N3 ფ.N1446
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი N3 ფ.N1446
რაობა კონდაკი
დაცულობის ადგილი/კოლექცია/წარმომავლობა საქართველოს ეროვნული არქივი
თარიღი XV
კეფის რაოდენობა 2 კეფი
კონდაკი: ერთი მხარე მოტეხილია, მე-2 მხარეს წამახული (გამოკვეილი) თავი; კონდაკზე ეტრატი მიმაგრებული უნდა ყოფილიყო ჯვარედინი ნაკერით, ახლა მხოლოდ კვალია შემორჩენილი; ჯოხზე ეტრატის ნაწილი დამაგრებულია წითელი ძაფით ბლანდისებური ნაკერით.
ზომა (თითოეული კეფის ზომა ) 1565 X22,6; Iკეფი – 86X23; II კეფი – 71X23,5;
ნაწერის ზომა Iკეფი – 85X12 (13); II კეფი – 62X15 912,13;
არშიების ზომა: I კეფი – მარჯვენა: 5 სმ; მარცხენა: 5,5 სმ; ქვედა : 2,5; ზედა –
II კეფი – მარჯვენა: 5 სმ; მარცხენა: 5,5 სმ; ქვედა: 5 სმ; ზედა 1სმ;
მასალა : ეტრატი;
ფერი: მოყვითალო
ფორმატი (სრული, არასრული): სრული;
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია –
კეფების გადაბმის ტექნიკა წითელი ძაფი
1.3. გაფორმება
დეკორი
საზედაო ასოები r-ზე გაფერადებული, v-ზე მხოლოდ სინგურის
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები:
- შეუნდვნეს ღმერთმან ზაქარიას დევიძეს ცოდვანი მისი დღეგრძელობით, მეუღლესა მისსა (ტექსტის ხელით).
- ღმერთო, შეიწყალე სული მერაბის იაშვილისა; ღმერთო, შეიწყალე საღირ მას მეორედ მოსლვასა.
- ღმერთო, შეიწყალე გიორგი მას მეორედ მოსლვასა; ღმერთო, შეიწყალე მანასე, ღმერთო, მას მეორედ მოსლვასა.
- …იმის მეუღლეს თეთრუას ღმერთმან შეუნდვნეს (XVIII ს. მხედრულით).
- ქ. სულსა ნ(ა)სყიდასა წიწილძესა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ, მეუღლეს (XVI ს. მხედრულით).
- ღმერთო, შეიწყალე სული რატიას ღორიჭასშვილისა ( XVII-ს., ნუსხური).
- მოიჴსენე, უფალო, მონა შენი გოგინა და მისი შვილი ელენე, ამინ (XVIII-ს., ნუსხურით).
- მოიჴსენე, უფალო, ხარჭაშნელი მათეოზ (XVII-ს., ნუსხურით).
შემომწირველი: ნიკოლოზ ამილახვარი
შემოწირულია 1924 წ. გრაკალში მცხოვრები
1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი:„წმიდისა საკურთხევლისა შენისა და თანამდებისა თაყვანისცემისა დიდებისა – მეტყუჱლებისა შეწირვად შენდა შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩუჱნ ცოდვილთა სამწმიდაჲ გალობაჲ და მომხედენ ჩუჱნ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩუჱნ ყოველნი ცოდვანი ჩუჱნნი“ …
ტექსტის დასასრული : (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)
„და ვითარცა არა უღირს იჩინე შესლვად სერობჲდ სახლსა სიმონ კეთროვანისასა, ეგრეთვე ნუ უღირსი (!) იჩინებ შემოსლვად სახლსა სულისა ჩემისასა უსჯულოებჲსგან კეთროვან – ქმნობილისა (!), რამეთუ არა“ … (და სხვა, ბოლო გადასულია)“.
- დაზიანებები: ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
დამუშავებისა და კონსერვაცია-რესტავრაციის შედეგად წარმოშობილი დაზიანებები: გრაგნილი დახვეულია ხის კონდაკზე და მიმაგრებულია წითელი ძაფით, რომელიც მორღვეულია. კონდაკის მარცხენა თავი დაზიანებულია, მარჯვენა მოტეხილი და დაკარგულია.
I კეფი – მექანიკური დაზიანებები არ არის; კიდეების ზოგიერთი ადგილი რბილია, არ შეიმჩნევა ცხიმის ლაქები; I კეფის v-ზე დაფარვის ადგილი ჩამუქებულია, რაც გამოწვეული უნდა იყოს გარე კლიმატური არასახარბიელო პირობებით (მზე, ნესტი და ა.შ.); I კეფის ზედა ნაწილზე შეიმჩნევა გაკერვის კვალი, რაც მიგვანიშნბს კიდევ ერთი კეფის არსებობაზე, რომელიც დაკარგულია.
II კეფთან მიკერილია წითელი ძაფით, ნაკერი სესრულებულია ერთი მიმართულები
II კეფი – ეტრატზე შეიმჩნევა ჭიის მიერ მიყენებული დაზიანება (მცირე ზომის რამდენიმე გახვრეტილი ადგილი)
კონდაკი, ეტრატთან ერთად ჭიისაგან უნდა იყოს დაზიანებული.
პირველ კეფზე გადაკერვის ადგილას შემორჩენილია ნემსის გადაკერვის კვალი.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს სახელმწიფო არქივები, სამეცნიერო-საცნობარო სახელმძღვანელოები თბ., 1949, გვ. 2.