A-1644
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი A-1644
რაობა ავგაროზი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ხეც
თარიღი XIX
კეფის რაოდენობა 10 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 283X10,5; I17x10,5;II32,5×10,5; III 32×10,5;IV 32×10,5;V 32×10,5; VI 32×10,5; VII 30,5×10,5; VIII 32,5×11; IX 32,5×11; X 33×11;
სტრიქონთა რაოდენობა I r-13;II r-24; III r-18; IVr-23; V r-24; VI r-25; VII r-23; VIII r-22; XI r-28; X r-26; v- დაუწერელია
ნაწერის ზომა I15,5×8; II31,5×8; III 31×8; IV30,5×8; V 30,5×8; VI 31×8; VII 28×8; VIII 26×8; IX26,5×8; X 26×9,5;
არშიების ზომა: I-ზედა0, ქვედა0, მარცხენა1,5სმ; მარჯვენა1სმ;II -ზედა0, ქვედა0, მარცხენა2სმ; მარჯვენა1სმ;III-ზედა0, ქვედა0, მარცხენა1,5სმ; მარჯვენა 1სმ; IV-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ;V-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; VI-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; VII-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; VIII-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 2სმ; მარჯვენა 1სმ; IX-ზედა 0, ქვედა 0, მარცხენა 0,8სმ; მარჯვენა 2სმ; X-ზედა 0, ქვედა 3, მარცხენა 0,8სმ; მარჯვენა 1/1,5სმ;
მასალა ქაღალდი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი ლურჯი
სისქე 001
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა მხედრული
მელანი შავი
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v) ვერტიკალური
დაკანონვა –
კეფების გადაბმის ტექნიკა გადაბმულია წებოს გამოყენებით
1.3. გაფორმება
მინიატურა ღვთისმშობლისა და წმიდა გიორგის მდარედ
შესრულებული ილუსტრაცია;
დეკორი –
საზედაო ასოები –
სათაურის გაფორმება –
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გრიგოლ
გადაწერის ადგილი –
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
1.4. ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი (თავნაკლული) თავნაკლული
ტექსტის დასასრული (თავბოლონაკლული)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
I-X კეფი:გრაგნილი თავნაკლულია, დანარჩენი ცხრა კეფის ფორმატი სრულია; მოკეცილია 18 ნაწილად და მოთავსებულია საქაღალდეში; დაზიანებულია, განსაკუთრებით პირველი კეფი და ბოლო კეფის ქვედა ნაწილი; v-ს მხარე დაუწერელია. კეფები ერთმანეთზე გადაბმული წებოს გამოყენებით, ერთმანეთზე, დაახლოებით 1 სმ.-ით გადაბმული. საწერი მასალა, ლურჯი ფერის ქაღალდი წინასწარ არის დამზადებული, ვინაიდან გადაწებებულ/გადაბმის ადგილებში ტექსტია ნაწერი და წმ.გიორგის ილუსტრაციაა. კიდეებზე მთელ სიგრძეზე აღენიშნება ჩახეული, ჩაკეცილი ადგილები, ზოგან ქაღალდი მოხეულია და ფორმატი ნაკლულია.
ტექსტი ნაწერია არასიმეტრიულად, გაკრული ხელით, ტექსტი კარგად იკითხება. შესრულებულია მინიატიურებით: მე-3 კეფზე ღვთისმშობელი ყრმით, ხოლო 8-9 კეფების გადაბმის ადგილას წმ.გიორგი. გადაწებებულ ადგილებში გამოყენებული წებოს ლაქებია.
რეკომენდაცია: გრაგნილი ხელნაწერისარესტავრაციოა. გაიწმინდოს, გასწორდეს, შეივსოს ნაკლული ადგილები, დაიხვეს მრგვალად და მოთავსდეს სპეციალურად მისთვის დამზადებულ ყუთში.
აღწერილობიდან: ავგაროზი, XIX
1ფ. გრაგნილი;283X10,5;მოლურჯო ქაღალდი;დაზიანებული, დასაწყისი გაცვეთილია, ტექსტი ალაგ-ალაგ არ იკითხება); მხედრული; XIX ს. (ჭვირნიშანი 18 …) ღვთისმშობლისა და წმიდა გიორგის მდარედ შესრულებული ილუსტრაციით; გადამწერი – გრიგოლ;
„… ღ˜თისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, რომელნი არა სისხლთაგან არც ნებითა ხორცთათა, არც ნებითა მამაკაცისათა …“
შენიშვნა: ა. ავგაროზში შესულია შემდეგი ლოცვები:
1.„ოთხნო თავნო სახარებანო“,
2.„ლოცვა ანგელოზისა მიმართ“,
3.„სხვა ლოცვა სავედრებელი“,
- „ლოცვა უჟმურისა“,
- „ლოცვა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიმართ“,
- „[ლოცვა] წმ. გიორგის [მიმართ] „წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო …“ (ჩამოთვ;ლილია 46 სახელწოდების წმ გიორგი).
ბ.ყოველი ლოცვის ბოლოს, ტექსტის ხელით, მიწერილია: „მონა შენი სახელოთ გრიგოლ, ძე სოლომონ“.
გ. ავგაროზი გადაწერილი უნდა იყოს გრიგოლის მიერ თავისი თავისა და ძის, სოლომონის, მოსახსენებლად.
დ. სახელები გრიგოლ და სოლომონ შემდეგ გადაუხაზავთ და სხვა ხელით მიუწერიათ „ზაქარია“.
ბიბლიოგრაფია
ხელნაწერთა აღწერილობა, (კოლექციაA), ტ.V, 1955, გვ.142