ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-1553
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-1553

H-1553

H-1553

Manuscript2025-03-30T20:30:48+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-1553

რაობა                                                             კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XV-XVI

კეფის რაოდენობა                                       3 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  175×21; I 21,5×21; II 85,5×20,5; III 69,5×21;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-29, v-29; II r-109, v-108; III r-97, v-97;

ნაწერის ზომა                                   I 81,5×12; II -81,5×13 ; III 68×12,5;

არშიების ზომა:        I-ზედა 0, ქვედა 0,5, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4სმ ; II -ზედა 1, ქვედა 1,5, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4სმ; III-ზედა 1,5, ქვედა 1,5, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4სმ;

მასალა                                                      ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალ

სისქე                                                              004

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               V კეფის ტექსტი r-დან v-ზე

გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო V კეფი, გახდება პირველი.

დაუწერელი ფურცლები                           –

დაკანონვა                                                     ზოგიერთ ადგილას მკვეთრად

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული ძაფით სხვადასხვა ფორმით

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          სინგურით

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

ა. „შეუნდნეს ღმერთმან თმრ(?) … ნთ … მ[ო]ნას … შეუნდნეს ღმერთმან მურთაზსა (?) … ხატსა … შეუნდენ ღმერთმან … ცოდვანი“.

ბ. „შეუნდნეს ღმერთმა ცოდვან[ი] მისნი მონაზონს ნინოს“

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები ნაწერია ერთ სვეტად

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)       [კონდაკი] „ … ქალწულისა მარიამის. წმიდისა და დიდებულისა წინასწ[არმეტყუელისა], წინამორბედისა და ნათლის-მცემლისა … და ყ˜თა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი … [უ]რთიერთას და ყოველი ცხოვრებაჲ ჩ˜ნი ქრისტესა ღმერთსა ჩ˜ნსა შე …“

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

წყდება: … „ …“

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

შენიშვნა: ორივე მინაწერი მხედრული ხელითაა. პირველი მათგანი ძველია, ტექსტის დროინდელი. იგი გადარეცხილია და ძნელად იკითხება. მეორე მინაწერი შედარებით გვიანდელია.

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

 

I კეფი: გრაგნილი თავნაკლული. შემორჩენილი კეფის ფორმატი არასრული; ძლიერ დაზიანებული, დეფორმირებული, ზედა ნაწილი მოხეულია და ნაკლულია ტექსტთან ერთად; კიდეები ჩახეული და ჩატეხილია. ეტრატის ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები და დეფორმაცია, მკვეთრად  შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები; ზედა ნაწილში, კეფის შუაში სიგრძით ჩახეულია,  დაზიანების პროცესი გრძელდება. მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი იკითხება. შეიმჩნევა ჭუჭყის ნადები.

მე-2 კეფთან მიკერებულია ძაფით (ეტრატის პირები ერთმანეთთან არის მიდებული და გაკერილია უწყვეტი ნაკერით.

Сплошной шов на поверхности сшиваемых кусков ткани, кожи.”Мелкая строчка”

II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული, მცირედ დაზიანებული. კიდეებზე აღენიშნება მცირე ბზარები, ჩახევები, ჩატეხვები;  კეფის  ბოლოდან მე-4 სტროფზე, შუაში ამოგლეჯილი/ამომწვარია მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება.

მე-3 კეფთან მიკერებულია ძაფით. ეტრატის პირები ერთმანეთთად არის მიდებული და ამოხვეულია.

III კეფი – ფორმატი სრული, ძლიერ დაზიანებული და ზედაპირი დეფორმირებული, გამომშრალი. კიდეები ორივე მხარეს ჩატეხილი, ჩახეული, ჩაკეცილი, ნაკლული; შეიმჩნევა მრავალი ბზარი.

მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.

კეფის ქვედა ნაპირზე შეიმჩნევა ნემსის ნახვრეტები, რომელთაც სავარაუდოდ ხის ჯოხზე იყო მიმაგრებული.

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

 

აღწერილობიდან: გრაგნილი 3 კეფი;  175×21; ეტრატი, თავ-ბოლონაკლული; დაზიანებული; ნუსხური (სათაურები სინგურით);  [XV-XVI სს.];

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა A,  ტ, V, 1955, გვ. 72

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი