ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-1412
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-1412

H-1412

H-1412

Manuscript2024-03-30T21:54:47+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-1412

რაობა (ავტორი)                                           თთვეთა მეტყველება (პალიმფსესტი)

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XV-XVI

კეფის რაოდენობა                                       3 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)              70×5,7; I 22,5×5,7; II 23,5×5,5-6; III 22×5,7;

სტრიქონთა რაოდენობა                            I r-24, v-23; II r-23, v-28; III-r-22, v-24;

ნაწერის ზომა                                               I -21×4 ; II 21,5×4; III 20×4;

არშიების ზომა:                                            I -ზედა 0,5, ქვედა 0; მარცხენა 0,7სმ; მარჯვენა 0,5სმ; II-ზედა 0, ქვედა 0,5, მარცხენა 0,1-1სმ; მარჯვენა 0,5-1სმ; III-ზედა 0,3, ქვედა 1სმ, მარცხენა 0,5-0,7სმ; მარჯვენა 0-0,6სმ ;

მასალა                                                         ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              r-მოთეთრი, v-მოყვითალო

სისქე                                                              003

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                              ნუსხური, ქვედა ფენა ასომთავრული

მელანი                                                          შავი, სინგური

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               III კეფის ტექსტი r-დან v-ზე

გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო III კეფი, გახდება პირველი.

დაუწერელი ფურცლები

დაკანონვა                                                     ჰორიზონტალური და ვერტიკალურიხაზები

ქვედა ფენის ტექსტისთვის

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაწებებული (ერთმანეთზე გადადებული 1

სმ-ით)

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          ასომთავრულები სინგურით

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

შემოწირულია ექვთიმე თაყაიშვილისაგან 1917 წ.

ხელრთვა

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი            (თავბოლონაკლული)        „… ბასა უქმი წმიდისა ნიკ[ოლ]აოზის, უქმი თ წმიდისა ანაჲსა მუცლადღებაჲ …“ 1 r-v.

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

წყდება: „… თ~ა მაისსა აქუს დღე ლა. დღეთა აქუს ჟამი იბ. და ღამეთა ჟამი იბ. ზ. ჯუარისა გამოჩინება უქმი ჱ. წმიდისა იოანე მა[ხარებელისა]“.

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I კეფი – ფორმატი სრული, პალიმფსესტური ფურცელი (კარგად გადარეცხილი, ქვედა ფენის ტექსტი რთულად შესამჩნევი); ეტრატი გამომშრალი, დეფორმირებული, კიდეები თანაბრად ჩამოჭრილი, ორივე მხარეს გაშავებული, აღენიშნება ჭუჭყის ლაქები. კეფისთვის გამოყენებულია ხელნაწერი წიგნის ფურცლი, რომელზეც შეიმჩნევა მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაკანონვის ხაზები (თანაბარი სიზუსტით შესრულებული). სავარაუდოდ ხელნაწერი წიგნი ორ სვეტად უნდა ყოფილიყო ნაწერი (კეფის შუაში შეიმჩნევა ჰორიზონტალურად შესრულებული (საზედაო ასოებისთვის) ხაზები). კეფისთვის, ხელნაწერი ფურცლი დაჭრილია სიგანით (ვერტიკალურად), თუმცა გრაგნილის ტექსტი ნაწერია სიგრძით.

r-ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად (არ არის დაცული სისწორე). ვ-ზე მელანი გადასულია, ტექსტი რთულად წასაკითხია, შესაძლებელია ასოების ამოკითხვა. მე-2 კეფზე მიწებებულია (ეტრატის კიდეები ერთმანეთზე გადადებულია 1 სმ-ით).  v-ზე გადაბმის ადგილად გამოჟონილი წებოს კვალია.

II კეფი – ფორმატი სრული, პალიმფსესტის ფურცელი, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული; კეფისთვის გამოყენებულია ხელნაწერი წიგნის ფურცლი, რომელზეც შეიმჩნევა მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაკანონვის ხაზები (თანაბარი სიზუსტით შესრულებული). სავარაუდოდ ხელნაწერი წიგნი ორ სვეტად უნდა ყოფილიყო ნაწერი (კეფის შუაში შეიმჩნევა ჰორიზონტალურად შესრულებული (საზედაო ასოებისთვის) ხაზები). კეფისთვის, ხელნაწერი ფურცლი დაჭრილია სიგანით (ვერტიკალურად), თუმცა გრაგნილის ტექსტი ნაწერია სიგრძით.

r-v-ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად (არ არის დაცული სისწორე). მე-2 კეფზე მიწებებულია (ეტრატის კიდეები ერთმანეთზე გადადებულია 1 სმ-ით).  v-ზე გადაბმის ადგილად გამოჟონილი წებოს კვალია.

III კეფი – ფორმატი სრული, პალიმფსესტის ფურცელი, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს გაშავებული; კეფისთვის გამოყენებულია ხელნაწერი წიგნის ფურცლი, რომელზეც შეიმჩნევა მკვეთრად შესრულებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაკანონვის ხაზები (თანაბარი სიზუსტით შესრულებული). სავარაუდოდ ხელნაწერი წიგნი ორ სვეტად უნდა ყოფილიყო ნაწერი (კეფის შუაში შეიმჩნევა ჰორიზონტალურად შესრულებული (საზედაო ასოებისთვის) ხაზები). კეფისთვის, ხელნაწერი ფურცლი დაჭრილია სიგანით (ვერტიკალურად), თუმცა გრაგნილის ტექსტი ნაწერია სიგრძით. კეფის ზედა ნაწილში, მარცხენა მხარეს შეიმჩნევა ფურცლის აკინძვისთვის დამახასიათებელი ერთი რომბისებური  ჭრილი. გადამბის ადგილი გაუხეშებულია, მარჯვენა მხარე ჩახეულია.

r-ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება. ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად (არ არის დაცული სისწორე). v-ზე კეფის ზედა ნაწილში მელანი გადასულია, თუმცა ტექსტი კარგად იკითხება.

გრაგნილი დახვეულია კონდაკზე (ხის ჯოხზე). ეტრატის ძალიან მცირე ნაწილი (კიდე) მიწებებულია ხის ჯოხზე, ასევე ეტრატის უკიდურესი ნაპირი ძაფით (ლურჯი ფერის) არის ამოკერილი.

კონდაკი – კარგად დამუშავებული, ოეივე მხარეს მრგვალი თავებით, თუმცა მხოლოდ მარცხენა თავია შემორჩენილი, რომელიც დაზიანებულია (გადამსკდარია).

ეს არ არის ერთი ხის ნაჭრისგან დამზადებული კონდაკი, სავარაუდოდ თავები ცალკეა დამუშავებული და მიმაგრებული.

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, კონსერვაცია გაუკეთდეს მინიმალურად შესაბამისი, თანამედროვე მასალით.

 

აღწერილობიდან: გრაგნილი, ეტრატი, 3 კეფი; 70×5,7; ნაკლული, ნუსხური, (ასომთავრულები სინგურით); [XV-XVI სს.]

შენიშვნა: 1. ტექსტი თთვეთა მეტყველებისა იწყება 6 დეკემბრიდან და წყდება 8 მაისით.

  1. პროექტის ფარგმელებში, კვლევისას გამომჟღავნდა, რომ გრაგნილის სამივე კეფი პალიმფსესტური ფურცელია. ფურცელი კარგად გადარეცხილი, ქვედა ფენის ტექსტი, ასომთავრულით ნაწერი რთულად შესამჩნევია (არ არის აღწერილობაში მითითებული).

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა,  ტ, III, 1948, გვ. 353

 

ტექსტი

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი