H-191
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი H-191
რაობა კონდაკი,
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XIV-XVსს.
კეფის რაოდენობა 6 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 214×18,5; I9x11,5;II 51×18; III 13,5×18; IV42x18; V 47×18; VI 52,5×18;
სტრიქონთა რაოდენობა I r-8, v-დაუწერელი;II r-53, v-40;III r-13, v-13; IV r-76, v-54;V r-65, v-57; VI r-74, v-63;
ნაწერის ზომა I7x9; II-49,5×10,5; III 11,5×10; IV 41×10,5;V45,5×10,5; VI 50×10,5;
არშიების ზომა: I-ზედა 0, ქვედა1, მარცხენა 0სმ; მარჯვენა 0სმ; II -ზედა 1, ქვედა 0,5, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 3,5სმ;III -ზედა 1, ქვედა 1, მარცხენა 12სმ; მარჯვენა 2სმ; IV ზედა 0, ქვედა 0,5; მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ;V -ზედა 0, ქვედა 0.5, მარცხენა 3,5სმ; მარჯვენა 3,5სმ; VI -ზედა 0, ქვედა 2, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 3,5სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 002
ფორმატი (სრული,არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი შავი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაკანონვა –
კეფების გადაბმის ტექნიკა 3-3 კეფია გადაკერებული(გახსნილია შუაში)
1.3. გაფორმება
მინიატურა –
დეკორი –
საზედაო ასოები სინგური
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავბოლონაკლული)
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი შემორჩენილიაპატარა ზომის ფრაგმენტის სახით; თავნაკლულია, გვერდები შემოხეულია; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,მთლიანად გაშავებული (ჭვარტლით, კვამლით), გამომშრალი, დეფორმირებული, მტვრევადი (მსხვრევადი). აღენიშნება ბზარები, ჩახევები.
r-ზე ნაწერი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია; შესაძლებელია მხოლოდ შემორჩენილი სტრიქონთა რაოდენობის განსაზღვრა;
v-სო მხარე მთლიანად გაშავებულია, სტრიქონთა რაოდენობის განსაზღვრაც კი შეუძლებელია.
1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულია წვრილად, ამოკემსვის პრონციპით, ამჟამად გახსნილია და ეტრატის გადაბმის ადგილიც ჩახეულია, მხოლოდ პატარა ადგილითაა მიმაგრებული ერთმანეთთან.
II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი, პირველი მსგავსად,ძლიერ დაზიანებულია, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები, ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე და ტექსტის ზედა ნაწილიგაშავებული (ჭვარტლით, კვალმით) და გაუხეშებულია.ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე აღენიშნება მრავლობითი ჩახეული, ჩატეხილი, მოტეხილი და ჩაკეცილი ადგილები, დაზიანებულია ზიგზაგისებურად.
r-ზე ტექსტი ნაწერია შავი მელნით მოზრდილი ასოებით, კალიგრაფიული ნუსხურით; შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა. ორივე კიდეზე მინაწერები რთულად წასაკითხია.
v-ზე ანალოგიურად, კეფის ზედა მხარე და კიდეები მთლიანად გაშავებულია, ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. ქვედა ნაწილში, მიუხედავად მისი დაზიანებებისა და დეფორმაციისა ტექსტის წაკითხვა (რთულად) შესაძლებელია.
მე-3 კეფთან გადაკერებულია ძაფით,ამოკემსილია წვრილად (მიჯნით, ძალიან ახლოს). გადაბმის კიდეები ჩახსნილი და დაზიანებულია.
III კეფი: მე-3 კეფისთვის გამოყენებულია პატარა ზომის ეტრატისფრაგმენტი; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული, გაშავებული, განსაკუთრებით კიდეები ორივე მხარეს. მკვეთრად შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები, რომელთა დიდი ნაწილი გახსნილი, ჩახეული და ჩატეხილია (პროცესი გრძელდება). კიდეები დაზიანებულია ზიგზაგისებურად; მარცხენა მხარეს ზოგიერთი დაზიანებული, ჩახეული ადგილები გაუმაგრებიათ ძაფით (ამოკერილია უხეშად) და ეტრატის პატარა ნაკუწით.
r-ზე ტექსტი ნაწერია შავი მელნით კალიგრაფიული ნუსხურით; შეიმჩნევა ქვედა ფენისთვის გამოყენებული დაკანონვის ხაზები და ასოების კონტური. ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.
კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; ზედაპირზე აღენიშნება ბზარები. ზოგიერთ ადგილას მელანი გადაცრეცილია, თუმცა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.
მე-4 კეფთან გადაბმული არ არის, შეიმჩნევა გადაბმის ნემსის ნახვრეტები.
IV კეფი: მეოთხე კეფი დაზიანებული, გაუხეშებული და დეფორმირებულია; ფორმატი სრულია, თუმცა კიდეებზე ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე აღენიშნება ჩატეხილი და ჩახეული ადგილები; ზოგიერთი დაკანონვის ადგილები ჩატეხილია და ნაწერი შუაზეა გაყოფილი; დაზიანების პროცესი დაწყებულია და გრძელდება.ქვედა მარჯვენა მხარეს გახსნილი (ჩატეხილი) ადგილი ძაფითაა გამაგრებული.ქვედა მარცხენა მხარეს კი ეტრატის ნაგლეჯითაა გამაგრებული, რომელზეს ასოთა მოხაზულობა შეიმჩნევა.
მარჯვენა მხარეს შუაში რომბისებული ჭრილია, რომელიც ხელნაწერის აკინძვისთვის იყო გათვალისწინებული.
r-ზე ტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, თუმცა 8 სტრიქონი მოზრდილი ასოებით, ხოლო დანარჩენი წვრილი ასოებით, ტექსტის წაკითხვა შესძლებელია, კიდეებზე ორივე მხარეს მინაწერებია;
v-ზე მიუხედავად დაზიანებებისა და ეტრატისბუნებრივი მუქი ფერისა ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.
მე-5 კეფთან გადაკერებულია ამოკემსვის პრინციპით მიჯნით, წვრილად. კიდეებზე ძაფი გაწყვეტილია და ჩახსნილია.
V კეფი: გრაგნილის მეხუთე კეფის ფორმატი სრულია; ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებულია, დაზიანებულია ზიგზაგისებურად, აღენიშნება ჩახეული, ჩატეხილი, ჩაკეცილი, მოხეული ადგილები. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი.
მე-4 კეფის მსგავსად მარჯვენა მხარეს შუაში აკინძვისთვის გამოყენებული ჭრილია, რომეზეც ძაფის ფრაგმენტია (გაკვანძული) შემორჩენილი.
r-ზეტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით; მკვეთრად შეიმჩნევა ქვედა ფენის ნაწერი, ასოთა მოხაზულობა და დაკანონვა; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია; ორივე მხარეს მინაწერებია ;
v-ზე ანალოგიური დაზიანებებით, ეტრატი ბუნებრივად მუქი ფერის, ჭვარტლისგან გაშავებულია, ტექსტი ზოგიერთ ადგილას რთულად წასაკითხია.
VI კეფი: გრაგნილის მეექვსე კეფის ფორმატი სრულია; ეტრატი ძლიერ დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. კიდეები ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე გაშავებულია, დაზიანებულია ზიგზაგისებურად, აღენიშნება ჩახეული, ჩატეხილი, ჩაკეცილი, მოხეული ადგილები. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარი. კიდეებზე, რამდენიმე ადგილას, დაზიანებული ადგილები გაუმაგრებიათ ეტრატის პატარა ნაგლეჯებით (ზოგიერთზე შეიმჩნევა ასოთა მოხაზულობა), წებოს გამოყენებით; ეს გამაგრება რამდენიმე ადგილას შემორჩენილია, ხოლო ნაწილზე მოცილებულია.
r-ზეტექსტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით; ზედა ნაწილი ნაწერია საშუალო ზომის ასოებით, ქვედა ნაწილი კი წვრილი ასოებით; ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია; ორივე მხარეს მინაწერებია;
v-ზე ანალოგიური დაზიანებებით, ეტრატი ბუნებრივად მუქი ფერის, ზოგიერთ ადგილას მელანი გადასული და ტექსტი რთულად წასაკითხია.
კონდაკი: გრაგნილის ბოლო კეფი, რომელიც წებოს გამოყენებითაა მიმაგრებული, დახვეულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე, ხის ჯოხს ორივე მხარეს კარგად დამუშავებული, ლამაზი ფორმის თავები აქვს დამაგრებული. სამნაწილიანი თავების ფორმა შეიძლება მივამსგავსოთ გუმბათს; მარცხენა მხარეს თავის მესამე ნაწილი დაკარგულია, შეიმჩნევა პატარა ზომის ლურსმანი, რომლითაც დამაგრებული ყოფილა. მარჯვენა მხარეს კი მყარადაა დამაგრებული; ორივე თავის გასაფორმებლად გამოყენებულია წინწკლები წრიულად (გარშემო) და ჰორიზონტალურად ოთხ (4) ზოლად.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – ძლიერ დაზიანებული, გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, ჩაუტარდეს მინიმალური კონსერვაცია შესაბამისი, თანამედროვე მასალით. გადაბმის ადგილას ჩახსნილი ადგილები გამაგრდეს ძაფის გამოყენებით. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან:
კონდაკი, XIV-XVსს.
გრაგნილი; 214×18,5; დაზიანებული (v-ს დასაწყისი გაშავებულია და აღარ იკითხება), თავნაკლული; ნუსხური; [XIV-XV ს.]
[კონდაკი]: … „ღმერთო ჩნო აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელ შენი …“
შენიშვნა: ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს. ძველი ტექსტიც ნუსხურით ყოფილა შესრულებული.
ბიბლიოგრაფია
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია), ტ.I, თბ. 1946, გვ.132