ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • N9 ფ.N1446
  • გრაგნილი ხელნაწერები, საქართველოს ეროვნული არქივი
  • N9 ფ.N1446

N9 ფ.N1446

N9 ფ.N1446

Manuscript2024-03-30T21:57:58+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                                              N9       ფ.N1446

რაობა                                                             კონდაკი

დაცულობის ადგილი/კოლექცია/წარმომავლობა საქართველოს ეროვნული არქივი

თარიღი                                                                                 XIV

კეფის რაოდენობა                                                               4 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)  188X19,7; Iკეფი – 32X19,7; II კეფი – 62,5X20,4; III კეფი – 53,5X20,4; IV კეფი -39X18,5;

ნაწერის ზომა           Iკეფი – 30,2X12; II კეფი – X; III კეფი – 53X15; IV კეფი -38X13;

მასალა                                               ეტრატი

კონსერვირებული/არაკონსერვირებული:         რესტავრირებულია 1999 წელს (ახობაძის მიერ 28.08 1999 წელი)

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                                          მხედრული

მელანი                                                                      მუქი ყავისფერი, სინგური

1.3. გაფორმება

მინიატურა

დეკორი

საზედაო ასოები

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი

ანდერძები/მინაწერები

  1. ძუქუსა შე(უ)ნდვნეს ღმერთმან მისი ცოდვანი (XV ს-ნის მხედრულით).
  2. სულისა ჯარიასასსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ. სულსა დავითისსა შეუნდნეს ღმერთმან, ამინ (XVI ს-ნის ნუსხურით).
  3. კუალად ოჩიაშვილისა გიორგის სეუნდნეს ღმერთმან, ამინ; მისსა მეუღლესა ნინოს შეუნდნეს ღმერთმან, ამინ; მათსა შვილსა ქერაბინს შეუნდნეს ღმერთმან, ამინ. XVII ს-ნის ნუსხურით).

4, მამასა სეუნდეს ღმერთმა, ამის (XVII ს-ნის ნუსხურით).

5.მაიასას ცოდვანი მიასნი (!) შეუნდნეს ღმერთმან, ამინ (XV ს-ნის ნუსხურით).

  1. ვარძიელისა შვილსა შვენიერა ყოვლისა რაჟდენს შეუნდნეს ღმერთმან; მის მამა ბიძათა შეუნდეს ღმერთმან; მისთა და ძმათა შეუნდნეს ღმერთმა; მისსა მამ(ი)დასა შუმელ-ნოხსა შეუნდნეს ღმერთმა; მისსა გამდელსა მზექალსა შეუნდნეს ღმერთმა, ამ(ი)ნა (XV ს-ნის მხედრულით).
  2. მოხისა თიხდარისა დღეგრძელობა; მისა მეუღლესა ჟათა ცოდვანი მისნი შეუ(ნ)დნ ეს ღმერთმას, ამინ; თომ(ა) დავით გვარღილსა … ღმორაშვილიშო … (XV ს-ნის იმავე ხელით, როგორც მინაწერი N1).
  3. ქ.ღმერთო უშველე მონასა სენსა ბაინდურასა მანა დღესა განკითხვისასა, ცოდვანი მისნი შეჯნდნეს ღმერთმან, მისი ძე … (XV ს-ნის იმავე ხელით, როგორც მინაწერი N1).
  4. სულ(ს)ა ლაშქარა(სა) შეუნდნენ ღმერთმან, მარსყვნ (?) ღმერთმან (XV ს-ნის ნუსხურით).
  5. ბიაშვილსა ხ(ა)ყანს შეუნდნეს ღმერთმა, მისა მეუღლესა მეუღლესა შვენიერსა შეუნდეს ღმერთმა, ამინ (XV ს-ნის მხედრულით).
  6. ქ. დავითიშვილე(ბ)თა სარიჯ(ას), გოდერძისა, ზაქარიასა და ციგაბლ (?) ცოდვანი შეუ … (XV ს-ნის ცუდი მხედრულით).
  7. აქა ფარემუზასა და გიორგის ცოდვანი მისნი შეუნდნ(ე)ს ღმერთმან XVI ს-ნის მხედრულით).
  8. ლუკას შეუნდნეს ღმერთმან; ელიას და მის მეუღლეს ამაისულთას შეუნდნეს ღმერთმან, ამინ (XVI ს-ნის ნუსხურით).

 

1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი „… მოიხურეს პერექელნი ღუდელმან, პირველად ფეშხუმსა დაჰბუროს, ჯუარი დასწეროს და თქუას: უფალი გამეფდა, შეუჱნიერებაჲ შე(იმ)ოსა“.

ტექსტის დასასრული(ბოლონაკლულობის შემთხვევაში) „და ღირს მყუენ ჩუენ, მეუფეო, დაუსჯლად კადრებად და ჴდად შენდა ზეცაღა ღ˜თისა მამისა მოწყალისა და თქუმად …“

  1. დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

I კეფი – ნაწერია ორივე მხარეს; დაზიანებულია, კიდეები ნაკლულია ორივე მხარეს ტექსტთან ერთად; კეფის ფორმატი აღდგენილია შეღებილი ეტრატით, დალაქავებულია; v-ზე დაზიანებული, დალაქავებულია, ზოგიერთ ადგილას ტექსტი არ იკითხება; აშიებზე მინაწერებია; მე-2 კეფზე გადაბმულია თეთრი ძაფით ჯვარედინი გადაკერებით; ვ-ზე ჩახეული ადგილები გამაგრებულია ეტრატის პატარა ნაკუწებით; ტექსტში ნაკლული ადგილები ამოვსებულია ეტრატით;

II კეფი – კეფის ფორმატი სრულია, თუმცა მარჯვენა მხარეს ნაკლულია კიდეები; ორივე მხარეს შეიმჩნევა დაკანონისთვის გამოყენებული ნახვრეტები, კეფის ნაკლული ადგილები აღდგენილია შეღებილი ეტრატით; მარჯვენა მხარეზე აშიებზე ჩახეული ადგილი ამოკერებულია გადაბმის თეთრი ძაფითვე, სამკუთხედი ფორმით;; v-ზე მელანი გადასულია და ტექსტი რთულად წასაკითხია; აღენიშნება გადაკეცვის ადგილები; ეტრატის ვ-ზე მკვეთრად შეიმჩნევა ცხოველის ბეწვის მიმართულება; აშიებზე მინაწერებია შავი მელნით, გადაშლილია და არ იკითხება; ზოგიერთ ადგილას ტექსტი გაცხოველებულია შავი მელნით; მე-2 კეფი მე-3-ზე გადაკერებულია თეთრი ძაფით პარალელური გადაკერვით;

III კეფი – ფორმატი სრულია; კიდეებზე მინაწერებია (ზოგიერთი იკითხეა, ზოგიერთის წაკითხვა სეუძლებებლია); v-ზე მკვეთრად შეიმჩნევა ცხოველის ბეწვის მიმართულება; მელანი ყავისფერი, ზოგიერთ ადგილას გაცხოველებულია; v-ზე გადაკერვის ადგილას, დაზიანების გამო დადებულია ეტრატის მცირე ნაწილი გადაბმისთვის; შიმჩნევა თანადროული ნემსის რამდენიმე ნაჩხვრეტი; ასევე კიდეებზე დაკანონვისთვის ნახვრეტების კვალი.

IV  კეფი – ფორმატი სრულია, აღენიშნება ჭიისგან მიყენებული დაზიანებები; გრაგნილი დახვეულია კონდაკზე; არ არის მიმაგრებული, ორივე მხარეს თავები წამახული აქვს; ვ-ზე მელანი გადასულია, თუმცა ტექსტი იკითხება; მარცხენა მხარეს არქივში შემოსულობის ბეჭედია დასმული;

 

შენიშვნა: რჩეულიშვილის გვარის მოხსენება ამტკიცებს, რომ ეს ხელნაწერი თავდაპირველად ჯავახეთში იყო ერთ ერთ მონასტერში მოთავსებული. მოსახსენებელნიც მინაწერებსი ჯავახურნი უნდა იყოს. XVII ს-ნეში ხელნაწერი წამოუღიათ ქართლს.

 

ბიბლიოგრაფია

  1. საქართველოს სახელმწიფო არქივები, სამეცნიერო-საცნობარო სახელმძღვანელოები თბ., 1949, გვ. 5.

 

 

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი