ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • H-1060
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • H-1060

H-1060

H-1060

Manuscript2024-03-30T21:54:26+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1. შიფრი                                                     H-1060

რაობა (ავტორი)                                           იოანე ოქროპირი. საღმრთო წირვა

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XV-XVI

კეფის რაოდენობა                                       4 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)              220×19,5; I 62,5×19,5; II 52,5×19,5; III 58×19,5; IV 56×18,5;

სტრიქონთა რაოდენობა                            I r-84, v-74 (რაც შეიმჩნევა); II r-75, v-68; III r-84, v-80; IV-r-80, v-84;

ნაწერის ზომა                                               I 61×11; II 51,5×11; III 56×11; IV 54,5×11;

არშიების ზომა:        I-ზედა 0, ქვედა 0,2, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ ; II -ზედა 0,5, ქვედა 0,5, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ; III-ზედა 0,5, ქვედა 0,7, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ; IV-ზედა 1, ქვედა 1,5, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 3-4სმ ;

მასალა                                                         ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო (I-გაშავებული, დამწვარი)

სისქე                                                              005

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი, სინგური

პაგინაცია                                                      –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)               III კეფის ტექსტი r-დან v-ზე

გადადის შებრუნებული თანმიმდევრობით, ბოლო III კეფი, გახდება პირველი.

დაუწერელი ფურცლები

დაკანონვა                                                     შეუმჩნეველი

კეფების გადაბმის ტექნიკა                        გადაკერებული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ტექნოლოგიით (ძაფით ამობლანდული, ამოკემსილი)

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         –

საზედაო ასოები                                          სინგურით

სათაურის გაფორმება                                 სინგურით

მარგინალური ნიშნები                              –

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4.  ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი            (თავბოლონაკლული) იოანე ოქროპირი, საღმრთო წირვა     „… და კაცთმოყვარება მიუთხრობელ, შენ, უფალო, მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩ~ნ ზედა …“ 1 r-v. (შდრ. ვახტანგის სტამბის კონდაკი. ტფილისი. 1710. გვ. ოზ-რვ).

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

წყდება: … „დ~კნ: თავნი ჩ~ნნი უფალსა მოუდრიკნეთ. მ˜ღნ. ლოცვაჲ გმადლობ[თ] შენ, მ˜ფო“.

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

I კეფი: გრაგნილი თავნაკლულია; კეფის ზედა ნაწილი მოხეულია; ხანძარში მოხვედრილი; ეტრატი ძლიერ დაზიანებული, გამომშრალი, დეფორმირებული, გაშავებული; კიდეები – ძლიერ დამწვარი, გაშავებული, ჩახსნილი, ჩახეული, ჩატეხილი, გადაკეცილი ადგილებით; ეტრატის ზედაპირზე მრავალი ბზარია, შეიმჩნევა ახალი ჩატეხილი ადგილები (უფრო ღია ფერის);  დაზიანების პროცესი დაწყებულია და გრძელდება. r-ზე ზედა ნაწილი გაშავებულია, ნაწერი შესამჩნევია, თუმცა ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი; მარცხენა მხარეს ეტრატის ნაწილი ჩახეულია სიგრძით, ნაწილი მოხეულია ტექსტთან ერთად და ცალკე ნაწილად არის ძირითად კეფთან ერთად. გაშავებული მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია; კეფის ნაწილის v მხარე 9 სმ. დანახშირებულია, დანარჩენ ნაწილზე მელანი გადასულია, ჩატეხილ ადგილებში გადაქექილი, ტექსტი რთულად/ნაწილობრივ  იკითხება. კიდეები ზლიერ დამწვარი, გაშავებული. აღენიშნება ჭუჭყის ნადები, ნესტის ლაქები.

მე-2 კეფთან გადაკერებულია, ეტრატის პირები მიდებულია ერთმანეთზე და ამოკერილია გვირისტის ფორმით, მარჯვენა მხარეს ნაკერი გახსნილია.

II კეფი – ფორმატი სრული, ეტრატი გამომშრალი, დაზიანებული; კიდეები დამწვარი, გაშავებული, აღენიშნება ბზარები და ჩახევები, ძირითად ნაწილზე მელანი კარგ მდგომარეობაშია და ტექსტი იკითხება, ნაწილზე კი მელანი გადასულია, გადაქექილია და ნაწერი წაშლილია, ზოგან მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი; ტექსტი რთულად წასაკითხია. v-ზე ჩატეხილ ადგილებში მელანი გადასული/წაშლილია, ნაწერი(ასოები) გადაქექილი. ასოების წაკითხვა შეუძლებელია.

მე-3 კეფთან მიკერებულია სხვადასხვა ფერის ზაფით, (გვიანდელი); სავარაუდოდ ჩახსნილი კეფები მიაკერეს ერთმანეთს, რომლის ნაწილი გახსნილია და ფრაგმენტულად არის მიკერებული.

III კეფი – ფორმატი სრული, დაზიანებული, დეფორმირებული, კიდეები ორივე მხარეს დამწვარი, გაშავებული, ჩატეხილი, ჩახეული; ეტრატი გამომშრალი; შეიმჩნევა მრავალი ბზარი, r-v ზე ეტრატის ზედაპირი გადაქექილია, ნაწერი წაშლილია, ზოგან მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი. აღენიშნება ნესტის ლაქები; რამდენიმე ადგილას ეტრატი ამოგლეჯილია; მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ნაწერი გადასულია გაუფერულებულია და ტექსტი არ იკითხება. v-ზე ჩატეხილ ადგილებში მელანი გადასული/წაშლილია, ნაწერი(ასოები) გადაქექილი. ასოები ამოკეთხვა შეუძლებელია.

მე-4 კეფთან გადაკერილია სხვადასხვა ფერის ძაფით და კერვის სხვადასხვა ტექნოლოგიით; მარჯვენა მხარეს გვირისტით (სავარაუდოდ თანადროული), მარცხენა მხარეს სხვადასხვა ფერის ძაფით ამოკერებული (გვიანდელი), სავარაუდოდ დაზიანებული, ჩახსნილი ადგილი გაკერეს/გაამაგრეს;

IV კეფი ფორმატი სრული, დაზიანებელი, დეფორმირებული, კიდეები გაშავებული, აღინიშნება მცირე ზომის ჩახევები და ბზარები; ზედაპირზე მრავალი ბზარია ჩატეხვის საშიშროებით;

r-ზე მელანი კარგ მდგომარეობაშია, ტექსტი კარგად იკითხება; v-ზე მელანი გადასულია, შემორჩენილია მხოლოდ კონტურები, ზოგიერთ ადგილას ნაწერი გადაფხეკილია და ტექსტი არ იკითხება,

კეფის ბოლო ნაწილი დახვეულია ხის ჯოხზე, კონდაკზე და ორმაგი ძაფით მიკერებულია ეტრატი (ანუ ხის ჯოხზე ნემსი არ არის ამოყრილი); კონდაკი დაზიანებელია, შემორჩენილია მხოლოდ დამუშავებული ხის ჯოხი, ორივე მხარეს თავები მოტეხილი აქვს და არ არის შემორჩენილი.

 

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი –  გაიწმინდოს, დატენიანდეს, კონსერვაცია-რესტავრაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით, ძაფით გამაგრებული დაზიანებული ადგილები რჩება ხელშეუხებლა, (ეს მისი ისტორიაა), მოხდება მხოლოდ მინიმალურად მათი კონსერვაცია. გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

 

აღწერილობიდან: გრაგნილი, 4 კეფი,  220×19,5; ეტრატი; დაზიანებული (პირველი კეფის ზედა ნაწილი მოხეულია; ტექსტის თავი, ბოლო და ზოგიერთი სხვა ადგილიც გადასულია და არ იკითხება); თავბოლონაკლული; ნუსხური, (სათაურები სინგურით); [XV-XVI სს.]

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა,  ტ, III, 1948, გვ. 56.

 

ტექსტი

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი