ქუთ. 657
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი ქუთ. 657
რაობა ბასილი დიდი, ჟამისწირვა ; იოანე ოქროპირი, ჟამისწირვა
დაცულობის ადგილი/კოლექცია ქუთაისის ისტორიული მუზეუმი
თარიღი XVI ს.
კეფის რაოდენობა 13 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) მთლიანი 810X25; 1 კეფი 54,5X21,5სმ; 2 კეფი 56,5X21სმ; 3 კეფი 69X23; 4 კეფი 65 X 24; 5 კეფი 68,5 X 24; 6 კეფი 73 X 23,5; 7 კეფი 74,5 X 24; 8 კეფი 60,5 X 23; 9 კეფი 60,5 X 23; 10 კეფი 68,5 X 24; 11 კეფი 71 X 23,5; 12 კეფი 60,5 X 23 ; 13 კეფი 32,5 X 24;
სტრიქონთა რაოდენობა
ნაწერის ზომა
არშიების ზომა: 1 კეფი – მარცხენა 3 სმ; მარჯვენა 2-3 სმ; ქვედა 0,7 სმ; ზედა ნაწილი დაკარგულია, შემორჩენილია არშიის 7 სმ.; 2 კეფი -ნაკლულია კიდეები, მარცხენა აშია – 2 სმ; მარჯვენა 2; 3 კეფი -მარცხენა მხარე- 2,5 სმ; მარჯვენა ასოდან 4,5 სმ. ზედა და ქვენა 2,5 და 4 სმ.; 4 კეფი -მარცენა ჩარჩოდან 3,5 სმ. ასოდან 2 სმ.; 5 კეფი -მარცხენა ჩარჩოდან 3,5სმ; ასოდან 4,5სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ; ზედა-ქვედა-0,5სმ.; 6 კეფი -ზედა-ქვედა 1სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 3,5სმ. მარცხენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ.; 7 კეფი – მარცხენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5 სმ. ასოდან 3სმ; ზედა-ქვედა 1 სმ.; 8 კეფი -დაზიანებული; მარცხენა ნაწილი ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 3,5-4 სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2სმ. ასოდან 3,5სმ. ზედა – 1სმ. ქვედა -0; 9 კეფი –
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი თეთრი
სისქე
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი ოქრომელნით დაფერილი, სინგური
პაგინაცია –
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები
კეფების გადაბმის ტექნიკა ჯვარედინი გაკერით, ძაფით.
1.3. გაფორმება
მინიატურა წმ.ბასილი დიდი და წმ.იოანე ოქროპირი
დეკორი მოოქრულ მოჩარჩოებაში
საზედაო ასოები სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი
ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
1,2,7,10,12 კეფები მოხატულია, თეთრი უთხელესი ეტრატი, ყავისფერი მელანი, რომელზეც გადატარებულია ოქრომელანი; საზედაო ასოები სინგურით, ნაწერია ორ სვეტად, რომელთაგან ერთი სვეტი ბასილი დიდის ჟამისწირვაა, მეორე – იოანე ოქროპირისა. პირველი მინიატიურა 1რ-ზე გადაქექილია, ჩანს ორი წმინდანის გამოსაულება სრული ტანით, სავარაუდოდ ორივე კაბადოკიელი მამაა, წმ.ბასილი დიდი და წმ.იოანე ოქროპირი.
1 კეფის კიდეები – ორივე მხარეს დაზიანებულია, გამოშრობის შედეგად ნაკლულია, პირველი კეფის ზედა მხარე ნაკლულია ტექსტთან ერთად, დაკანონვის ხაზები შეიმჩნევა ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც. მარცხენა აშია 3 სმ; მარჯვენა 2-3 სმ; ქვედა 0,7 სმ; ზედა ნაწილი დაკარგულია, შემორჩენილია არშიის 7 სმ. თუმცა აღინიშნება გამოსახუების კვალი.
1-ლი და მე-2 კეფი გადაბმულია ჯვარედინი ნაკერით. 13 კეფის გადაბმა ერთმანეთის ანალოგიურია. ეტრატის პირები მიტანილია ერთმანეთთან და გადაკეცილია სიმაგრისათვის.
მე-2 კეფი მთლიანდ შეიცავს მინიატიურებს. გამოყოფილია ერტმანეთისაგან ორნამენტული, ოქრომელნით შესრულებული ჩარჩოებით. მხატულობაზე ბერძნული ასოებია. უხვადაა გამოყენებული ოქრო. ალაგ-ალაგ დაზიანებული. საღებავები ატკეცილია, კიდეები დაზიანებული და ძალიან გათხელებული, ეტყობა ნესტის კვალი, საგანგებოდ დამუშავებულ ეტრატს მაინც ეტყობა ნესტის კვალი. ნაკლულია კიდეები, მარცხენა აშია – 2 სმ; მარჯვენა 2; დაკარგული ადგილები, ზედა და ქვედა ორნამენტს უკავია.
ნაწერი ჩასმულია მოოქროვილ ჩარჩოში, მნიშვნელოვანი ადგილები სინგურით. დაზიანებულია მარცხენა მხარის ზედა ნაწილი და მარჯვენა ნაწილის მთლიანი სიგრძე. ჩარჩოდან კიდემდე 3 სმ. ასოდან კიდემდე 4,8 სმ. ქვედა და ზედა – 0,5-05 სმ.
მე-3 კეფი – შეიცავს ნაწერს სინგურით, ოქრომელნით, ჩარჩოდან მარცხენა მხარე- 2,5 სმ; მარჯვენა ასოდან 4,5 სმ. ზედა და ქვენა 2,5 და 4 სმ. დაზიანებები კიდეებზე ანალოგიურია.
4 კეფი – კიდე მარცენა ჩარჩოდან 3,5 სმ. ასოდან 2 სმ. ტექსტი კარგია, დაზიანებები ანალოგიურია; სტრიქონი ;
5 კეფი – გადაბმა ანალოგიურია, ფორმატი სრულია, მინიმალური მექანიკური დაზიანებებით. აშიები მარცხენა ჩარჩოდან 3,5სმ; ასოდან 4,5სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ; ზედა-ქვედა-0,5სმ.
6 კეფი – გადაბმა ანალოგიური; მინიატიურიანი; გადაქექილი ორი ფიგურა; 73×23,5სმ; კიდეებისმინიმალური მექანიკური დაზიანებები; აშიები ზედა-ქვედა 1სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 3,5სმ. მარცხენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ.
7 კეფი – 7,5 – 24სმ. მარჯვენა არშია მთელ სიგრძეზე დაზიანებულია, აქვს გადაკეცილი ადგილები, აშიები მარცხენა ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 4სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2,5 სმ. ასოდან 3სმ; ზედა-ქვედა 1 სმ.
8 კეფი – გადაბმა ანალოგიური, 60,5×23სმ; მარცხენა აშიაზე ჩამოჭრილია, მარჯვენა აშიის ზედა ნაწილი მცირედ დაზიანებული; მარცხენა ნაწილი ჩარჩოდან 2,5სმ. ასოდან 3,5-4 სმ; მარჯვენა ჩარჩოდან 2სმ. ასოდან 3,5სმ. ზედა – 1სმ. ქვედა -0;
ტექსტი დაუზიანებელი; რამდენიე ადგილი ჩახეული. ტექსტი გაცხოველებულია ოქრომელნით.
9 კეფი – გადაბმა ანალოგიური, 68×24სმ; კეფის ზედა ნაწილი და კიდეები დაზიანებულია, ქვედა სრულია; მინიატურა დეფორმირებულია, მარჯვენა მხარეს ჩახეულია დიდი ადგილი და ტექსტთან ერთად დაზიანებულია. მინიატურის ქვევით მარცხენა მხარეს კიდეზე ძაფის ფრაგმენტია, რომელიც ჩანიშვნის მანიშნებელია.
10 კეფი – ფორმატი სრულია, გადაბმა ანალოგიური, გადაბმის ადგილას ეტრატი გადამსკდარია და ნაწილი მიბმულია ქვედა გადაბმაზე; 71×23,5სმ. ფორმატი სრულია, დაუზიანებელი, მარცხენა კიდეზე ზედა მხარეს სქოლიოა, მარცხენა მხარეს შეინიშნება სინგური და სხვადასხვა ფერის საღებავები, შესაძლოა იყოს რაიმე ფუგურა, მაგრამ აღარ გაირჩევა.
11 კეფი – გადაბმა ანალოგიურია, მაგრამ ნაკერი უფრო წვრილია, ეტრატი მომჩვარული, ძლიერ დაზიანებული, მთელ სიგრძეზე მარცხენა და მარჯვენა კიდეები დაზიანებულია; მარჯვენა მხარეს ქვედა ნაწილში გაჭიმვისაგან წარმოქმნილია ხვრელი, ფურცელი დეფორმირებულია; მინიატურა გადაკეცილია ორ ადგილას, დეფორმაციამ გამოიწვია სახეების დაზიანება, თუმცა საღებავი მკვეთრია.
12 კეფი – გადაბმა ანალოგიური, მოფლეთილია, ეტრატი მომჩვარულია
13 კეფი – 32,5-24სმ. ეტრატი ძლიერ დაზიანებული, ტექსტის ადგილები ადგილ-ადგილ ჩატეხილია, თუმცა იკითხება; გრაგნილი ბოლო ნაკლულია;
ვ-ზე ყველა კეფი არ არის ნაწერი; მე-3კეფის ვ-დან იწყება ნაწერი ორნამენტული ჩარჩოთი; ტექსტის სათაურია „სულთა განახლებაი ბასილი დიდისა“ მთავრდება მე-8 კეფის ვ-ზე; ხელნაწერი არ არის პაგინირებული, როგორც დანარჩენი 6 ერთეული.
ისტორიული დოკუმენტების კატალოგი N 1 გვ.50:
ხელნაწერი თხელ ტყავზე, ერთი კედრით არის საღმრთო ჟამისწირვა; ორ სვეტად დაწერილი ოქროსმელნით; ერთ სვეტზე არის წმინდა ვასილის წირვა, მეორეზე წირვა იოანე ოქროპირისა; მეორე გვერდზე არის დაწერილი ერთ სვეტად „საღმრთო განახლება სიწმინდისა წმინდა ღმერთშემოსილისა ბასილისა“, ეს არის განახლების წირვა ახლა რომელიც ხმარებაშია განახლების წირვა. მისი შედგენა მიეწერება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს ამ ხელნაწერში კი წმინდა ბასილისა არის განახლების წირვა. არის მცირეოდენი განსხვავება, წელიწადი არ არის როდის არის დაწერილი ან ვისი გადაწერილია; ლუარსაბ მეფის დროისაა მე-16 საუკუნის მინიატურა;
ანოტაცია: გელათური ილიტარიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუსხაა კონადაკებს შორის. ამ ხელნაწერის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა კ. კეკელიძემ. ტექსტი ნაწერია ორ სვეტად r-ზე, ხოლო v-ზე დაწერილია გრიგოლ დიალოგონის ,,სიწმინდის განახლება“. კონდაკოვი და დ. ბაქრაძე ათარიღებენ მე-12-მე-13 სს.-ით, გ. წერეთელი – მე-11 საუკუნით, ხოლო , კ. კეკელიძის აზრით, ხელნაწერი უნდა დათარიღდეს მე-16 ს.-ით, რადგან მე-10 კეფის მარცხენა არშიაზე იმ ადგილის გასწვრივ, რომელშიც შეაქვთ ცოცხალთა მოსახსენიებელი დიპტიქა– მინაწერი მოხსენიებულნი არიან მეფე ლუარსაბი I და მე-16 ს-ში მოღვაწე ქართველი და უცხოელი იერარქები, მათ შორის ევდემონ ჩხეტიძე, რომელიც განაგებდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიას და ქართლის კათალიკოსი მალაქია. მეფე ლუარსაბი I-ისა და მალაქიას მოღვაწეობის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა 1557-1558 წლებში და ამ პერიოდში უნდა იყოს გადაწერილი კონკრეტული ხელნაწერი K-659.
ბიბლიოგრაფია
- Кекелидзе К.,Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение. Тифлис, 1908, 87, 99-106; 178.
- ქაჯაია ნ., ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები. თბ., 1997.
- ქაჯაია ნ., გელათური ილიტარიონისა და ,, კათალიკოზთა სამართლის“ დათარიღებისათვის, მრავალთავი 18, თბ., 1999, 336-343.