II r-11;III r-29; IV r- 5;
შენიშვნა:v-ზე ქვედა ფენის ტექსტია
ნაწერის ზომა I9,5×15; II-10×15; III 25,5×18; IV 3,5×17;
არშიების ზომა: I-ზედა 1, ქვედა 0,1, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0სმ; II -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0სმ;III -ზედა 0,3, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0სმ; IV -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 2სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 004
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი შავი
პაგინაცია კეფების მარცხენა მხარეს, ზედა კიდეში ფანქრით, ანბანით (ა,ბ,გ,დ).
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა ზედა ნაწერის დაკანონვა არ შეიმჩნევა
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული წითელი ძაფით უხეშად
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N836; შემოხვეული აქვს ქაღალდი „საქართვოლოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმი“-ის ბეჭედი
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი r-ზე წარმოადგენს პატარა ზომის, ორად მოკეცილი ხელნაწერი წიგნის ორ ფურცელს, არის პალიმფსესტის ფურცელი; თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები და ძაფის (ზედა კეფის მიკერების). ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიცგაშავებულია. ფურცლის მოკეცვის ადგილას სიგრძეზე, არის აკინძვისთვის სამი რომბისებური ჭრილი; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. კეფის ქვედა მარჯვენა მხარეს გახეული და შუაში ნაკლულია, გადაკეცვის ადგილას შუაში ჩახეულია.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, ნუსხურად; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი,ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. კიდეებზე ორივე მხარეს სიგრძეზე შეიმჩნევა დაკანონვისთვის გამოსაყენებელი ნაჩხვლეტები.
v-ზე შემორჩენილია ქვედა ფენის ტექსტი, თუმცა მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია.დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით მკვეთრად. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;
1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია წითელი ძაფით უხეშად ეტრატის ერთმანეთზე გადადების პრინციპით, ორივე მხრიდან ნაკერი გახსნილია.
II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი, პირველი მსგავსად,r-ზე წარმოადგენს ერთიდაიგივე, პატარა ზომის, ორად მოკეცილი ხელნაწერი წიგნის ორ ფურცელს, არის პალიმფსესტის ფურცელი; თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები და ძაფის (ზედა კეფის მიკერების). ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია. ფურცლის მოკეცვის ადგილას სიგრძეზე, არის აკინძვისთვის სამი რომბისებური ჭრილი; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. კეფის ქვედა მარჯვენა მხარეს გახეული და შუაში ნაკლულია, გადაკეცვის ადგილას შუაში ჩახეულია.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, ნუსხურად; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. კიდეებზე ორივე მხარეს სიგრძეზე შეიმჩნევა დაკანონვისთვის გამოსაყენებელი ნაჩხვლეტები.
v-ზე შემორჩენილია ქვედა ფენის ტექსტი, თუმცა მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია.დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით მკვეთრად. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;
მე-3კეფთან გადაკერებულია წითელი ძაფით უხეშად ეტრატის ერთმანეთზე გადადების პრინციპით, ორივე მხრიდან ნაკერი გახსნილია.
III კეფი: მე-3 კეფისთვის გამოყენებულია უფრო დიდი ზომის ხელნაწერი წიგნის ფურცელი; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ნაწილიც გაშავებულია.
r-ზეტექსტი ნაწერია შავი მელნით არასიმეტრიულად, დიდი ასოებით, ნუსხურად; მარცხენა კიდეზე სიგრძეზე შეიმჩნევა დაკანონვისთვის გამოსაყენებელი ნაჩხვლეტები, პირვანდელი ხელნაწერისთვის, ხოლო მარჯვენა მხარე მთელ სიგრძეზე დაზიანებულია, სავარაუდოდ გადაკეცვის ადგილია.
კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. კეფის ქვედა მარჯვენა მხარეს გახეული და შუაში ნაკლულია, გადაკეცვის ადგილას შუაში ჩახეულია.მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა, ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით.
v-ზე შემორჩენილია ქვედა ფენის ტექსტი, დაწერილი ორ სვეტად, ყავისფერი მელნით; შეიმჩნევა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, შუაში საზედაო ასოებისთვის დახაზულ ადგილას შეიმჩნევა ტექსტის მელნით შესრულებული ორი საზედაო ასო; ასოები ნაწერია თანაბარი სისწორით (სიგრძე-სიგანე თანაბარია);
ტექსტი რთულად წასაკითხია, მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, დაკანონვა შესრულებულია ბასრი იარაღით მკვეთრად.
მე-4 კეფთან წითელი ძაფით, უხეშად გადაკერება მთლიანად გახსნილია, ეტრატის პირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით; შესაძლებელია ეს იყოს მე-3 კეფის მოხეული ნაწილი და არა კეფი; დაზიანებისა და პირვანდელი ტექსტისთვის გაკეთებული დაკანონვით და დაზიანებით გამოწვეული ჩახევა გაამაგრეს წითელი ძაფით. აღწერილობაში მითითებულია როგორც მე-4 კეფი.
IV კეფი: პატარა ზომის ფრაგმენტი, ზედა მხარეს შემორჩენილი აქვს წითელი ფერის ძაფის ფრაგმენტები, მთელ სიგრძეზე. დაზიანებულია, აღწნიშნება ანალოგიური დაზიანებები;
ქვედა მხარეს შეიმჩნევა მომდევნო კეფთან გადაბმის ნემსის ნახვრეტებისა და ნაცრისფერი ძაფის ძალიან პატარა ფრაგმენტი.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, მასალით, მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: სულთა მატიანე, XVI-XVII სს.
გრაგნილი, ოთხი (4) სხვადასხვა ზომის კეფი: 56X2,5; ეტრატი, დაზიანებული; პალიმფსესტი; ნუსხური [XVI-XVII ს.], რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N836;
„უფალო ღმერთო, აშენე და აკურთხე სახლი და საყოფელი სამთა ძმათა მახვილიან[თ]ა …“
წყდება: „შეუნდვენ ღმერთმან სულსა თამარს. შეუნდვენ ღმერთმან სულსა ქობექის. შეუნდვენ ღმერთმან…“
შენიშვნა: პირველი კეფის ტექსტი გაუმართავია, იგივე ტექსტი უფრო გამართულად დაუცავს მეორე კეფს …“
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.V, 1949, გვ.56