H-1728
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი H-1728
რაობა (ავტორი) ჟამის წირვა
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XVII
კეფის რაოდენობა 5 (რეალურად 6 კეფი, აღწერისას, კეფად ჩაითვალა მხოლოდ გადაკერებული ნაწილები, მე-2-და მე-3 ერთმანეთზე გადაწებებული ნაწილები ჩაითვალა ერთ კეფად)
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 250×21; I 23,5×20,5; II 20×21,5; III 71×22,5; IV 67,5×23; V 18,5×22; VI 17,5×22,5;
სტრიქონთა რაოდენობა I r-30, v-14 (გაშავებულია, არ იკითხება); II r-25, v-24; III r-v-89; IV r-88, v-92; V r-v-22 ; VI r-v-21;
ნაწერის ზომა I 21×18; II 17,5×17,5; III 68×13; IV 66×14,5; V 17×12,5; VI 15,5×14;
არშიების ზომა I -ზედა 0, ქვედა 0,5, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; II-ზედა 0.5, ქვედა 1, მარცხენა 2,5სმ; მარჯვენა 2სმ; III-ზედა 2, ქვედა 1,5, მარცხენა 5სმ; მარჯვენა 5სმ; IV-ზედა 0,5-1, ქვედა 1სმ, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4,5სმ ; V-ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4,5სმ ; VI-ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 5სმ; მარჯვენა 4,5სმ;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი მოყვითალო
სისქე 005
ფორმატი (სრული, არასრული) თავნაკლული
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) r-ს მე-6 კეფი v-ზე პირველი კეფია, ტექსტი გრძელდება ქვემოდან ზევით მიმართულებით.
დაუწერელი ფურცლები –
დაკანონვა I-II კეფებზე მხოლოდ ვერტიკალური, დანარჩენ
კეფებზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები.
კეფების გადაბმის ტექნიკა – I-II კეფი უხეშად, სწორი ნაკერით გადაკერებული
1.3. გაფორმება
მინიატურა
დეკორი
საზედაო ასოები დასაწყისები და დიდი ზომის საზედაო
ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი
ანდერძები/მინაწერები „ქ.დავითს ტაბიძესა და მისსა მეუღლესა მზისთანდარსა ორსავე შეუნდოს“ 1r.
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. . ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი [ჟამის წირვა] „… მოიჴსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყ~რემან ღმერთმან შემომწირველნი და რომელთათჳს შემოწირეს, ჩ~ნ დაუსჯელად დამიცვენ … მდ~ღლმოქმედებასა შინა საღ~თოთა შ~ნთა საიდუმლოთასა … “ 1r-v.
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული) წყდება: „… ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქყ~ნას ზედა არს დიდებაჲ შ~ნი …“.
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
აღწერილობიდან: გრაგნილის, ერთმანეთზე გადაკერებული 5 კეფი თავბოლონაკლულია; ნაწერია ნუსხურად, დასაწყისები და საზედაო ასოები სინგურით; პირველი ორი კეფი დაზიანებულია, ტექსტი გადაშლილია; დასაწყისის ნაწილი მოხეული და ნაკლულია; პირველი ორი კეფის ეტრატი და ხელი განსხვავდება დანარჩენისაგან;
I კეფი-ფორმატი არასრული, ზედა ნაწილი მოხეულია, ნაკლულია ტექსტთან ერთად. ეტრატი გამომშრალი, ძლიერ დაზიანებული, გაშავებული და ძლიერ დეფორმირებულია. ეტრატის მთელ ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები. აღენიშნება დაკანონვის მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური ხაზები, ბზარებით, რომლის ჩატეხვის (გახსნის) საშიშოებაა. ძლიერ დაზიანებული კიდეები ჩახეული და ჩასერილია. მელანი შემორჩენილია, თუმცა მთლიანი კეფის დაზიანების და გაშავების გამო ტექსტი რთულად წასაკითხია. ეტრატზე შეიმჩნევა ახალი ბზარები და ჩატეხვის ადგილები. v-ზე ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. 1-ლი და მე-2 კეფი ერთმანეთზეა გადადებული და გადაკერებულია ძაფით უხეშად სხვადასხვა ფორმით (ნაპირები სწორად, შუაში ამოკერებული).
II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, ძლიერ დაზიანებული და დეფორმირებულია. ეტრატის მთელ ზედაპირზე შეიმჩნევა ბზარები. კიდეები გაშავებული, ჩახეული და ჩატერილი. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება. v-სო ნაწერია ბეწვის მხარეს; მელანი გადასული და გადაცრეცილია, ტექსტი რთულად ამოსაკითხია. მე-3 კეფთან გადაკერილია უხეშად, სწორი ნაკერით, რომლის მარცხენა და უფრო მეტად მარჯვენა მხარე გახსნილია.
III კეფი – ფორმატი სრული, ეტრატის ზედაპირი დეფორმირებული, მთლიან კეფზე აღენიშნება ბზარები. კიდეები გაშავებული და დაზიანებული. ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მარჯვენა კიდე მთელ სიგრძეზე აღენიშნება ნაკლული, მოხეული, ჩახეული და ჩატეხილი ადგილები. მკვერთად შესრულებულია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შესრულებული დაკანონვის ხაზები დიდი ზომის, მხატვრულად გაფორმებული საზედაო ასოებისთვის. მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება.
v-ზე ტექსტი დიდი ნაწილი გაცხოველებულია, ტექსტი იკითხება.
მე-2 კეფის ბოლო გადაბულია მე-3 კეფზე 1,5-2 სმ-ით და ერთმანეთზე წებოს გამოყენებით არის დამაგრებული;
IV კეფი – ფორმატი სრული, ეტრატის ზედაპირი დეფორმირებული, კიდეები გაშავებული, აღენიშნება პატარ-პატარა ჩახევები და ბზარები. მარჯვენა მხარეს ეტარის კიდე მოხეულია და კიდე გადაკეცილია. მე-4 კეფზე, ეტრატის პირების ერთმანეთზე მიდებით, მიკერილია ლამაზად, წვრილად, ამობლანდვის ტექნიკის გამოყინებით, რომლის მარცხენა მხარე გახსნილია. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება.
v-ზე კიდეები გაშავებულია, მელანი გაცრეცილ და გადასულ ადგილებში გაცხოველებულა. ტექსტი იკითხება.
V კეფი – ფორმატი სრული; ეტრატის ზედაპირი დეფორმირებული, აღენიშნება მრავალი ბზარი (გახსნის საშიშროებით). შეიმჩნევა დაკანონვის მკვეთრი, ვერტიკალური ხაზები (ბზარიებით), კიდეები გაშავებული, დაზიანებელი, რამდენიმე ადგილად ჩახეული. მელანი კარგ მდგომარეობაში, ტექსტი კარგად იკითხება.
v-ზე მელანი გაცრეცილი და გადასულია. ზოგიერთ ადგილას ასოები და წინადადებები გაცხოველებულია შავი მელნით (ან ყავისფერი მელნით დაწერილ ასოებზე ხელახლა გადატარებულმა ყავისფერმა მელანმა ძლიერ გაამუქა).
მე-4 და მე-5 კეფის პირები ერთმანეთზე მიდებული(ზემოთ აწეული) მიკერებულია უხეშად, სხვადასხვა ფერის ძაფით, კერვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. შუაში წითელი ძაფის გამოყენებით.
VI კეფი – კეფი დახვეულია ხის, კარგად დამუშავებულ და კარგად შემორჩენილ ნახევარსფერული, მომრგვალებულ თავიანი დაბოლოების კონდაკზე. თავდაპირველი მდგომარეობით, კეფზე შემოხვეული ეტრატი დამაგრებული იყო წებოს გამოყენებით. მოგვიანებით კი იგი გაამაგრეს წითელი ძაფით უხეშად, ამობლანდვთ (კონდაკის ჯოხი ეტრატთან ერთად გახვრეტილია ძალიან წვრილად, სადაც ძაფია ამოყრილი).
ფორმატი სრული; ეტრატის ზედაპირი დეფორმირებულია აღენიშნება მრავალი ბზარი (გახსნის საშიშროებით). შეიმჩნევა დაკანონვის მკვეთრი, ვერტიკალური ხაზები (ბზარიებით), კიდეები გაშავებული, დაზიანებელი. მელანი კარგ მდგომარეობაში, ტექსტი კარგად იკითხება.
v-ზე მელანი გაცრეცილი და გადასულია. ზოგიერთი ადგილი გაცხოველებულია შავი მელნით (ან ყავისფერი მელნით დაწერილ ასოებდა ხელახლა გადატარებულმა ყავისფერმა მელანმა ძლიერ გაამუქა).
2.3. რეკომენდაციები
ეტრატის ყველა, განსაკუთრებით კი 1-ლი და მე-2 კეფი სარესტავრაციოა. აუცილებელია დარბილება, გაწმენდა, გასწორება. ჩახეული, ჩატეხილი ადგილების კონსერვაცია, ნაკლული ადგილების შევსება.
- შენიშვნა
აღწერილობის მიხედვით გრაგნილი შედგება 5 (ხუთი) კეფისგან. აღმწერელმა კეფებად ჩათვალა მხოლოდ გადაკერებული ნაწილები, ხოლო მე-2 და მე-3, ერთმანეთზე გადაწებებული (წებოს გამოყენებით გადაბმული) ნაწილები ჩათვალა 1 (ერთ) კეფად. პროექტის ფარგლებში შევა შეწორება და გრაგნილი დაფიქსირდება 6 (ექვს) კეფად.
პირველი ორი კეფის ეტრატის სტრუქტურა, (ხარისხი, ფერი, სისქე) და ხელი განსხვავდება დანარჩენი კეფებისგან;
ბიბლიოგრაფია
ტექსტი