ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-1727
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-1727

H-1727

H-1727

Manuscript2024-03-30T21:54:52+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-1727

რაობა (ავტორი)                                           ეპისტოლე- ათანასე, რომის პატრიარქისა

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XII

კეფის რაოდენობა                                       4 კეფი (რეალურად 6 კეფი)

ზომა (თითოეული კეფის ზომა)              265×16,5; I 45×16,5; II 56×16,5; III 59×16,5; IV 57,5×16,5; V 21×16,5; VI 21×16,5

სტრიქონთა რაოდენობა                            I r-55, v-35(დაახლოებით); II r-83, v-68; III r-88, v-29; IV r-85, v-დაუწერელი; V r-25, v-დაუწ.; VI r-25, v-დაუწ;

ნაწერის ზომა                                               I 37×13,5; II 54×13,5; III 56,5×14; IV 56×14; V 19,5×14; VI 20×14;

არშიების ზომა                                                         I -ზედა 0(მოხეულია), ქვედა 0-0,2, მარცხენა 1,7სმ; მარჯვენა 1,5სმ; II-ზედა 0,5, ქვედა 1სმ, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0,5-1სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0-0,5სმ; IV-ზედა 0,2, ქვედა 0,7სმ, მარცხენა 1,5სმ; მარჯვენა 0-0,5სმ ; V -ზედა 0,5, ქვედა 0,8, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 0,5-1სმ; VI -ზედა 0,2, ქვედა 0, მარცხენა 1სმ; მარჯვენა 1სმ;

მასალა                                               ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              005-006

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                              ნუსხური

მელანი                                                          სინგური

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)

დაუწერელი ფურცლები                            IV, V, VI კეფები

დაკანონვა                                                     მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური

და ჰრიზონტალური ხაზები

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული

1.3. გაფორმება

მინიატურა

დეკორი                                 თავსამკაული (მოხეული, დაზიანებული, ნაკლული)

საზედაო ასოები                                          სინგურით და ტექსტის მელნით

სათაურის გაფორმება                     დასაწყისები სინგურით, ტექსტი გადაშლილია

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი        სუიმიონ ცოდვილი (1v)

ანდერძები/მინაწერები

(გადამწერის): „დაიწერა წმიდაჲ ესე მოციქული ჴელითა სუიმიონ ცოდვილისაჲთა, რომელიცა აღმოჲკითხვიდეთ, ლოცვა ყავთ ღ~თისათჳს და თუ რაჲ უცბპბით დაგუეკლოს, შეგჳნდევეთ. ესე დაწერილი წიგნი რომელ ჰრომით მოვიდა, რომელი მას შინა ეწერა. ყოველი დაუკლებელად დაგუიწერია“. 1რ.

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4. . ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი                        „მოციქული ათანასე რომის პატრიარქისა“. – სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წ~დისაჲთა, რომელმან ღმერთმან ჩ~ნ … ქალაქსა წმიდასა ღ~თისასა ფრიად საკჳრველ … და ათანასე პატრიაქი თჳთ ჰრომის … შეკრბეს მოწამენი ერნი ორმოცდა შუიდი ათასი მოხუცებულნი, ჩჩჳლნი და ჭაბუკნი და ქალწულნი … არა დაშთა სახლსა შინა კაცი მორწმუნეთაგანი … 1r-v.

ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

აღწერილობიდან: გრაგნილი, ხეზე დახვეული; გადაკერებულია ეტრატის 4 ნაჭერი; ნუსხური, დასაწყისები სინგურით: თავსამკაულით; ეტრატის ზემო ნაწილი დაზიანებულია (დამწვარი და გაშავებული); გადამწერი – სუიმიონ ცოდვილი (1v); [XII ს.].

შენიშვნა: 1. გრაგნილის მეორე მხარეს სხვა ხელით იმავე ეპისტოლეს ნაწილი არის დაწერილი. 2. ძველი აპოკრიფული ხასიათისა უნდა იყოს.

 

I კეფი – ტექსტი იწყება სინგურით (6 სტრ.); კეფის რ-ზე ორნამენტია, რომელიც მარჯვენა მხარეს ნაკლულია, ტექსტი სრულია; ეტრატი მოყვითალო ფერის, ფორმატი არასრული, დაზიანებული, დამწვარი და გაშავებულია; ეტრატი გამომშრალი, გაუხეშებული, დეფორმირებული, ძლიერ დაზიანებული, აღენიშნება ჩახევები,; კიდეებზე, ორივე მხარეს შეიმჩნევა თანაბარი მანძილით დაშორებული ნახვრეტები და დაკანონვის მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, მრავლადაა ზედაპირზე ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარები და ჩატეხილი-გახსნილი ადგილები. მარჯვენა მხარეს, მთელ სიგრძეზე კიდეები დაზიანებულია, ფორმატი ნაკლულია;  ჭუჭყის ლაქები. აღენიშნება ჩახეული, ჩასერილი, ჩატეხილი ადგილები. დაწყებულია დაკანონის ხაზების გახსნა; მარჯვენა, ქვედა მხარეს სითბოსგან მიყენებული დაზიანება (ეტრატი შეკუმშულია, სავარაუდოდ სანთლით). კეფი ძლირ გაშავებულია, ტექსტი რთულად ამოსაკითხი. დასაწყისი შესრულებულია სინგურის გამოყენებით, თუმცა ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. კიდეები და დაკანონვის მკვეთრად შესრულებული ხაზები დაზიანებული, გადამსკდარი, ჩატეხილია; მოხდა სქელი, გამომშრალი ეტრატის დაზიანებების პროცესის პროგრესირება;

v-ზე სავარაუდოდ ტექსტია დაწერილი, ეტრატი მთლიანად გაშავებულია და  არ იკითხება.

II კეფთან გადაკერებულია ძაფის გამოყენებით, ეტრატის გადადებულია ერთმანეთზე და მიკერილია დამაგრების მიზნით არათანაბრად, უხეშად, არასწორი წყობით, ჯვარედინი ნაკერით;

II კეფი – ფორმატი და ტექსტი სრულია, შეიმჩნევა რამდენიმე ჩახეული ადგილი; დაკანონვა მკაფიოდ შესრულებული, შეიმჩნევა ბზარები; არსებობს გამომსრალი ეტრატის დაკანონვის ადგილების ჩატეხვის სშიშროება (პროცესი დაწყბულია) მესამე კეფტან მიმაგრებულია ძაფის ამოკემსვით.

ეტრატი მოყვითალო ფერის, ფორმატი სრული, თითქმის დაუზიანებელი. კიდეებზე, ორივე მხარეს შეიმჩნევა თანაბარი მანძილით დაშორებული ნახვრეტები და დაკანონვის მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, ასევე ზედაპირზე ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარები.მარჯვენა მხარეს კიდეზე ეტრატის გახეულია. ქვედა მხარეს ოვალური ფორმის ბუნებრივი ხვრელია;  ჭუჭყის ლაქები. v-ზე, ტექსტია დაწერილი, სხვა ხელით იმავე ეპისტოლეს ძველი აპოკრიფული ხასიათის ნაწილი. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება.

III კეფთან გადაკერებულია ძაფის გამოყენებით, ეტრატის კიდეები პირისპირაა მიდებული და ამოკერილი, დამაგრების მიზნით არათანაბრად და უხეშად (სავარაუდოდ მოგვიანებით, ეს ამოკერვა არ უნდა იყოს თანადროული. შეიმჩნევა თანადროული ამოკერვის (ნახვრეტები) კვალი- მჭიდროდ, თანაბრად და ჯვარედინად უნდა ყოფილიყო გადაკერებული).

III კეფი – ფორმატი და ტექსტი სრული; დაკანონვა მკვეთრად შერულებული, კიდეებზე აღენიშნება პატარ-პატარა ბზარები, ჩახევები; დაკანონვის ხაზებზე შეიმჩნევა ჩატეხვის (გადატეხვის) ნიშნები; ვ-ზე ტექსტი ნაწერია სხვა ხლიტ და სხვა მელნით. ეტრატი მოყვითალო ფერის, ფორმატი სრული, თითქმის დაუზიანებელი. კიდეებზე, ორივე მხარეს შეიმჩნევა თანაბარი მანძილით დაშორებული ნახვრეტები და დაკანონვის  მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, ასევე ზედაპირზე ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარები.კეფის შუაში დაკანონვის ხაზებია ჩატეხილი და გახსნილი.   ჭუჭყის ლაქები. v-ზე, კეფის ნახევარზე ტექსტია დაწერილი, სხვა ხელით იმავე ეპისტოლეს ძველი აპოკრიფული ხასიათის ნაწილი. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება.

IV კეფთან გადაკერებულია ძაფის გამოყენებით, ეტრატის კიდეები პირისპირაა მიდებული და ამოკემსილი/ამოკერილი/ამობლანდულია. მარცხნა მხარეს პატარა მანძილზე გადაბმა გახსნილია, თუმცა ძაფის ფრაგმენტები შენარჩუნებულია IV კეფზე.

IV კეფი – ფორმატი სრული, კიდეებზე და  მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ადგილებში შეიმჩნევა ბზარები და ჩატეხვის ნიშნები. ეტრატი მოყვითალო ფერის, ფორმატი სრული, თითქმის დაუზიანებელი. კიდეებზე, ორივე მხარეს შეიმჩნევა თანაბარი მანძილით დაშორებული ნახვრეტები და დაკანონვის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, ასევე ზედაპირზე ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარები.  ჭუჭყის ლაქები. v-ზე ტექსტი დაუწერელია. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება. მე 4 სტრიქონის შემდეგ ორი სტრიქონი ტექსტი გადაშლილია.

V კეფთან გადაკერებულია ძაფის გამოყენებით, სხვადასხვა მეთოდით – მარცხენა მხარეს კეფის კიდეები ერთმანეთზეა მიდებული და ამოკერებულია ჯვარედინად; შუაში გახსნილია, შეიმჩნევა ამოკერვის ნახვრეტები; მარჯვენა მხარეს კი კიდეები პირისპირაა მიდებული და ამოკერილი, დამაგრების მიზნით, თუმცა მარჯვენა მხარის კიდე უკვე გახსნილია.

V კეფი – ეტრატი მოთეთრო ფერის; ფორმატი სრული, დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული, დაზიანებული, ჩახეული და ჩასერილია კიდეები, ზედაპირზე შეიმჩნევა როგორც ბუნებრივად წარმოქმნილი ბზარები, ასევე დაკანონვისთვეის შესრულებული ვერტილალური ხაზები. ქვედა მარცხენა მხარეს ეტრატი მომჩვარულია, შეიჩნევა  პატარა ზომის რამდენიმე ნახვრეტი. v- დაუწერელია. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტის იკითხება. კიდეებზე და დაკანონვის ადგილებში აღენიშნება ბზარები, და ჩატეხვის ნიშნბი, კონდაკზე (ხის ჯოხი) მიკერილია ძალის გამოყენებით; კეფის ბოლოს მინაწერია სხვა ხელით; ვ-ზე ტექსტის არ არის.

VI კეფთან გგადაკერებულია. v-სო მხარეს კიდეები ერთმანეთზეა მიდებული (ზემოთ აწეული ფორმით) და ლამაზად, წვრილად, თანაბრად არის ამოკერილი, ისე რომ რ-ს მხრიდან გადაკეცვის ჩთაბეჭდილებას ტოვებს.

VI კეფი – კეფი უხეშად მიკერებულია კონდაკზე, ეტრატის ბოლო ნაწილი არათანაბრად (ჩაკეცილი ფორმით) არის ჯოხზე დაფიქსირებული, ტექსტის ბოლო სტრიქონზე ძაფებია ამოყრილი. კონდაკი, კარგად დამუშავებული და დაუზიანებელია, აქვს ორივე მხრიდან დამუშავებული 5 წახნაგიანი, ხვეული  ფორმის კიდეები;

ეტრატი თეთრი ფერისაა; ფორმატი სრული, დეფორმირებული, დაზიანებულია კიდეები, აღენიშნება ჩახეული, ჩატეხილი ადგილები; ეტრატის ზედაპირზე შეიმჩნევა მკვეთრად შესრულებული დაკანოვის ვერტიკალური ხაზები, ასევე ბუნებრივად მიღებული ბზარები. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია. ზედაპირზე შეიმჩნევა ჭუჭყის ლაქები. v-სო დაუწერელია.

 

***

ხელნაწერი გრაგნილი შედგება 6 კეფისგან, დახვეული და დამაგრებულია თანადროულ კონდაკზე (ხის ჯოხი), ძაფის გამოყენებით. გრაგნილისთვის წინასწარ შერჩეულია ერთი ფორმატის ეტრატის ფურცლები; ეტრატის სქელია მერყეობს 0,03-0,07-მდე; ერთმანეთე გადაბმულია ძაფის გამოყენებით. ტექსტი შერულებულია კალიგრაფიული ნუსხურით მუქი ყავისფერი მელნით, საზედაო ასოები შესრულებულია ტექსტის მელნით და სინგურით;

ხელნაწერი გრაგნილი დაზიანებული, დეფორმირებული და  გაუხეშებული, გამომშრალი ეტრატის გახსნა შეუძლებელია; პროექტის ფარგმებში მოხდა მისი დატენიანება, დარბილება და გაშლა (შორეული დატენიანების მეთოდით, დახურულ კამერაში); დარბილების შემდეგ მოთავსდა მსუბუქი სიმძიმის ქვეშ, გასწორებულ მდგომარეობაში, მოხდა კეფის გახსნა; მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ადგილები ჩახეული, გაბზარული და ჩატეხილია.

შეიმჩნევა მექანიკური დაზიანებები, პატარ-პატარა ჩახევები, სავარაუდოდ დროთა განმავლობაში ხშირმა მოხმარებამ,  ეტრატის გამოშრობამ გამოიწვია დაზიანებების პროცესი გაგრძელება.

 

2.3. რეკომენდაციები

  1. შენიშვნა

აღწერილობის მიხედვით გრაგნილი შედგება 4 (ოთხი) კეფისგან. რეალურად არის ერთმანეთზე ძაფით გადაკერებული 6 (ექვსი) კეფი. ბოლო ორი კეფი, რომელიც მიკერებულია კონდაკზე (ხის ჯოხზე) არის ეტრატის სხვა სტრუქტურის საწერი მასალა (უფრო თეთრი), სტრიქონებს შორის მანძილი უფრო მეტია.

 

კეფების გაწმენდა გამოხდილ წყალში დასველებული და მაგრად გაწურული ბამბის ტამპონით, ეტრატის დარბილება-დატებიანება დახურულ კამერაში,  გასწორება. ბზარების, ჩახეული და ნაკლული ადგილების  კონსერვაცია-რესტავრაცია შესაბამისი მასალების გამოყენებით (იაპონური საკონსერვაციო-სარესტავრაციო მასალა).  სიმძიმის ქვეშ მოთავსება (დაწნეხვა) მჭიდროდ, ორ ფენა მუყაოს შორის, მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის, შემდგომი დეფორმაციის ასაცილებლად. ჩატარდეს კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

 

შენიშვნა: 1. პროექტის მსვლელობის დროს (2022-2025 წწ.), შესაძლებელია განხორციელდეს გრაგნილის კონსერვაცია-რესტავრაცია.

 

აღწერილობიდან – „მოციქული ათანასე რომის პატრიარქისა“. – სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წ~დისაჲთა, რომელმან ღმერთმანჩ~ნ … ქალაქსა წმიდასა ღ~თისასა ფრიად საკჳთ ჰრომის … შეკრბეს მოწამენი ერნი ორმოცდა შუიდო ათასი მოხუცებულნი, ჩჩჳლნი და ჭაბუკნი და ქალწულნი … არა დაშთა სახლსა შინა კაცი მორწმუნეთაგანი …“ 1რ-ვ.

შენიშვნა: 1. გრაგნილის მეორე მხარეს სხვა ხელით იმავე ეპისტოლეს ნაწილი არის დაწერილი. 2. ძველი აპოკრიფული ხასიათისა უნდა იყოს.

 

ბიბლიოგრაფია

  1. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწეილობა (H) კოლექცია, ტ.IV, თბ., 1950, გვ. 158-159.

ტექსტი

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი