ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ „ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲓᲘᲡᲪᲘᲞᲚᲘᲜᲣᲠᲘ
ᲙᲕᲚᲔᲕᲐ“
(ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ)
გრაგნილი ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. იგი მზადდებოდა სხვადასხვა საწერი მასალის – ჭილის, ეტრატისა და ქაღალდის- გადაკერებული, შეწებებული ან მთლიანი ფორმატის ნაწილებისაგან; საწერი მასალის განვითარებამ წარმოქმნა ფურცლებად აკინძული კოდექსი, წიგნის მთავარი სახეობა, თუმცა გრაგნილიც, როგორც ხელნაწერის ერთ-ერთი ფორმა, დარჩა
მცირე მოცულობის სასულიერო თუ საერო დარგის, ასევე ისტორიული დოკუმენტების სხვადასხვა ტექსტისათვის (სიგელები, შეწირულობის წიგნები და სხვ.). გრაგნილები ინახებოდა წაგრძელებულ მომრგვალებულ ბუდეებში. ისინი დახვეული იყო ჯოხზე, ე.წ. კონდაკზე, ან გვხვდებოდა ჯოხის გარეშეც.
საქართველოში, სხვადასხვა სიძველეთსაცავში, ინახება ეტრატსა და ქაღალდზე (არც ერთი პაპირუსზე) შესრულებული გრაგნილი ხელნაწერები, რომლებიც თემატურად და სტრუქტურით საინტერესო საკვლევ მასალას წარმოადგენს. ეს ხელნაწერები გადაწერილია წინასწარ საგანგებოდ დამზადებულ კეფებზე, ადრეული ხელნაწერების (პალიმფსესტები) კეფებად დაჭრილ ფურცლებზე ან საწერი მასალის პატარა, სხვადასხვა ზომის, ფურცლებზე.
,,გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა“ (FR 21-695)