ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • A-757
  • გრაგნილი ხელნაწერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • A-757

A-757

A-757

Manuscript2024-03-30T21:50:46+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      A-757

რაობა                                                                         კონდაკი

(წმიდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა)

დაცულობის ადგილი/კოლექცია             ხეც

თარიღი                                                         XIII სს.

კეფის რაოდენობა                                       5 კეფი;

ზომა (თითოეული კეფის ზომა)              235×20,5; I9,5×19;II 58×20; III 63,5×20; IV69,5×20;V 30×20;

სტრიქონთა რაოდენობა                I r-10, v-10;II r-73, v-73;III r-80, v-81; IV r- 88, v-88;V r-36, v-36;

ნაწერის ზომა                                   Ir-7×11, v-5×11,5; IIr-55×11, v-55×11; III r-60×11, v-61×11; IV r-67,5×11, v-67,5×11; V r-23×11, v-23×11;

არშიების ზომა:        I-ზედა 0, ქვედა1, მარცხენა 3სმ; მარჯვენა 4სმ; II -ზედა 1,5, ქვედა 1, მარცხენა 4სმ; მარჯვენა 4სმ;III -ზედა 1,5, ქვედა 1, მარცხენა 4,5სმ; მარჯვენა 4სმ; IV -ზედა 0,5, ქვედა 1, მარცხენა5სმ; მარჯვენა 4სმ;V -ზედა 1,5, ქვედა 4, მარცხენა5სმ; მარჯვენა 3სმ;

მასალა                                                     ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი                                                              მოყვითალო

სისქე                                                              004

ფორმატი (სრული,არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                  ნუსხური

მელანი                                              ყავისფერი (გაცხოველებული შავით)

პაგინაცია                                          –

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)   ვ-ზე მე-5-დან პირველისკენ

დაკანონვა                                                     დაკანონვა მკვეთრად შესრულებული

კეფების გადაბმის ტექნიკა                                    გადაკერებული ლურჯი ძაფით, ლამაზი ზიგზაგისებური წყობით

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   –

დეკორი                                                         დიდი ზომის ინიციალები

საზედაო ასოები                                          სინგურით ტექსტის მელანი

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი

ანდერძები/მინაწერები                  „ამის მჩხიბავსა შეუნდენ ღმერთმან, ამინ“.

Vკეფის ბოლოს ტექსტისავე ხელით (r).

 

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

 

1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი         (თავბოლონაკლული)

ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის)

 

I კეფი: გრაგნილის პირველი კეფი წარმოადგენს თავნაკლულ ფრაგმენტს; კეფის ზედა ნაწილი ნაკლულია ტექსტთან ერთად. შემორჩენილია ტექსტის რამდენიმე სტრიქონი. ეტრატი დაზიანებულია, გამომშრალი, დეფორმირებული.  კიდეები მთელ სიგრძეზე   გაშავებულია.ზედაპირზე აღენიშნება ლაქები, ბზარები და ამოგლეჯილი ადგილი.

r-ზე ტექსტი ნაწერია წვრილი კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. მელანი გადასული/გაცრეცილია, ძირითად ნაწილზე მხოლოდ ასოების კონტურებია შესამჩნევი, ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი/ან ძალიან რთულია.

v-ო მხარე უფრო მუქი ფერისაა, მელანი გადასული და დაზიანებულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი შეუძლებელი/ან რთულად წასაკითხია.კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;

1 კეფი მე-2-სთან გადაკერებულიალურჯი ძაფით ეტრატის ნაპირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით.

II კეფი: გრაგნილის მეორე კეფი, მოყვითალო ფერისაა. ფორმატი სრულია; ეტრატი დაზიანებულია, გამომშრალი, დეფორმირებული. ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე  და ტექსტის ნაწილიც, გაშავებულია, ზიგზაგისებურად ნაკლულია (განსაკუთრებით მარჯვენა მხარე).  ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ჩახეული ადგილები, არსებობს გადატეხის და ბზარების გახსნის საშიშროებაც. კეფის ზედა ნაწილში რამდენიმე ადგილას ამომწვარი/ამოგლეჯილია ეტრატი ტექსტთან ერთად.

r-ზე ტექსტი ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ტექსტის მელანი გაცრეცილია/გადასულია; ზოგიერთ ადგილას მხოლოდ ასოთა  კონტურები შეიმჩნევა. ზოგიერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით;

უხვადაა გამოყენებული საზედაო ასოები (სინგურით) ტექსტი იწყება ლამაზად გაფორმებული, დიდი ზომის ინიციალით „ო“. ტექსტის წაკითხვა ადგილ-ადგილ შეუძლებელია/ან ის რთულად წასაკითხია. კეფის შუაში მარცხენა კიდეზე მინაწერია.

v-ს მხარეზე ეტრატი მუქი ფერისაა; მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია. ზოგიერთი ადგილი გაცხოველებულია; კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; მარცხენა მხარეს მინაწერებია, რომლებიც არ იკითხება.

მე-3 კეფთან გადაკერებულია ლურჯი ძაფით, ეტრატის ნაპირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით, ზიგზაგისებური, ლამაზი ფორმით.

III კეფი: გრაგნილის მესამე კეფი, მოყვითალო ფერისაა. ფორმატი სრულია; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ზიგზაგისებურად ნაკლულია (განსაკუთრებით მარჯვენა მხარე).  ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ჩახეული ადგილები, არსებობს გადატეხის და ბზარების გახსნის საშიშროებაც. კეფის ზედა ნაწილს აქვს მრგვალი ბუნებრივი ხვრელი (ეტრატის გაჭიმვით წარმოქმნილი სიცარიელე), გადამწერმა ხვრელის კიდიდან გააგრძელა ტექსტის წერა.

r-ზეტექსტი ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ტექსტის მელანი გაცრეცილია/გადასულია; ზოგიერთ ადგილას მხოლოდ ასოთა  კონტურები შეიმჩნევა. ზოგიერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით;

უხვადაა გამოყენებული საზედაო ასოები და სინგური;  გაფორმებულიალამაზი, დიდი ზომის ინიციალებით „ზ, მ, ღ, გ“. ტექსტი შეუძლებელი/ან რთულად წასაკითხია.

v-ს მხარეზე ეტრატი მუქი ფერისაა; მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია.ზოგიერთი ადგილი გაცხოველებულია; კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია; მარცხენა მხარეს მინაწერებია, რომლებიც არ იკითხება/ ან რთული წასაკითხია. მე-4 კეფთან გადაკერებულია ლურჯი ძაფით, ეტრატის ნაპირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით, ზიგზაგისებური, ლამაზი ფორმით.

IV კეფი: გრაგნილის მეოთხე კეფი, მოყვითალო ფერისაა. ფორმატი სრულია; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, დეფორმირებული. ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ზიგზაგისებურად ნაკლულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ჩახეული ადგილები, არსებობს გადატეხის და ბზარების გახსნის საშიშროება. r-ზე ტექსტი ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ტექსტის მელანი გაცრეცილია/გადასულია; ზოგიერთ ადგილას მხოლოდ ასოთა  კონტურები შეიმჩნევა. ზოგიერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით; უხვადაა გამოყენებული საზედაო ასოები და სინგური; ტექსტის წაკითხვა  შეუძლებელი/ან რთულად წასაკითხია.

v-ს  მხარეს  ეტრატი მუქი ფერისაა; მელანი გადასულია, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ კონტურებია, ტექსტი რთულად წასაკითხია.თითქმის მთლიანი ტექსტი  გაცხოველებულია; ტექსტი არ იკითხება/ან რთული წასაკითხია. კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;

მე-5 კეფთან გადაკერებულია ლურჯი ძაფით, ეტრატის ნაპირის ერთმანეთზე მიდების პრინციპით, ზიგზაგისებური, ლამაზი ფორმით.

V კეფი: გრაგნილის მეხუთე კეფი, მოყვითალო ფერისაა. ფორმატი სრულია; ეტრატი დაზიანებული,გამომშრალი, ძლიერ დეფორმირებული. ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე  და ზიგზაგისებურად ნაკლულია. ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ბზარები, ჩახეული ადგილები, არსებობს გადატეხვის და ბზარების გახსნის  საშიშროება.

r-ზე ტექსტი ნაწერია წვრილი, კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ტექსტის მელანი გაცრეცილია/გადასულია; ზოგიერთ ადგილას მხოლოდ ასოთა  კონტურები შეიმჩნევა. ზოგიერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით;

საზედაო ასოებისთვის გამოტენებულია ტექსტის მელანი და სინგური; ტექსტი  რთულად წასაკითხია, თუმცა შესაძლებელია.

ტექსტის ბოლოს ეტრატის ზედაპირს აღენიშნება ძაფით ნაკერის ანაბეჭდები.

v-ო მხარეზე ეტრატი მუქი ფერისაა; მელანი კარტგ მდგომარეობაშია, ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.თითქმის მთლიანი ტექსტი  გაცხოველებულია; კეფის ნაწილის v მხარეს ანალოგიური დაზიანებებია;

კონდაკი: მე-5 კეფი მიკერებულია კარგად დამუშავებულ ხის ჯოხზე,  ლურჯი ძაფით, ზიგზაგისებური, ლამაზი ფორმით. ეტრატის ბოლო ნაწილი ნაწილობრივაა შემოხვეული ხის ჯოხზე; კონდაკის ორივე მხარეს, კარგად დამუშავებული თავები აქვს; ერთი თავი – ოთხ წახნაგიანი პირადიმისებრია, ხოლო მეორე -სოკოსებრი ფორმისაა. ჯოხზე ძაფის ამოყრის ადგილები, ანალოგიური ხის (9-ცხრა) სოლებით (ლურსმნებით) არის გამაგრებული (ძაფების მოძრაობის შეზღუდვისთვის).

რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერი – გაიწმინდოს, დატენიანდეს, გასწორდეს, მინიმალური კონსერვაცია გაუკეთდეს შესაბამისი, თანამედროვე მასალით,  გრაგნილი დაიხვეს თავისუფლად და მოთავსდეს განიერ, სპეციალურად დამზადებულ ყუთში.

 

აღწერილობიდან: კონდაკი,XIII სს. (წმიდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა);

235×20,5; გრაგნილი; ეტრატი; მელანი – ყავისფერი; გაცხოველებულია შავი მელნით, საზედაო ასოები სინგურით; თავნაკლული; აქვს ულამაზესი თავსამკაულები სახედაო ასოების სახით – ო, ზ, მ, ღ, გ;  ეტრატი – დაზიანებული, კიდეები ჩახეული და შემოცვეთილი, დაკარგულია პირველი კეფის ძირითადი ნაწილი; შემორჩენილია მხოლოდ ბოლო რვა ხაზი. დალაქავებული, ზოგან მელანია დასხმული (1 კეფი); კეფები გადაკერებულია ლურჯი ძაფით; გრაგნილი დახვეულია საგანგებო ხეზე, რომელსაც ბოლო კეფი ასევე ლურჯი ძაფით არის დამაგრებული; ტექსტი გადალეულია; ძალიან ძნელად იკითხება; სულ 5 კეფია; დასასრული გამშვენებულია ყავისფერი მელნითა და სინგურით დახატული წინწკლებით; აქვს ეტრატისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დეფექტები (გადაჭიმვისას წარმოქმნილი ნახვრეტი); ორ მხარეს უნდა იყოს სხვადასხვა ტექსტი (შეიძლება ორი სხვადასხვა წირვაა); v მთლიანად არის გაცხოველებული; ეტრატს კარგად ეტყობა დაკანონვის ხაზები; შიგადაშიგ ჩაკეცილია; v-ზე ტექსტი მოდის საპირისპირო მხრიდან; ეტრატის მარცხენა კიდეს მთლიანად, მთელ გაყოლებაზე ძველი სინესტის კვალი ეტყობა.

 

[კონდაკი] r-ს დასასრული:„განადიდეთ უფალი ჩუენთჳს და აღამაღლეთ სახელი მისი ზოგად. მოვედით. სული ღმრთისაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარევდინ, მომიჴსენენ, მეუფეო, ჩუენცა, რომელმან ჰრქუას. მოგიჴსენნე ……ღმერთმან სასუფეველსა“.

შენიშვნები: 1.სამწუხაროდ, ხელნაწერის ძირითადი ნაწილი თითქმის მთლიანად არის გადალეული. გაბმული ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია. პირველ გვერდზე მხოლოდ გრაგნილის ბოლოს გახდა შესაძლებელი ტექსტის მცირე მონაკვეთის გარკვევა.

2.კონდაკი სამღვდელო და სადიაკვნეა.  ტექსტი, რომლის  წაკითხვაც შესაძლებელია,  იწყება ქერუბიმთა მსახურებიდან, კერძოდ, ბარძიმ-ფეშხუმის კურთხევისა და კვეთის მომენტია მოტანილი.

ანდერძი: Vკეფის ბოლოს ტექსტისავე ხელით (r): „ამის მჩხიბავსა შეუნდენ ღმერთმან, ამინ“.

მინაწერები: 1. II კეფი (r) გვიანდელი, არაკალიგრაფიული ნუსხურით, მარცხენა აშიაზე: „თნდა (!) შეუნდ (!) ცოდვანი მისნი შეუდნეს (!) ამინ; ვინაცა თქოთ, ცოდვანი შენი (!) შენც შეგინდანეს (!)“.

  1. IV კეფის ზედა აშიაზე (r) შედარებით გვიანდელი ნუსხურითა და შავი მელნით: „ქ. სულსა ბართლუმესსა (!) და მისთა მოშობელსა (!) შეუნდვენ (შნ?), ამინ, ამინ“.
  2. აქვე, იმავე ხელით(ერთი ხაზით ქვემოთ): „გულქნას შეუნდვენ ღმერთმან“. არშიებზე ზოგჯერ გამოტანილია: მღუდელმან, დიაკონმან, ან სათაურისის ნაწილი.

 

ბიბლიოგრაფია

ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექცია A), ელ.ვერსია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი