H-2089
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-2089
რაობა (ავტორი) ჟამისწირვა – იოანე ოქროპირი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XV
კეფის რაოდენობა 2 კეფი; მე-3 ცალკე ფრაგმეტრი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 27×17,5; I 42,5×18; II 13,5×18;
სტრიქონთა რაოდენობა I r-65 , v-58; II r-19, v-20;
ნაწერის ზომა I 40,5×14 ; II -12×14;
არშიების ზომა: I-ზედა 0,3, ქვედა 0,5, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1,7სმ ; II -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 2,4სმ; მარჯვენა 2სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 004
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა ვერტიკალური
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაკერებული ძაფით ირიბი მიმართულებით
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N835
შენიშვნა: შემოხვეული აქვს დაზიანებული, დახეული კეფის ფრაგმენტი, ეტრატი; პალიმფსესტი: ნუსხური ტექსტი კონდაკის ნაწყვეტია: „[რაოდენნი კათაკუმეველნი ხართ, განვედით]…“
ზომა: 20 x16,5; ტექსტი ზომა: 18 x14,5; სტრიქონთა რაოდენობა: r-26, v-24; აშიები: ზედა -0; ქვედა 1; მარცხენა – 0; მარჯვენა – 1; ნაწერია ერთ სვეტად; ქვედა ფენა მკვეთრად შეიმჩნევა.
ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, მსხვრევადი, ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ფორმატი არასრული, ზედა და მარცხენა მხარე მოხეულია, და დაზიანებულია ტექსტთან ერთად. მარჯვენა მხარეს კიდეებზე მთელ სიგრძეზე აღენიშნება მრავალი ჩახეული, ჩატეხილი და ნაკლული ადგილები. ვერტიკალურად ორივე მხრიდან დიდზეა ჩახეული, ფორმატიც ნაკლულია. ქვედა მხარეს შუაში ჩახეული და დაზიანებული ადგილი გაკერილია უხეშად ძაფით, სადაც ტექსტიც მოყოლილია და ზიანდება.
ხელრთვა
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილში შემორჩენილია ნემსის ნახვრეტები და ძაფის მიმართულების ნაჭდევი (ზედა კეფის მიკერების). ეტრატი დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეებს, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე აღწენიშნება პატარპატარა ჩახევები. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები. კეფის რამდენიმე დაზიანებული ადგილი გამაგრებულია სარესატვარციო ქაღალდით.
კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია, მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ასეთ ადგილებში ტექსტი რთულად წასაკითხია.
1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია ძაფით, მხოლოდ შუა ნაწილი; ორივე მხრიდან ნაკერი გახსნილია.
II კეფი – ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული, დაზიანებული. მთელ სიგრძეზე აღენიშნება ჩატეხილი ადგილები; მრავობთი ბზარებით ძლიერ დაზიანებულია. ტექსტი კარგად იკითხება.
v-ზე ანალოგიურად ტექსტი რთულად წასაკითხია, ზოგიერთ ადგილას მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი და ასოების გარჩევა შეუძლებელია. ტექსტი ზოგან საერთოდ არ იკითხება, ზოგან კი რთულად.
გრაგნილის ბოლო კეფი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე. კეფის ბოლო შემოხვეულია ჯოხზე და ძაფით არის დამაგრებული. ხის ჯოხი გახვრეტილია სამ ადგილას ნაპირებზე და შუაში, სამივე ნახვრეტში, ეტრატთან ერთად, ამოყრილია ორმაგი ძაფი (სიმაგრისთვის), დანარჩენზე მთელ სიგანეზე ერთმაგი ძაფით, ოდნავ დახრილად არის ამოკერილი და დამაგრებული.
კონდაკი – კარგად დამუშავებული და დაუზიანებელია; ორივე მხარეს, თავები ლამაზად გამოყვანილი ფორმებითაა დამუშავებული, თუმცა სხვადასხვა ფორმისაა.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, მასალით, მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
შენიშვნა: (დაწყება-19.06.23—დასრულება-26.06.23)
ხელნაწერი გრაგნილის (გაუხეშებული, გამომშრალი, დეფორმირებული) კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევის შეფერხების გამო, არქეოგრაფიული აღწერილობის, მდგომარეობის შეფასებისა და ძლიერი დაზიანებების გამო გადაეცა სარესატვარციო ლაბორატორიას პრევენციული კონსერვაციისთვის.
ხელნაწერის დაუწერელი ადგილები გაიწმინდა როგორც მშრალად, ისე დატენიანებული ტამპონით. დატენიანდა „სენდვიჩის მეთოდით“. გასწორდა მსუბუქი სიმძიმის ქვეშ.
კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევა ჩატარდა რესტავრატორის მეთვალყურეობით.
დაუბრუნდა საცავს შემდგომი რესტავრაციისთვის.
აღწერილობიდან:
გრაგნილი, 2 კეფი; 27X17,5; ეტრატი; თავბოლო ნაკლული; ნუსხური, სათაურები და დასაწყისი ასოები ასომთავრული სინგურით; [ს.]. რუმიანცევის მუზეუმიდან. ძველი N835.
„… ღდა მოიღებდა წმიდასა შნათ˜ასა საიდუმლოთა და ზეცისაჲ სასუფევლისა ღირს ყოფად …“
წყდება: „მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ეფისკოპოზისა მართალთა მადიდებლობითა“.
შენიშვნა: შემოხვეული აქვს დახეული კეფი, ეტრატი; პალიმფსესტი; 20X16; ნუსხური ტექსტი კონდაკის ნაწყვეტია: „[რაოდენნი კათაკუმეველნი ხართ, განვედით …]“.
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია H), ტ.V, 1949, გვ.56