ე 226
1.კოდიკოლოგია/არქეოგრაფია
1.1.შიფრი ე 226
რაობა (ავტორი) იოანე ოქროპირის ჟამისწირვა
დაცულობის ადგილი/კოლექცია/ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი
თარიღი XVI საუკუნე
კეფის რაოდენობა 7 კეფი
ზომა (თითოეული კეფის ზომა) 220,5×18,5 სმ.; I კეფი: 20X16,5სმ.; II კეფი: 14,5X4,5სმ.; III კეფი: 17X16სმ.; IV კეფი: 61X18,5 სმ.; V კეფი: 32X22სმ.; VI კეფი: 35X22სმ.; VII კეფი: 60X19,5სმ.;
სტრიქონთა რაოდენობა I-24; II-7; III-19; IV-65; V-37; VI-55; VII-74;
ნაწერის ზომა
არშიების ზომა: I-II-მარჯვნივ-მარცხნივ – 2-2სმ.; ზედა- მოხეულია, ქვედა -გადაკერებულია; ; III-მარჯვენა და მარცხენა 2,5 სმ.; ქვედა არშია 1 სმ.; IV-ზედა 1 სმ.; ქვედა – 1 სმ.; მარცხენა 2,5სმ.; მარჯვენა 1,5 სმ.; V-მარცხენა 2,5-3 სმ.; ზედა 1 სმ.; ქვედა 1 სმ.; VI ზედა-ქვედა 1-1 სმ.; მარცხნივ –2 სმ.; მარჯვნივ 3 სმ.; VII-ზედა არშია 1 სმ.; ქვედა –2 სმ.; მარცხენა 3 სმ.; მარჯვენა 3სმ.;
მასალა ეტრატი
ძეგლის მდგომარეობა (გაცხოველებული/ აღდგენილი/თავბოლონაკლული)
ფერი
სისქე
ფორმატი (სრული, არასრული)
კონსერვირებული/არაკონსერვირებული
1.2. პალეოგრაფიული თავისებურებები
დამწერლობის სახეობა
მელანი
პაგინაცია არ აქვს
ნაწერის მიმართულება გვერდზე (r-v)
დაუწერელი ფურცლები
დაკანონვა
კეფების გადაბმის ტექნიკა ძაფით გადაკერებული (ამობლანდული)
1.3. გაფორმება
მინიატურა
დეკორი
საზედაო ასოები
სათაურის გაფორმება
მარგინალური ნიშნები
გადამწერი/დამკვეთი/ გადაწერის დგილი
ანდერძები/მინაწერები: მე-3კეფის ბოლოში მინაწერია მხედრულით და გადაშლილია; v-ზე სინგურით, მხედრულით XVI-XVII სს.-ს ხელით მიწერილია: „სულსა მღდელსა დავითს კანტაძეს შეუნდოს ღმერთმან“.
მე-6 კეფის მარჯვენა არშიაზე მინაწერია მხედრულით მკრთალად
შემომწირველი (გვერდის მითითებით)/შემოწირულობის თარიღი
ხელრთვა
1.4. .ტექსტოლოგიური შენიშვნები
ტექსტის დასაწყისი
ტექსტის დასასრული (ბოლონაკლულობის შემთხვევაში)
რედაქციულობა (თუ შესაძლებელია)
დაზიანებებიზედაპირის – მომჩვარული, აქერცლილი, მყიფე, ენტომოლოგიური, ლაქები (სინესტის, სითხის, პიგმენტების, სანთლის …)
1 კეფი – მუქი სინგური, შავი მელანი, 24 სტრიქონი, 1-12 სტრიქონი ძნელად იკითხება; კიდეები შემოხეულია, დამწვარი და გაშავებული; ჩატეხილია დაკანოვის ადგილები; გაბზარულია სიგრძესა და სიგანეზე;
2 კეფზე გადაკერვის ადგილი შესრულებულია სქელი ძაფით; 1 კეფის ბოლო სტრიქონზე დადებულია მეორე კეფის ზედა არშია და დაფარულია. მარჯვნივ-მარცხნივ – 2-2სმ.; ზედა- მოხეულია, ქვედა -გადაკერებულია;
2 კეფი – 7 სტრიქონი, მარჯვნივ არშია 1,5სმ; მარცხნივ 2 სმ.
3 კეფი – მეორე და მესამე კეფის ნაპირები მიდებულია ერთმანეთზე და ამობლანდულია; მარჯვენა და მარცხენა 2,5 სმ; გადაკერვის ადგილი ნაწერია , 19 სტრიქონი, კეფის ბოლოში მინაწერია მხედრულით და გადაშლილია; ქვედა აშია 1სმ.; ფორმატი არასრულია; მარცხენა მხარის ზედა კუთხე ნაკლულია ტექსტთან ერთად; მთლიანად სიგრძეზე აღენიშნება მოხეული ადგილები, მარჯვენა მხარის კიდეები გაშავებულია და მოკბეჩილია; არშია არ არსებობს;
4 კეფი – მე-3 და მე-4 აშიების კიდეები გადადებულია და გადაკერებულია; 65 სტრიქონი; ზედა არშია 1 სმ.; ქვედა – 1 სმ.; მარცხენა 2,5სმ.; მარჯვენა 1,5 სმ.; ორივე მხარეს ეტრატი შემოჭმულია მღრღნელისგან; აღენიშნება ჩახსნილი და ჩახეული ადგილები; გადაკერვის დროს ჩახეული ადგილები გაამაგრეს იმავე ძაფით, რომლითაც იყო გადაკერილი;
5 კეფი – ზომა32×22 სმ.; მარცხენა არშია 2,5-3 სმ.; 37 სტრიქონი; გამომშრალი ეტრატი, აღენიშნება ბზარები; ზედა არშია 1სმ.; ქვედა 1სმ.;
6 კეფი – გადაკერებულია ერთმანეთზე თანამიმდევრული, სიმეტრიული, პარალელური, ოდნავ დახრილი ნაკერით; 35×22 სმ.; ფორმატი დაუზიანებეი და სრულია, მხოლოდ აღინიშნება ბზარები და ჩახევები ეტრატის გამომშრალობის გამო; არშია ზედა-ქვედა 1-1სმ.; მარცხნივ -2 სმ.; მარჯვნივ 3 სმ.; მარჯვენა არშიაზე მინაწერია მხედრულით მკრთალად; ფურცელზე აღინიშნება მრავლობითი ბზარები.
7 კეფი – 60×19,5სმ; ზედა აშია 1 სმ.; ქვედა -2 სმ.; მარცხენა 3 სმ.; მარჯვენა 3სმ.; 74 სტრიქონი; ფორმატი სრული; ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში, თუმცე არენიშნება ბზარები, ჩახეული ადგილები, მარცხენა აშიაზე და ტექსტზეც არსებული ჩახევა გამაგრებულია ამოკერვით, თუმცა დღეს მხოლოდ კვალია გამაგრების ძაფისა;მე-7კეფი მიმაგრებულია კონდაკზე ძაფით; კონდაკი კარგად დამუშავებული ჯოხია, ორი წამახული დაბოლოებით;
ბიბლიოგრაფია
ტექსტი