ქიმ 606
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1. შიფრი ქიმ 606
რაობა (ავტორი) იოანე ოქროპირი
დაცულობის ადგილი/კოლექცია ქუთაისი ისტორიის მუზეუმი
თარიღი XVI საუკუნე
კეფის რაოდენობა 5 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 304×17 სმ,; 1 კეფი 61×15,5სმ.; 2 კეფი 70,5×17 სმ.; 3 კეფი 68,5×17სმ.; 4 კეფი – 29×15,5სმ.; 5 კეფი –
სტრიქონთა რაოდენობა I კეფი – 74; II კეფი – 99; III კეფი – 97; IV კეფი – 61; V კეფი – 39;
არშიების ზომა: 1 კეფი – ზედა – 1სმ.; ქვედა – 0,5 სმ.; მარცხენა – 3სმ.; მარჯვენა – 3სმ.; 2 კეფი – ზედა – 1სმ.; ქვედა – 0 სმ.; მარცხენა – 3,5,5სმ.; მარჯვენა – 3სმ.; 3 კეფი – ედა – 0სმ.; ქვედა – 1 სმ.; მარცხენა – 3სმ.; მარჯვენა – 3სმ.;
ნაწერის ზომა
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი
სისქე
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა ნუსხური
მელანი ყავისფერი, სინგური
პაგინაცია არ აქვს
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა
კეფების გადაბმის ტექნიკა წებო, მოგვიანებით ძაფით
1.3. გაფორმება
მინიატურა გრაგნილის ტექსტს ორნამენტრებულ ჩარჩოში
შესრულებული გამოსახულება, წელსზევით,
გადამწერისვე დახატული – ან მაცხოვარია ან იოანე ოქროპირი.
დეკორი
საზედაო ასოები ტექსტის მელნით სინგურით
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი
ანდერძები/მინაწერები
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. . ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი
ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
- დაზიანებები ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
მხატვრულად შესრულებული საზედაო ასოები შესრულებულია ტექსტის მელნით და სინგურით. უძღვის გრაგნილის ტექსტს ორნამენტრებულ ჩარჩოში შესრულებული გამოსახულება, წელსზევით, გადამწერისვე დახატული – ან მაცხოვარია ან იოანე ოქროპირი.
1 კეფი – შეიმჩნევა მკვეთრად შესრულებული დაკანონვის ხაზები; ტექსტი სრულადაა შემორჩენილი, ძირითადად იკითხება , მაგრამ რთულად; კეფი დეფორმირებულია, აღენიშნება მაღალი ტემპერატურისგან მიყენეული დაზიანება, ეტრატის შეკუმშულია, აღენიშნება როგორც მექანიკური, ასევე ჩახეული და ნაკლული ადგილები; მინიატურის გარკვეული ადგილები მოხეული და დაზიანებულია. არშიების ზომა: ზედა – 1სმ.; ქვედა – 0,5 სმ.; მარცხენა – 3სმ.; მარჯვენა – 3სმ.; პირველი კეფი მე-2 კეფზე გადადებულია 0,5 სმ-ით; თავიდან წებოთი იყოს მიმაგრებული ეს ორი კეფი, მოგვიანებით დაცილებული ადგილები თეთრი მე-20 საუკუნის ძაფით უხეშად ბლანდისებური ნაკერით და კვანძით არის შესრულებული. ნაწერია რ-ზე ხორცის მხარეს და შედარებით ბაცია. ეტრატი თხელი და გამჭვირვალეა. მარჯვენა და მარცხენა არშიებზე მინაწერებია. მარცხენა არშიაზე დიდი ზომის საზედაო ასოებია. ასოებისთვის გამოყნებეულია აგურისფერი სინგური.
2 კეფი – არშიების ზომა – ზედა – 1სმ.; ქვედა – 0 სმ.; მარცხენა – 3,5,5სმ.; მარჯვენა – 3სმ.; კეფი მსუბქად დეფორმირებულია, მარჯვენა არშია დაზიანეული და ნაკლულია, ერთი ადგილი შევსებულია და ვ-ზე ტექსტი ემთხვევა რესტავრირებულ ტექსტს, რ-ს არ ემთხვევა. მე-2 და მე-3 კეფი უხეშადაა გადაბმული ბლანდისებური ნაკერით. ფორმატი დაუზიანებელი და სრულია, აღენიშნება მექანიკური დაზიანებები.
3 კეფი – 68,5-17სმ.; არშიების ზომა – ზედა – 0სმ.; ქვედა – 1 სმ.; მარცხენა – 3სმ.; მარჯვენა – 3სმ.; სტრიქონი 97;
4 კეფი – სტრიქონი – 61; მე-3 და მე-4 ერთმანეთზე გადაბმული იყო წებოს გამოყენებით; მაგრამ მოგვიანებით ბლანდისებური უხეში ნაკერით 20 საუკუნის ძაფითაა გამაგრებული; მე-4 კეფის ზედა ნაწილი უფრო განიერია ვიდრე ქვედა.
ზედა – ,0,5სმ.; ქვედა – 0,5 სმ.; მარცხენა – 3სმ.; მარჯვენა – 3სმ.;
ქვედა ნაწილის მარკვენა არშია ჩამოჭრილი უნდა იყოს დაზიანების გამო. და სავარაუდოდ მიჰყვა საზედაო ასოების მცირე ნაწილი. ფორმატი სრულია, შეიმჩნევა ჰორიზონტალური დაკანონვის ხაზები და მხოლოდ რამდენიმე ადგილის მექანიკური დაზიანება.
მე-4 კეფი მე-5 -სტან წებოთია დამაგრებული, ნაწილი თეთრი ძაფით და კვანძითაა გამაგრებული.
მე- 5 კეფი – 39 სტრიქონი; 29 სმ. ფორმატი სრული, ეტრატი დეფორმირებული;
არშიების ზომა ზედა – 0,5სმ.; ქვედა – 2 სმ.; მარცხენა – 3,5სმ.; მარჯვენა – 3სმ.;
მე-5 და მე-6 კეფი გადაწებებულია წებოთი – 1 სმ-ით; ეტრატი გადადებულია ერთმანეთზე სრული სურათის მიხედვით თავიდან გრაგნილში კეფები წებოს გამოყენებით იყო გადაბმული, დაზიანებისას გაამაგრეს გვიან თეთრი ძაფით. ხელნაწერში აღმოჩნდა მე-6 კეფიც, ფოტმატი სრულია, რამდენიმე ადგილია დაზიანებული, რამდენიმე ჭიანახრავი შეიმჩნევა, რომელიც ხისგან გადასული უნდა იყოს ერთი ეტრატზე. ერთი მექანიკური დაზიანებაა, ჩახეული და დეფორმირებულია. ნესტის ლაქა აღენისნება ტექსტს მთელ სიგრძეზე.
ხის კონდაკი დაზიანებულია, კონდაკს აქვს წამახული ბოლოები, რომლებიც ჭიისაგან და მღრღნელისაგან დაზიანებულია. ორ ადგილას ნახვრეტებში თავსა და ბოლოში ამოტარებულია ეტრატის წვრილი ნაჭრები და ასეა დამაგრებული.
ვ-ზე ექვსივე კეფს ატყვია სანთლი, კვამლის და სიმხურვალის კვალი. პირველი კეფი ძლიერ ფ=დეფორმირებული და დაზიანებულია. არ არის გაფორმებული საზედაო ასოებით, მაგრამ გამოყენებულია სინგური . ისტორიული დოკუმენტების კატალოგი N1 გვ.45 მოცემულია გრაგნილის მოკლე აღწერილობა:
„ძველი ხუცური ხელთნაწერი ტყავზე, ესეც ჯოხზეა დახვეული, ტყავიც ცუდია, ნაწერიც და მელანიც და ამიტომ ძნელად ამოსაკითხავია. ზედ დაწერილია წირვის წესი. მინაწერები ამასაც აქვს“.
ბიბლიოგრაფია
ისტორიული დოკუმენტების კატალოგი N1 გვ.45
ტექსტი