ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
Search
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • გრაგნილი ხელნაწერები
  • გამოცემა
  • კონტაქტი
  • Home
  • ქიმ 605
  • გრაგნილი ხელნაწერები, ქუთაისის ისტორიული მუზეუმი
  • ქიმ 605

ქიმ 605

ქიმ 605

Manuscript2024-03-30T22:08:54+00:00

1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია

1.1.შიფრი                                                      ქიმ 605

რაობა (ავტორი)                                           იოანე ოქროპირის ჟამისწირვა

დაცულობის ადგილი/ კოლექცია            ქუთაისის ისტორიის მუზეუმი

თარიღი                                                         XVI საუკუნე

კეფის რაოდენობა                                       3 კეფი

ზომა (თითოეული კეფის ზომა)              Ir -77X20,5სმ.; II -81,5×22 სმ.; III -74,5×18,5;

სტრიქონთა რაოდენობა                            I-73 ; II-107; III -104;

არშების ზომები: I კეფი-ზედა წაჭრილია, ქვედა – 1,5სმ. მარცხენა-4 სმ. მარჯვენა-5სმ.; II კეფი – ზედა – 1სმ. ქვედა 1,8სმ. მარცხენა – 4სმ. მარჯვენა – 5სმ.; III კეფი – ზედა – 1სმ.; ქვედა – 2სმ.; მარცხენა – 4 სმ. მარჯვენა 5 სმ.;

ნაწერის ზომა

მასალა                                                           ეტრატი

ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)

ფერი

სისქე

ფორმატი (სრული, არასრული)

კონსერვირებული/არაკონსერვირებული

1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები

დამწერლობის სახეობა                              ნუსხური

მელანი                                                          შავი, სინგური

პაგინაცია                                                      არ აქვს

ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)    ტექსტი გრძელდება r-ზე ნაწერის საპირისპირო მიმართულებით. 1v=3r-ს; 2v=2r; 3v-1r

დაუწერელი ფურცლები                            დაუწერელია ეტრატის 25 სმ.;

დაკანონვა

კეფების გადაბმის ტექნიკა                        ძაფით (ამობლანდული)

1.3. გაფორმება

მინიატურა                                                   იოანე ოქროპირი და ბასილი დიდი;

დეკორი                                 ორნამენტების დეტალები სალათისფრით

საზედაო ასოები                  დიდი ზომის, მხატვრულად გაფორმებული ტექსტის

მელნით და სინგურით.

მარცხენა მხარეს დიდი საზედაო ასოებით ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებით; ს-18,5 სმ; ო-6 სმ.; ო-7სმ.; ღ-11,5 სმ.;

სათაურის გაფორმება

მარგინალური ნიშნები

გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის ადგილი:     გადამწერის ანდერძი შესრულებულია ტექსტის ბოლოს, ორნამენტების შემოსაზღვრულ სოლისებრ ჩარჩოში. გადამწერია „უღირსი იოანე“.

ანდერძები/მინაწერები:

მინაწერები შესრულებულია სხვადასხვა ეპოქაში  ნუსხურით და მხედრულით:

„მე, ცოდვისა ტვრთით დამძიმებულსა, ჭიათა და მატლთა განსალეველსა უნდოსო და უფროსს ფრიად საწყალობელსა ამისა მწერალსა ივანეს შეუნდეს ღმართმან, ამინ. მერმე მეუღლეს და მშობლებს, ნავროსს და მარგალიტსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ“.

შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი

ხელრთვა

1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები

ტექსტის დასაწყისი

ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)

რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)

  1. დაზიანებები

ზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)

 

ეტრატი, ზომა: 322,5×21,5სმ.; ნაწერია შავი და სინგურით; ნაწერია პროფესიონალი გადამწერის მიერ, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი და საწერ მასალაზე განაწილებული  ჰქონია მთელი ტექსტი; ტექსტი ორგანიზებულია, მარცხენა არშიას იკავებს დიდი ზომის საზედაო ასოები, მხატვრულად გაფორმებული, ძირითადად ტექსტის მელნით და სინგურით. ადგილ-ადგილ ორნამენტების დეტალები სალათისფრით არის გაფერადებული. ნაწერია ლამაზი ნუსხურით; ჟამისწირვა იწყება მოჩარჩოებული მინიატურით, რომელსაც თავი გადაჭრილი აქვს, გამოსახულია ორი ფიგურა სრული ტანით და ჩაცმულობით; სავარაუდოდ ორივე კაბადოკიელი მამაა – იოანე ოქროპირი და ბასილი დიდი; წარწერებიც წაკვეთილია და გადარჩენილი ნაწერის წაკითხვა ჭირს.

1 კეფის –  კიდეები არის გაშავებული, დაზანებული და ნაკლული; (გამომშრალი ეტრატის გადატეხილი ადგილები დაკარგულია; ეტრატს აქვს მექანიკური დაზიანებები, ჩახევები, აღენიშნება სინესტის ლაქები, ეტრატისთვის დამახასიათებელი ბზარები;

1რ 77-20,5სმ.;  73 სტრიქონი; შეიმჩნევა ტყავი გაჭიმვისგან წარმოქმნილი ოვალური ხვრელი; მარჯვენა არშიაზე შესრულებულია მინაწერები სხვადასხვა ეპოქაში; სხვადასხვა ანბანით (ნუსხური, მხედრული); ყველაზე გრძელი საზედაო ასო არის 12 სმ. ქანწილი სინგურით შესრულებული;  მარცხენა არშიაზე არის სახე მიხატული (შეიძლება გვიანდელიც), და შეიძლება იყო რომელიმე მინაწერის თანადროული;

არშების ზომები: ზედა წაჭრილია, ქვედა – 1,5სმ. მარცხენა-4 სმ. მარჯვენა-5სმ.

2 კეფი – 81,5×22 სმ. კეფის ზედა ნაწილი უფრო დაზიანებულია, მექანიკური ჩახევის შედეგად ეტრატის ნაწილები დაცილებულია ძირითად ფურცელს და აპრეხილია. პატარ-პატარა ჩახეული ადგილები აპრეხილია და გადაკეცილია მექანიკურად და შესაძლებელია გადატყდეს. კეფზე შეინიშნება გაჭიმვისაგან წარმოქმნილი 3 პატარა ხვრელი. ნაწერია ხორცის მხარეს, და ეტრატი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ვ-სო. არშიების ორივე მხარეს არის მინაწერები და მოზრდილი საზედაო ასოები. ზოგი ადამიანის სახეებით გაფორმებული. ი -16სმ.; ო-16სმ.; გ-13 სმ.; 107 სტრიქონი.

არშიების ზომები: ზედა – 1სმ. ქვედა 1,8სმ. მარცხენა – 4სმ. მარჯვენა – 5სმ.

3 კეფი – მე-2 და მე-3 კეფი გადაბმულია უხეში ამობლანდვით, განსხვავებული წინა ორისგან. ზომა: 74,5×18,5 სმ.; 104 სტრიქონი; მარცხენა მხარეს დიდი საზედაო ასოებით ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებით; ს-18,5 სმ; ო-6 სმ.; ო-7სმ.; ღ-11,5 სმ.; ორივე მხარეს დაზიანებებია, აღინიშნება მექანიკური პატარ-პატარა ჩახევები; რომელთა გასწვივაც წარმოქმნილია ბზარები და მომავალში შეიძლება გაჩნდეს ნახეთქები; ერთი ადგილი რამდენიმე ამოკემსვით უხეში წითელი ზაფითაა ამოკერილი. შუა კეფის ტექსტიც ჩახეულია, რომელიც თავის დროზე იქნებოდა ბზარი და ეს პროცესი გრძელდება. ტყავის გაჭიმვისგან წარმოქმნილია ოვალური და მრგვალი ფორმის ხვრელები.

აშიების ზომა: ზედა – 1სმ.; ქვედა – 2სმ.; მარცხენა – 4 სმ. მარჯვენა 5 სმ.;

 

ხელნაწერი დახვეულია კონდაკზე, რომელიც ჭიისაგან დახრულია ადგილ-ადგილ; კონდაკის ბოლოები წამახულია, დაზიანებულია, ეტრატი დამაგრებულია ჯოხზე წითელი ძაფით, რომელიც ამოყრილია თავდაპირველ ნახვრეტებში.

 

ვ-ზე ნაწერია ბეწვის მხარეს, უფრო მოყვითალოა, მუქი ფერისაა, ტექსტი გრძელდება რ-ზე ნაწერის საპირისპირო მიმართულებით. 1v=3r-ს; 2v=2r; 3v=1r; მიუხედავად იმისა, რომ ეტრატს ნესტის ლაქები აღენშშნება, ტექსტი კარგად იკითხება; მინაწერები შესრულებულია სხვადასხვა ეპოქაში ნუსხურით და მხედრულით; გაფორმებულია სინგურით, ტექსტი მელნით და საზედა ასოებით.

 

გადამწერის ანდერძი შესრულებულია ტექსტის ბოლოს, ორნამენტების  შემოსაზღვრულ სოლისებრ ჩარჩოში. გადამწერია „უღირსი იოანე“. დაუწერელია ეტრატის 25 სმ.;

 

ბიბლიოგრაფია

ისტორიული დოკუმენტების კატალოგი N1, გვ. 45:

„ძველი ხუცური ხელთნაწერი ტყავზე, ჯოხზე დახვეულია, არის იოანე ოქროპირის წირვა, ზოგიერთ ალაგას ცოტაოდენი განსხვავებაა ახლანდელ წირვასთან. ბოლოში ზიარების ლოცვის მუხლებია, სულ ბოლოში სწერია: მე, ცოდვისა ტვრთით დამძიმებულსა, ჭიათა და მატლთა განსალეველსა უნდოსო და უფროსს ფრიად საწყალობელსა ამისა მწერალსა ივანეს შეუნდეს ღმართმან, ამინ. მერმე მეუღლეს და მშობლებს, ნავროსს და მარგალიტსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ“.

კიდურზე აქვს მინაწერები 15-16 სს.

 

ტექსტი

 

 

 

ᲒᲠᲐᲒᲜᲘᲚᲘ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ © 2025. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი